საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-31
სარეგისტრაციო კოდი 340170000.22.032.016134
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/02/2014
matsne.gov.ge 223 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-31 2014 წლის 31 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის  28 დეკემბრის №482 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ : მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ემბლემა თანდართული ნიმუშისა და აღწერილობის შესაბამისად (დანართი №1) და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ემბლემის გამოყენების წესი (დანართი №2). მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრიშალვა ფიფია დანართი №1 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ემბლემა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ემბლემა წარმოადგენს ჰერალდიკურ მრგვალ ფარს, რომლის მწვანე არშიის თეთრ ველზე გამოსახულია ხელის გულზე განთავსებული ვაზი. ფარს გარს აკრავს თხელი მწვანე არშია, რომლის თეთრ ფონზე არის შავი წარწერა ქართულ და ინგლისურ ენებზე: ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო”. დანართი №2 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ემბლემის გამოყენების წესი მუხლი 1🔗 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ემბლემა (შემდგომში – ემბლემა) არის სამინისტროს ოფიციალური სიმბოლო. მუხლი 2🔗 სამინისტროს ემბლემა შეიძლება განთავსდეს სამინისტროს სხდომათა დარბაზსა და  ოფიციალურ გამოსვლათა სხვადასხვა ტრიბუნაზე. მუხლი 3🔗 ემბლემა შეიძლება გამოისახოს: ა) სამინისტროს ბლანკებზე; ბ) სამინისტროს მოსამსახურეთა პირადობის დამადასტურებელ მოწმობაზე; გ) სამინისტროს ბეჭდვით გამოცემებსა და პოლიგრაფიულ ნაწარმზე; დ) სამინისტროს ვებგვერდზე; ე) სამინისტროს მიერ მომზადებულ კინო-, ვიდეო- და ფოტო მასალაზე; ვ) სამინისტროს შეკვეთით დამზადებულ სარეკლამო-საინფორმაციო და სუვენირულ პროდუქციაზე; ზ) სამინისტროს შენობის ფასადზე. მუხლი 4🔗 სამინისტროს ემბლემის არადანიშნულებისამებრ გამოყენება აკრძალულია.