შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ტელერადიო კომპანია რიონისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

მიღების თარიღი 16.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №60
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016476
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/01/2014
matsne.gov.ge 152 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ტელერადიო კომპანია რიონისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება №60 2014 წლის 16 იანვარი ქ. თბილისი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება  ,,ტელერადიო კომპანია რიონისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს ,,ტელერადიო კომპანია რიონს“ (საიდენტიფიკაციო კოდი 212678093) იჯარის უფლებით გადასცეს ქალაქ ქუთაისში, რუსთაველის გამზირი №8/ფალიაშვილის ქუჩა №2-ში  მდებარე 110,42 კვ.მ ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №03.03.21.432.01.509) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 21 თებერვლამდე, წლიური საიჯარო ქირით -1800 (ათას რვაასი) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად. 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება. პრემიერ-მინისტრი                                                                                       ი. ღარიბაშვილი