სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე

მიღების თარიღი 14.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №47
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016494
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/01/2014
matsne.gov.ge 484 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.BalloonTextChar { } span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:22.5pt 45.0pt 56.7pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №47 2014 წლის 14 იანვარი ქ. თბილისი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისგანხორციელების თაობაზე 1. 2013 წელს მომხდარი სტიქიის შედეგებისსალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 5 447 200 (ხუთი მილიონ ოთხას ორმოცდაშვიდი ათას ორასი)ლარი, მათ შორის:  ა) თელავის მუნიციპალიტეტს – 1 349 600 (ერთი მილიონ სამას ორმოცდაცხრა ათას ექვსასი) ლარი; ბ) სამტრედიის მუნიციპალიტეტს – 1 300 000 (ერთი მილიონ სამასი ათასი) ლარი; გ) ბაღდათის მუნიციპალიტეტს – 680 000(ექვსას ოთხმოცი ათასი) ლარი ; დ) საჩხერის მუნიციპალიტეტს 391 000 (სამას ოთხმოცდათერთმეტი ათასი)  ლარი; ე) ვანის მუნიციპალიტეტს 390 000 (სამას ოთხმოცდაათი ათასი)  ლარი; ვ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს – 325 000 (სამას ოცდახუთი ათასი) ლარი; ზ) მესტიის მუნიციპალიტეტს 145 900 (ას ორმოცდახუთი ათას ცხრაასი)  ლარი; თ) გურჯაანის მუნიციპალიტეტს – 153 600 (ას ორმოცდაცამეტი ათას ექვსასი) ლარი ; ი) მცხეთის მუნიციპალიტეტს – 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი ; კ) ცაგერის მუნიციპალიტეტს – 143 000 (ას ორმოცდასამი ათასი) ლარი; ლ) დუშეთის მუნიციპალიტეტს – 127 100 (ას ოცდაშვიდი ათას ასი) ლარი; მ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს – 107 800 (ას შვიდი ათას რვაასი) ლარი; ნ) მარტვილის მუნიციპალიტეტს – 55 000 (ორმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი; ო) ტყიბულის მუნიციპალიტეტს – 48 500 (ორმოცდარვა ათას ხუთასი) ლარი; პ) თიანეთის მუნიციპალიტეტს – 32 800 (ოცდათორმეტი ათას რვაასი) ლარი; ჟ) აბაშის მუნიციპალიტეტს – 24 000 (ოცდაოთხი ათასი) ლარი; რ) სენაკის მუნიციპალიტეტს – 23 900 (ოცდასამი ათას ცხრაასი) ლარი . 2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა უზრუნველყონ სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების (მათ შორის სახიდე გადასასვლელების), ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, სასმელი წყლის სათავე ნაგებობების, სანიაღვრე არხების (მათ შორის წყალგამტარი მილები), ბოგირების, გაბიონების, საცხოვრებელი სახლების სახურავების, ნაპირსამაგრი ნაგებობის, ადმინისტრაციული შენობების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენითი სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურებების შესყიდვა. 3. ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის 10​1 მუხლის მე-3 პუნქტის „ დ” ქვეპუნქტის შესაბამისად ამ განკარგულებით გათვალისწინებული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.  პრემიერ -მინისტრი                            ირაკლი ღარიბაშვილი