საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით მომსახურების შესყიდვის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №45
2014 წლის 13 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით მომსახურების შესყიდვის შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, განახორციელოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული AH-28 ტიპის N1AИ007-25 (ბორტი №6) თვითმფრინავის ტექნიკური მდგომარეობის შეფასებისა და მისი ფრენისათვის ვარგის მდგომარეობაში მოყვანის შესაძლებლობის შემთხვევაში შესაბამისი ხარჯების განსაზღვრასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა.
2. სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული AH-28 ტიპის N1AИ007-25 (ბორტი №6) თვითმფრინავის ტექნიკური მდგომარეობის შეფასებისა და მისი ფრენისათვის ვარგის მდგომარეობაში მოყვანის შესაძლებლობის შემთხვევაში შესაბამისი ხარჯების განსაზღვრასთან დაკავშირებული მომსახურების ხარჯების ანაზღაურება განახორციელოს „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლით გათვალისწინებული პროგრამის „ეკონომიკური პოლიტიკა და სახელმწიფო ქონების მართვა“ (პროგრამული კოდი 24 01) ქვეპროგრამით „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დაცვის ღონისძიებები“ – სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (სახაზინო კოდი 24 01 02 03) გათვალისწინებული ასიგნებიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით მომსახურების შესყიდვის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით მომსახურების შესყიდვის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.01.2014.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით მომსახურების შესყიდვის შესახებ“?
- „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით მომსახურების შესყიდვის შესახებ“ მიღებულია 13.01.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №45. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.016509.
- სად არის „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით მომსახურების შესყიდვის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.01.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით მომსახურების შესყიდვის შესახებ“, №45, 13.01.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016509 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.01.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2210121/