ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

მიღების თარიღი 24.01.2014
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.121.016083
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/01/2014
matsne.gov.ge 368 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (3)
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კობა ძაგნიძე ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
კარგი და მწირი ხარისხის სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი, საკარმიდამო და სხვ.) მიწები სათიბები      (მათ შორის      გაკულტურებული)
73,0 19,0
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №2 2014 წლის 24 იანვარი ქ. ვანი ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართი №1-ის  შესაბამისად. მუხლი 2🔗   დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავევანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკობა ძაგნიძე დანართი №1 ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები მუხლი 1🔗 საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს: ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ; ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ; გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ; დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს - 3-ჯერ. მუხლი 2🔗 საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის/ ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი. მუხლი 3🔗 ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია: ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 პროცენტი; ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,8 პროცენტი. მუხლი 4🔗 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე (გარდა მე-5 და მე-6 მუხლით გათვალისწინებული მიწებისა) ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე): გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა კარგი და მწირი ხარისხის სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი, საკარმიდამო და სხვ.) მიწები        სათიბები      (მათ შორის      გაკულტურებული)        საძოვარი     (მათ შორის  გაკულტურებული) ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები 73,0 19,0 15,0 3,0 მუხლი 5🔗 არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისათვის 1.0 კვ.მ-ზე: ქ.ვანის ტერიტორიაზე-0,0888 ლარი. თემების (სოფლების) ტერიტორიაზე-0,0444 ლარი. მუხლი 6🔗 საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“; „გ“ და „ტ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, შესაბამისი დასაბეგრი ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდეს: ა) საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები; ბ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები; გ) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობი; დ) 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტრამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.