ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.01.2014
ძალის დაკარგვა 01.04.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №100
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.017718
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/01/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (13)
| 1 | საქართველოს სახელმწიფო მინისტრი |
| 2 | საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე |
| 3 | საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე |
| 4 | აპარატის უფროსი |
| 5 | სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი |
| 6 | დეპარტამენტის უფროსი |
| 7 | დეპარტამენტის უფროსის მოადგილე |
| 8 | ფინანსური მენეჯერი |
| 9 | სამმართველოს უფროსი |
| 10 | იურისტი |
| 11 | მთავარი სპეციალისტი |
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
| № | თანამდებობა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 31.12.2004
დოკუმენტის ტექსტი
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №100
2014 წლის 22 იანვარი
ქ. თბილისი
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლისა და „საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობების შემოღების შესახებ“ საქართველოს მთვრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №310 დადგენილების შესაბამისად, დამტკიცდეს „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის“ თანდართული დებულება და საშტატო ნუსხა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №133 დადგენილება „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი (შემდგომში – აპარატი) იქმნება „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების, მათთან სრული პოლიტიკური, სამართლებრივი, სამხედრო, ეკონომიკური და კულტურული ინტეგრაციის ხელშეწყობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სახელმწიფო მინისტრისათვის მიცემული სხვა ცალკეული დავალებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით.
2. აპარატი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სამართლებრივი აქტებით, პრემიერ-მინისტრის, სახელმწიფო მინისტრის ბრძანებებით და ამ დებულებით.
3. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
4. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი განკარგავს აპარატის საქმიანობისათვის გამოყოფილ სახსრებს.
5. აპარატის ადგილსამყოფელია, ქ. თბილისი, ინგოროყვას ქუჩა №7.
მუხლი 2🔗. აპარატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით მინიჭებული უფლებამოსილების, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის (შემდგომში–სახელმწიფო მინისტრი) საქმიანობის განხორციელების მიზნით აპარატი:
ა) კოორდინაციასა და მონიტორინგს უწევს სახელმწიფო უწყებებისა და სამსახურების ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებულ საქმიანობას, მათთან მჭიდრო თანამშრომლობით;
ბ) უზრუნველყოფს საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების კოორდინაციასა და მონიტორინგს, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალ სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების კოორდინაციასა და მონიტორინგს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად. მონაწილეობას იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით, ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის თაობაზე მოლაპარაკებების პროცესში და უზრუნველყოფს აღნიშნული დღის წესრიგის განხორციელების კოორდინაციასა და მონიტორინგს;
გ) ხელს უწყობს „ევროპული სამეზობლო პოლიტიკის“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში ევროკავშირთან და მონაწილე პარტნიორ ქვეყნებთან, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომლობის განვითარებას და ამ მიზნით ახორციელებს საქართველოს შესაბამისი უწყებებისა და სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას;
დ) ახორციელებს ევროკავშირთან „პარტნიორობა მობილურობისათვის“ ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობის კოორდინაციას;
ე) თანამშრომლობს ევროკავშირის ინსტიტუტებთან (ევროკომისია, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახური, ევროკავშირის საბჭო, ევროპარლამენტი და სხვ.) და საქართველოში ევროკავშირისა და ნატოს წევრ და კანდიდატ, ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივაში მონაწილე სახელმწიფოთა დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) მონაწილეობს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ერთობლივი ინსტიტუტების მუშაობაში;
ზ) უზრუნველყოფს რეგულარულად პირდაპირ კონტაქტებს ევროკავშირში საქართველოს და ნატოში საქართველოს წარმომადგენლობებთან, აგრეთვე თანამშრომლობს ევროკავშირისა და ნატოსთან წევრ და წევრობის კანდიდატ, ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივაში მონაწილე სახელმწიფოებში საქართველოს საელჩოებთან ანალიტიკური და მიმდინარე ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლის მიზნით;
თ) ახორციელებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიისა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის სამდივნოს ფუნქციებს;
ი) შეიმუშავებს წინადადებებს ეროვნული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით, ასევე კოორდინაციას გაუწევს აღნიშნული დაახლოების მიზნით წარმოებულ მთარგმნელობით საქმიანობას;
კ) უზრუნველყოფს საქართველოში ევროკავშირის დახმარების პროგრამების და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დახმარების დაგეგმვის პროცესში პრიორიტეტების შეთანხმებას შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან; დახმარების მიღებასთან დაკავშირებული პრიორიტეტებისა და ორმხრივი ვალდებულებების განმსაზღვრელი იურიდიული დოკუმენტების (ყოველწლიური სამოქმედო გეგმების, საფინანსო შეთანხმებების, მემორანდუმების) მომზადებისა და ხელის მოწერის პროცესის საერთო კოორდინაციას;
ლ) უზრუნველყოფს დარგობრივი უწყებებისათვის ინფორმაციისა და რეკომენდაციების მიწოდებას ევროკავშირის სააგენტოებთან და ფონდებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით; ასევე პრაქტიკული დახმარების აღმოჩენას ევროკავშირის პროექტების მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში;
მ) ინსტიტუციონალური განვითარების პროგრამების TWINNING -ის, TAIEX -ის და SIGMA-ს განხორციელების პროცესში ითავსებს აღნიშნული პროგრამების ადმინისტრირების ოფისის (PAO Project Administration Office) ფუნქციებს (ENP-ის ქვეყნებში არსებული პრაქტიკის შესაბამისად, სადაც აღნიშნული პროგრამების კოორდინაცია ხორციელდება ცალკე არსებული სტრუქტურული ერთეულების PAO-ს საშუალებით) და ამ მიმართულებით თანამშრომლობს დარგობრივ უწყებებსა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციასთან;
ნ) უზრუნველყოფს ევროკავშირის დახმარების პროგრამების და პროექტების მიმდინარეობასთან დაკავშირებით მონაცემთა ბაზის მუდმივ განახლებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სხვა შესაბამის უწყებებთან და სამსახურებთან ერთად;
ო) წელიწადში ორჯერ ორგანიზებას უკეთებს დონორთა საკოორდინაციო შეხვედრებს;
პ) უზრუნველყოფს დონორთა საქმიანობის ამსახველი ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას, რომელშიც გაანალიზდება ასოცირების შეთანხმების პრიორიტეტების შესაბამისად დონორთა პროგრამების მიმდინარეობა;
ჟ) თანამშრომლობს ნატოსთან ერთობლივი პროგრამების განხორციელების მიზნით;
რ) ახორციელებს მონიტორინგს ნატოსა და საქართველოს შორის პროგრამებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და რეალიზაციის პროცესში;
ს) ახორციელებს ნატო-საქართველოს კომისიის მუშაობის კოორდინაციას;
ტ) ახორციელებს საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავებისა და იმპლემენტაციის კოორდინაციასა და მონიტორინგს;
უ) შეისწავლის სხვადასხვა ქვეყნების ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გამოცდილებას და შეიმუშავებს წინადადებებს მისი გამოყენებისათვის;
ფ) ხელს უწყობს სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის დიალოგს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ფარგლებში;
ქ) უზრუნველყოფს ევროკავშირისა და ნატოს პროგრამების განხორციელების საკითხებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დამკვიდრებას აღნიშნული ორგანიზაციების მოთხოვნათა გათვალისწინებით;
ღ) კოორდინაციასა და მონიტორინგს უწევს 2014-2017 წლებისთვის საქართველოს მთავრობის ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ სტრატეგიის განხორციელებას;
ყ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს და ავრცელებს პერიოდულ საინფორმაციო-ანალიტიკურ მასალას საქართველო-ევროკავშირსა და საქართველო-ნატოს შორის თანამშრომლობის შესახებ;
შ) ახორციელებს საქართველოს პოლიტიკური, სამხედრო, საქმიანი და არასამთავრობო წრეების ურთიერთდაახლოების ხელშემწყობ ღონისძიებებს ნატოსა და ევროკავშირის შესაბამის წრეებთან;
ჩ) უზრუნველყოფს სახელმწიფო მინისტრის მიერ შექმნილი საქართველოს ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს საქმიანობას;
ც) ახორციელებს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ, ანალიტიკურ და საკოორდინაციო საქმიანობას;
ძ) ახორციელებს საიდუმლო დოკუმენტბრუნვის სისტემატიზაციას და საიდუმლო საქმისწარმოებას;
წ) წარმართავს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრის ფუნქციონირებას:
ჭ) მართავს აპარატის სისტემასა და ადამიანურ რესურსებს;
ხ) უზრუნვეყოფს ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ საქმიანობას, აპარატის ხელმძღვანელ პირთა საკონტროლო დავალებების შესრულების კონტროლს, ახორციელებს საქმისწარმოებას, მონაწილეობს სახელმწიფო მინისტრის სამუშაო გრაფიკის შედგენაში და მის ორგანიზებაში;
ხ.ა.) ამუშავებს და სახელმწიფო მინისტრს წარუდგენს ოფიციალურ კორესპონდენციას, ასევე კონტროლს უწევს აპარატის თანამშრომლების მიერ დავალებათა შესრულებას;
ხ.ბ.) ახორციელებს მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად ბრძანებათა პროექტების მომზადებას დანიშვნის, სამსახურებრივ გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების და წახალისების, შვებულების, მივლინებისა და როტაციის წესით სამუშაო მივლინების შესახებ აპარატის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა-წარმოებას და სხვ.;
ხ.გ.) უზრუნველყოფს აპარატის მოსამსახურეთა კონკურსებისა და ატესტაციების გამართვას სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლისათვის საჭირო ღონისძიებებს;
ხ.დ.) გეგმავს აპარატის ბიუჯეტს, აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და ანგარიშგების წარმოებას;
ხ.ე.) უზრუნველყოფს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აპარატის სისტემის საჭიროებისათვის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვას დაგეგმვას, განხორციელებას და კონტროლს;
ხ.ვ.) ამზადებს და დასამტკიცებლად წარადგენს აპარატის ფინანსური წესრიგის უზრუნველსაყოფად სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ჯ) შეიმუშავებს და ახორციელებს აპარატის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ მოქალაქეებისათვის ინფორმაციის მიწოდების სტრატეგიას;
ჯ.ა.) უზრუნველყოფს სახელმწიფო მინისტრის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობას;
ჯ.ბ.) უზრუნველყოფს სახელმწიფო მინისტრის განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტების მომზადება-გავრცელებას საინფორმაციო საშუალებებით, ასევე ბრიფინგების ჩატარებასა და აპარატის ვებ-გვერდზე განთავსებას;
ჯ.გ.) ამზადებს საინფორმაციო-ანალიტიკურ მასალებს მსოფლიოს წამყვანი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
მუხლი 3🔗. აპარატის სტრუქტურა
აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტი;
ბ) ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტი;
გ) ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტი;
დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.
მუხლი 4🔗. აპარატის ხელმძღვანელობა
1. აპარატის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს სახელმწიფო მინისტრი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში–სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ან სახელმწიფო მინისტრის მოადგილე.
2. სახელმწიფო მინისტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აპარატის თანამშრომლებს, მათ შორის, სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს და მოადგილეს.
3. სახელმწიფო მინისტრის დავალებით მინისტრის პირველი მოადგილე, ან მინისტრის მოადგილე, ან სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი სახელმწიფო მინისტრთან შეთანხმებით განკარგავს აპარატის ფინანსურ და მატერიალურ რესურსებს.
მუხლი 5🔗. საჯარო სამართლის იურიდიული პირი
1. საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ (შემდგომში - „ცენტრი“) არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის კონტროლსაც სახელმწიფო მინისტრი ახორციელებს ცენტრის დებულების მიხედვით;
2. ცენტრის საქმიანობას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.
მუხლი 6🔗. აპარატის თანამშრომლები
აპარატის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მათთვის დაკისრებულ ამოცანათა შესრულებას.
მუხლი 7🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანა
დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა
№
თანამდებობა
რაოდენობა
1
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი
1
2
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე
1
3
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
1
4
აპარატის უფროსი
1
5
სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი
1
6
დეპარტამენტის უფროსი
5
7
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
6
8
ფინანსური მენეჯერი
1
9
სამმართველოს უფროსი
2
10
იურისტი
1
11
მთავარი სპეციალისტი
18
სულ:
38