⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (12.01.2017)
გაუქმებულია:

მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.01.2014
ძალის დაკარგვა 12.01.2017
გამომცემი ორგანო მარნეულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.159.016138
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/01/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 410 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.01.2014 მიღება
12.01.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ისპანდიარ ქერიმოვი მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №6 2014 წლის 23 იანვარი ქ. მარნეული მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ო” ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ’’ ქვეპუნქტის, „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების რეგულირების წესი, თანდართული დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავემარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეისპანდიარ ქერიმოვი დანართი # 1 მარნეულის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების რეგულირების წესი მუხლი 1🔗 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები. 2. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი საკუთრების მიწაზე და ობიექტებზე, გარე რეკლამის განთავსება განხორციელდეს რეკლამის გამავრცელებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გზით. 3. დაინტერესებული პირის მიერ რეკლამის გავრცელებაზე მოთხოვნა (განცხადება) წარედგინება მუნიციპალიტეტის გამგეობას. მუხლი 2🔗 1. ხელშეკრულება, როგორც წესი, უნდა შეიცავდეს: ა) რეკლამის გამავრცელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ რეკლამის განთავსებისათვის გადასახდელი თანხის ოდენობას, გადახდის ვადას და წესს; ბ) ხელშეკრულების მოქმედების ვადას; გ) მხარეთა ვალდებულებებს; დ) ხელშეკრულების მოშლის პირობებს; ე) კონკრეტული ურთიერთობიდან გამომდინარე დადგენილ სხვა პირობებს; ვ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მონაცემებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით გაფორმებული ხელშეკრულება არ განაპირობებს მიწის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის შეცვლას და არ ანიჭებს რეკლამის გამავრცელებელ პირს გარე რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა გარდა სხვა ქმედებათა განხორციელების უფლებამოსილებას. მუხლი 3🔗 1. რეკლამის განთავსებისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში წლიური გადასახდელი თანხის მოცულობა 1 კვ.მ-ზე განისაზღვრება 100 ლარის ოდენობით. მუხლი 4🔗 1. რეკლამის გამავრცელებელთან დადებული ხელშეკრულების მოქმედების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს. 2. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ, თუ მხარეთა შეთანხმებით არ მოხდა მისი მოქმედების ვადის გაგრძელება, გამგეობის მოთხოვნის საფუძველზე, რეკლამის გამავრცელებელი ვალდებულია საკუთარი სახსრებით მოახდინოს გარე რეკლამის დემონტაჟი. 3. პირები, რომლებსაც ამ წესის ამოქმედების მომენტისათვის მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული აქვთ გარე რეკლამა, ვალდებულნი არიან ამ წესის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში მოახდინონ მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება ან მისი დემონტაჟი საკუთარი სახსრებით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. მუხლი 5🔗 მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის გავრცელება-განთავსების გეგმას, გარე რეკლამის განთავსების კონკრეტული ადგილების და სარეკლამო საშუალებების ტექნიკური (პლაკატი, სტენდი, შუქფირნიში და სხვა) მახასიათებლების გათვალისწინებით, „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით, ადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობა და მას დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს. მუხლი 6🔗 1. ეს წესი არ ვრცელდება სახელმწიფო და კერძო საკუთრების მიწაზე და ობიექტებზე განთავსებულ გარე სარეკლამო საშუალებებზე. 2. საკითხები, რომელიც განსაზღვრული არ არის ამ წესით, რეგულირდება „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.