„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 6 დეკემბრის №951 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1
სარეგისტრაციო კოდი
120010000.22.026.016223
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №1

2014 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 6 დეკემბრის №951 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 6 დეკემბრის №951 ბრძანებაში (სსმ ვებგვერდი, 120010000.22.026.016162, 06/12/2012) და ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘.

2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ქ‘‘ ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:‘‘.

3. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1.

დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანდართული დებულება.‘‘.

4. დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულება‘‘.

5. ბრძანებით დამტკიცებული დებულების პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი (შემდეგ – სამხედრო პოლიცია) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (შემდეგ – გენერალური შტაბი)  სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებას, პრევენციულ და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდეგ-სამინისტრო) ობიექტებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების დისლოკაციის ადგილების დაცვას, გენერალური შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში და ჯარის სახეობის ქვედანაყოფებში შიდა აუდიტის ჩატარებას, სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა ტრავმის მიღების ან დაღუპვის ფაქტებზე ინსპექტირებასა და სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა ფუნქციებს.

მუხლი 2.

სამხედრო პოლიცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სისხლის სამართლის კანონმდებლობით, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდეგ – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის  უფროსის (შემდეგ – გენერალური შტაბის უფროსი) ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტებით, დირექტივებით, განკარგულებებითა და წინამდებარე დებულებით.

 

მუხლი 3.

სამხედრო პოლიცია ექვემდებარება გენერალური შტაბის უფროსს და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის წინაშე.

მუხლი 4.

სამხედრო პოლიციას აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი”, აგრეთვე შტამპი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.‘‘.

6. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის ,,ა‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გენერალური შტაბის და საქართველოს შეიარაღებული ძალების დანაყოფების მეთაურების მხარდაჭერა მათზე დაკისრებული მისიებისა და ამოცანების შესასრულებლად;‘‘.

7. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის ,,3‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ფ3) მინისტრის ან/და გენერალური შტაბის უფროსის მიერ განსაზღვრული ცალკეული ობიექტების დაცვა.‘‘.

8. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სამხედრო პოლიციის საქმიანობას მართავს და საერთო ხელმძღვანელობას უწევს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.‘‘.

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) ,,ე‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) წარუდგენს მინისტრს და გენერალური შტაბის უფროსს ანგარიშს სამხედრო პოლიციის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ და ინფორმაციას სამხედრო პოლიციის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების თაობაზე;‘‘;

ბ.ბ) ,,ზ‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) გენერალური შტაბის უფროსთან შეთანხმებით, დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს სამხედრო პოლიციის დებულების პროექტს, სტრუქტურას, ხარჯთაღრიცხვასა და საშტატო განრიგს, ასევე ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტებს;‘‘;

ბ.გ) ,,ი‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი) გენერალური შტაბის უფროსთან შეთანხმებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრს წარუდგენს შუამდგომლობებს სამხედრო პოლიციის თანამშრომლების დანიშვნის, გათავისუფლების, აგრეთვე კანონმდებლობით განსაზღვრული წესითა და ფორმით, მათთვის წოდების მინიჭების თაობაზე;‘‘;

ბ.დ) ,,მ‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მ) ასრულებს მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის სამხედრო პოლიციის საქმიანობასთან დაკავშირებულ ცალკეულ დავალებებს;‘‘.

9. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) სამინისტროსა და გენერალური შტაბის ადმინისტრაციული შენობისა და სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიის, აგრეთვე მინისტრის მიერ განსაზღვრული სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების შენობებისა და ტერიტორიის ვიდეოკონტროლი და ვიდეოკონტროლის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა.‘‘;

ბ) მე-6 პუნქტის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გენერალური შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში და ჯარის სახეობის ქვედანაყოფებში შიდა აუდიტის ჩატარება;‘‘;

გ) მე-7 პუნქტის:

გ.ა) ,,დ‘‘ და ,,ე‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) გენერალური შტაბის ადმინისტრაციულ შენობასა და კონტროლირებად ტერიტორიაზე ავტომანქანების, სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პირების დაშვების რეჟიმის განხორციელება-კონტროლი;

ე) სამინისტროსა და გენერალური შტაბის კონტროლირებად  ტერიტორიაზე და  საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე დაცვის ღონისძიებების განხორციელება და საყარაულო წესდების შესრულება.‘‘;

გ.ბ) ,,ვ‘‘ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-11 პუნქტის ,,გ‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) სამინისტროში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის თავდაცვის სისტემის თანამდებობის პირთა (სამოქალაქო და სამხედრო) ავტოტრანსპორტით გადაადგილებისას, მინისტრის ან გენერალური შტაბის უფროსის ბრძანების საფუძველზე, ვიზიტორების ესკორტით უზრუნველყოფა;‘‘.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია