📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.01.2014
ძალაში შესვლა 31.01.2014
ძალის დაკარგვა 10.04.2017
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი
ნომერი №ს-34
სარეგისტრაციო კოდი 330090000.33.058.016065
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/01/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,430 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.01.2014 მიღება
31.01.2014 ძალაში შესვლა
10.04.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანება №ს-34 2014 წლის 23 იანვარი ქ. ბათუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქთმშენებლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 1 მაისის №44 დადგენილებით დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის დებულება“. მუხლი 2🔗 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქთმშენებლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის №39 ბრძანება (ვებპორტალი, 110310036, 14.03.2011, სარეგისტრაციო კოდი: 330.090.000.33.058.016.012). მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 31 იანვრიდან.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრიდავით ბალაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქთმშენებლობის დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა  მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი  1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქთმშენებლობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) აპარატის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შექმნილია რეგიონის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების სფეროში სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული უფლებამოსილებების ფარგლებში სამინისტროს მიერ საქართველოს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობის მიზნით. დეპარტამენტი აგრეთვე წარმოადგენს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულების - სამინისტროს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს. 2. დეპარტამენტი თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით. 3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. 4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას დეპარტამენტს უფლება აქვს გამოიყენოს ბეჭედი და ბლანკი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოსახულებითა და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, უზრუნველყოფს დამოუკიდებელ საქმისწარმოებას, წარმოადგენს სამინისტროს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას, მინისტრის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.  მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილება  1. თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:  ა) სამინისტროს მიერ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამშენებლო საქმიანობის პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;  ბ) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების შემუშავების პროცესში მონაწილეობა; გ) სამშენებლო საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;  დ) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტების შესაბამისი უფლებამოსილი ადგილობრივი ორგანოების მეთოდური ხელმძღვანელობა;  ე) კანონმდებლობის შესაბამისად IV კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებაში სამინისტროს, როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანოს, მონაწილეობის ორგანიზება;  ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (V კლასი), რომლებზეც მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა დაწყებულია „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, აგრეთვე იმ ობიექტებზე, რომელთა მიმართაც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების ძალაში შესვლამდე დაწყებულია მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა ან გაცემულია მშენებლობის ნებართვა, მაგრამ შენობა-ნაგებობა არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, ასევე „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ასაშენებელი სასტუმროების მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესწავლა და შესაბამისი პროცედურების წარმართვა;  ზ) სამინისტროებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ მშენებლობისათვის მშენებლობის თაობაზე შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცედურებში მონაწილეობა, შესათანხმებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და შესაბამისი პროცედურების წარმართვა;  თ) ამ პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში მითითებული ობიექტების მშენებლობაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება, გარდა იმ ობიექტებისა, რომელთა მიმართაც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების ძალაში შესვლამდე დაწყებულია მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა ან გაცემულია მშენებლობის ნებართვა;  ი) ქალაქთმშენებლობის კადასტრის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;  კ) ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირების საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობა, საბჭოს სხდომებზე განსახილველად წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;  ლ) სამინისტროს მიერ მშენებლობის ნებართვაგაცემული ობიექტების რეგისტრაციის უწყებრივი რეესტრის წარმოების უზრუნველყოფა;  მ) იმ ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების პროცედურების წარმოება, რომლებზედაც მშენებლობის ნებართვა გაცემულ იქნა სამინისტროს მიერ;  ნ) საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება, აგრეთვე მინისტრის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება. 2. დეპარტამენტი, კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია: ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე განახორციელოს სახელმწიფო ზედამხედველობა სამინისტროს მიერ ნებართვაგაცემულ ობიექტებზე, გარდა იმ ობიექტებისა, რომელთა მიმართაც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების ძალაში შესვლამდე დაწყებულია მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა ან გაცემულია მშენებლობის ნებართვა. გააკონტროლოს მშენებლობაში მონაწილეთა მიერ მშენებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო და ნორმატიულ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დაცვა, (დეპარტამენტის უფლებამოსილება ვრცელდება როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა, რომლებიც აშენებენ ობიექტებს ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული); ბ) მოთხოვოს მშენებლობაში მონაწილეებს ყველა აუცილებელი საპროექტო, ნორმატიული, საშემსრულებლო და სამშენებლო მასალის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში მშენებლობაში მონაწილეთა მიმართ გასცეს მითითება მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმებისა და წესების და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ. მითითების შეუსრულებლობის ან არადროულად შესრულების, ან/და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში, სამშენებლო სამართალდამრღვევთა მიმართ გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები; დ) პერიოდულად განახორციელოს ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტების შესაბამისი უფლებამოსილი ადგილობრივი ორგანოების შესაბამისი სამსახურების საქმიანობის მონიტორინგი; ე) მოამზადოს დასკვნები და შენიშვნები სამართლებრივი აქტების პროექტებზე, საჭიროების შემთხვევაში, შეიმუშაოს სამართლებრივი აქტების პროექტები, აგრეთვე, წინადადებები (რეკომენდაციები) ქალაქთმშენებლობის სფეროში არსებული ვითარებისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ; ვ) მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს, აგრეთვე სხვა დაწესებულებათა და ორგანიზაციათა საქმიანობაში ცალკეულ საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს საჭირო დოკუმენტები და ინფორმაცია სახელმწიფო დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან; თ) განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები და საჩივრები; ი) ორგანიზება გაუწიოს და გამართოს თათბირები, სემინარები, შეხვედრები;  კ) გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ სასამართლოში; ლ) აწარმოოს სამინისტროს მიერ მშენებლობის ნებართვაგაცემული ობიექტების რეგისტრაციის უწყებრივი რეესტრი; მ) განახორციელოს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.  მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი: ა) წარმოადგენს დეპარტამენტს სხვა ორგანოებსა და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში; ბ) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, ხელს აწერს დეპარტამენტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას; გ) წყვეტს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს, ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის, ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას დეპარტამენტის თანამშრომელთა საქმიანობაზე, დადგენილი წესით, მინისტრს წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე; დ) განიხილავს სამშენებლო სამართალდარღვევებს მათი ხასიათისა და სახეობის, ფაქტობრივი ან მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით და ღებულობს გადაწყვეტილებას დამრღვევის მიმართ კანონმდებლობით განსაზღვრული სანქციების გატარების თაობაზე; ე) სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის შედეგად გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტებს.  მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ურბანული განვითარების განყოფილება; ბ) ზედამხედველობისა და მონიტორინგის განყოფილება.  მუხლი 5🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების ამოცანები,  ფუნქციები და უფლებამოსილება 1. ურბანული განვითარების განყოფილება: ა) ხელს უწყობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მშენებლობასთან, ურბანულ განვითარებასა და სივრცით მოწყობასთან დაკავშირებულ საკითხებში სამინისტროს მიერ ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას; ბ) შეისწავლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (V კლასი) მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, რომლებზეც მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა დაწყებულია „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, აგრეთვე იმ ობიექტების, რომელთა მიმართაც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების ძალაში შესვლამდე დაწყებულია მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა ან გაცემულია მშენებლობის ნებართვა, მაგრამ შენობა-ნაგებობა არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, ასევე „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ასაშენებელი სასტუმროებისა და წარმართავს ნებართვის გაცემის პროცედურებს; გ) მონაწილეობს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებისა და სამშენებლო საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავების პროცესში; დ) ორგანიზებას უწევს კანონმდებლობის შესაბამისად IV კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებაში სამინისტროს, როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობის პროცედურებს; ე) მეთოდურ ხელმძღვანელობას უწევს ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტების შესაბამის უფლებამოსილ ადგილობრივ ორგანოებს; ვ) ორგანიზებას უწევს სამინისტროებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ მშენებლობისათვის მშენებლობის თაობაზე შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს; ზ) მონაწილეობს ქალაქთმშენებლობის კადასტრის შემუშავებაში; თ) აწარმოებს სამინისტროს მიერ მშენებლობის ნებართვაგაცემული ობიექტების რეგისტრაციის უწყებრივ რეესტრს. 2. ზედამხედველობისა და მონიტორინგის განყოფილება: ა) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას სამინისტროს მიერ მშენებლობის ნებართვაგაცემულ ობიექტებზე, გარდა იმ ობიექტებისა, რომელთა მიმართაც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების ძალაში შესვლამდე დაწყებულია მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა ან გაცემულია მშენებლობის ნებართვა; ბ) მეთოდურ ხელმძღვანელობას უწევს სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილ ორგანოებს; გ) აანალიზებს და განაზოგადებს შემოწმებით მიღებულ შედეგებს, აგრეთვე, შესაბამისი ადგილობრივი სამსახურების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას, შეიმუშავებს წინადადებებს ნორმატიული, მეთოდური და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტაციის სრულყოფისათვის; დ) ახორციელებს სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ადგილობრივი ორგანოების საქმიანობის მონიტორინგს. 3. ზედამხედველობისა და მონიტორინგის განყოფილებას უფლება აქვს: ა) შეამოწმოს მის კონტროლს დაქვემდებარებული სამშენებლო ობიექტები; ბ) მოთხოვოს მშენებლობაში მონაწილეებს ყველა აუცილებელი საპროექტო, ნორმატიული, საშემსრულებლო და სამშენებლო მასალის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში მშენებლობაში მონაწილეთა მიმართ გასცეს მითითება მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმებისა და წესების და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ; დ) დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში დამკვეთს ან სამშენებლო ორგანიზაციას მოსთხოვოს დამატებითი ლაბორატორიული გამოცდებისა და გაზომვების ჩატარება; ე) მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობის გაცემული მითითების პირობებთან მიმართების ასახვის მიზნით შეადგინოს შემოწმების აქტი; ვ) საჭიროების შემთხვევაში, შუამდგომლობით მიმართოს დეპარტამენტის უფროსს რთულ ობიექტებზე ზედამხედველობისათვის სათანადო კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მოწვევის საჭიროების შესახებ.