⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (19.03.2018)
გაუქმებულია:

ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 24.01.2014
ძალის დაკარგვა 19.03.2018
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.121.016084
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/01/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 305 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.01.2014 მიღება
19.03.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კობა ძაგნიძე ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №3 2014 წლის 24 იანვარი ქ. ვანი ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის  შესაბამისად ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 ქ. ვანის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრისათვის გამოყენებულ იქნეს:   ა) შესაბამისი დასახლების მაკრომდებარეობის ინდექსი-Img; ბ) ლოკალური ტერიტორიული ინდექსი-ITL; გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის 1კვ.მ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი-C; დ) მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი-K. მუხლი 2🔗 ლოკალურ ტერიტორიული ინდექსის სიდიდე ქ. ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს 1,0-ით.   მუხლი 3🔗 მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი ქ. ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს 100-ით: K=100 მუხლი 4🔗 მიწის ნორმატიული ფასი 1 კვმ მიწის ფართობისათვის ქ. ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს შემდეგი ფორმულით: Cn=Img  x  ITL  x  C  x  K   სადაც: ა) Img - ვანის მუნიციპალიტეტისათვის შეადგენს-0,37-ს; ბ) ITL – ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილებით შეადგენს - 1,0-ს; გ) C -საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულია-0,24 ლარით; დ) K - ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრულია-100-ით; ე) Cn=0,37 x 1 x 0,24 x 100=8,88 (ლარი). მუხლი 5🔗 დადგენილების მეოთხე მუხლის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  სახელმწიფო და ადგილობრივი  თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული 1კვ. მ  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი განისაზღვროს:: ა) ქ. ვანის ტერიტორიაზე-8,88 ლარით. ბ) ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების ტერიტორიაზე-3,00. გ) ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ-ის რადიუსში -5,00 ლარით. დ) დასახლებათა შორის არეალებში-2,50 ლარით“. მუხლი 6🔗 კონტროლი დადგენილების შესრულებაზე  განახორციელოს ვანის მუნიციპალიტეტის      საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ   გია ოჩხიკიძემ. მუხლი 7🔗 ეს  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკობა ძაგნიძე