„საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ნარკოტიკების კონტროლისა და კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების“ №21 შესწორების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
მიღების თარიღი 23.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №104
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.017723
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/01/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.01.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ნარკოტიკების კონტროლისა და კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების“ №21 შესწორების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №104
2014 წლის 23 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ნარკოტიკების კონტროლისა და კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების“ №21 შესწორების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
მუხლი 1🔗
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2013 წლის 27 სექტემბერს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ნარკოტიკების კონტროლისა და კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების“ №21 შესწორება.
მუხლი 2🔗
საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შესწორების დადების შესახებ;
ბ) შეატყობინოს ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შესწორების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი