⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (02.02.2015)
გაუქმებულია:

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების (საქმიანობის) განხორციელებასთან დაკვშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ

მიღების თარიღი 24.01.2014
ძალის დაკარგვა 02.02.2015
გამომცემი ორგანო სამტრედიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.120.016102
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/01/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 500 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.01.2014 მიღება
02.02.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (7)
1 საკრებულოს თავმჯდომარე
2 საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
3 საკრებულოს კომისიის თამჯდომარე
4 საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე
5 საკრებულოს სხვა წევრები
საკრებულოს თავმჯდომარე ემზარ შუბლაძე საკრებულოს თავმჯდომარე
საკრებულოს წევრი
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების (საქმიანობის) განხორციელებასთან დაკვშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №1 2014 წლის 24 იანვარი ქ. სამტრედია სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების (საქმიანობის) განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული  კანონის მე-16 მუხლის მე-3 და 32​6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების (საქმიანობის) განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღურების წესი (დანართი №1). მუხლი 2🔗 დამტკიცდეს საკრებულოს წევრების უფლებამოსილების (საქმიანობის) განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობა (დანართი №2). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეემზარ შუბლაძე დანართი №1 სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების (საქმიანობის) განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი მუხლი 1🔗. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის  უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) განისაზღვრება №2 დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗. საკრებულოს წევრებისათვის საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის ხარჯების ანაზღაურება 1. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების 1-ლ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯების ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებასთან, განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე. 2. ხარჯების ანაზღაურების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისთვის გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებში, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ანაზღაურება განხორციელდება საკრებულოს წევრის მიერ ფაქტობრივად განხილული საკითხების რაოდენობის პროპორციულად. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატის უფროსი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს, როგორც წესი, წინა თვის პირველი რიცხვიდან ბოლო რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით და მომდევნო თვის დასაწყისში წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს. მუხლი 3🔗. საკრებულოს წევრებისათვის ამომრჩევლებთან შეხვედრისათვის საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება 1. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯების კონკრეტული ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია ამომრჩევლებთან შეხვედრებთან, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა, განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დაწესებული ლიმიტების ფარგლებში. 2. თუ საკრებულოს წევრის მიერ ფაქტობრივად გაწეული დანახარჯი მნიშვნელოვნად აღემატება დადგენილების პირველ მუხლში მითითებულ ოდენობას საკრებულოს პარატის უფროსი შეიმუშავებს საკრებულოს განკარგულების პროექტს ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებულ ზღვრულ ოდენობაზე მეტად ხარჯების ანაზღაურების თაობაზე და საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთვის მას წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს. საკრებულო, დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ისა, განკარგულებას იღებს საკრებულოს უახლეს სხდომაზე. საკრებულოს წევრს შესაბამისი ანაზღაურება უნდა მიეცეს დაუყოვნებლივ, ამ დადგენილების მე-4 მუხლის გათვალისწინებით. მუხლი 4🔗. საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა ყოველთვიურად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით, უზრუნველყოს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე. დანართი №2 საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული  ხარჯების ანაზღაურების ოდენობა მუხლი 1🔗.  საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული  ხარჯების ანაზღაურების ოდენობა № საკრებულოს წევრი ანაზღაურების ზღვრული ოდენობა (ლარი) საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა  მუშაობაში მონაწილეობის მიღებისთვის 1 საკრებულოს თავმჯდომარე 500 2 საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე 500 3 საკრებულოს კომისიის თამჯდომარე 500 4 საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე 500 5 საკრებულოს სხვა წევრები 500 შენიშვნა: ამ მუხლში მითითებული ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადით აღრიცხულ ოდენობასთან ერთად.