„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№81
სარეგისტრაციო კოდი
140030000.22.034.016278
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №81

2014 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

:
მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N993 ბრძანებით  (ვებგვერდი, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი – 140030000.22.034.016244) დამტკიცებულ ბრძანებაში  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.    ბრძანების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4

ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის „პ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2014 წლის 30 მარტიდან.“.

2.    დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით დეპარტამენტის საქმიანობა და ამოცანებია:

ა) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან;

ბ) პრევენციული ღონისძიებებისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება  დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების შესაძლო საფრთხის თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენა,  აღკვეთა და თავიდან აცილება, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლებით და წესით იძულების ღონისძიებების გამოყენება, წინასწარი გამოძიების და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება;

დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირება, თავიდან აცილება და აღკვეთა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების  წარმოება, განხილვა და გადაწყვეტილების მიღება;

ვ) დანაშაულის და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილების, აღკვეთის მიზნით, დეპარტამენტის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების  რესურსებისა და საშუალებების განაწილება, მათი კანონისმიერი დანიშნულებისამებრ გამოყენება;

ზ) დეპარტამენტის  ამოცანების შესასრულებლად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფების ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებათა გამოყენება;

თ) საგზაო მოძრაობის მოწესრიგების მიზნით სამართლებრივ და ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებათა განხორციელება;

ი) საჭიროების შემთხვევაში ავარიულ-სამაშველო სამსახურების კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებლად გადაადგილების უზრუნველყოფა;

კ) ავარიის, კატასტროფის, ხანძრის, სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო მოვლენათა ადგილებში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა;

ლ) გზებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეზღუდვის ან შეწყვეტის ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლითა და წესით;

მ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა აღკვეთა-აცილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

ნ) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;

ო) უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების განხორციელების უზრუნველყოფა;

პ) კომპეტენციის ფარგლებში იმ პირის დადგენა, რომელიც ამზადებს, ჩადის ან რომელსაც ჩადენილი აქვს დანაშაული ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება;

ჟ) საგზაო მოძრაობის მოწესრიგება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებული წესების, სტანდარტების, ტექნიკური ნორმების და სხვა ნორმატიული აქტების თაობაზე წინადადებების შემუშავება, აგრეთვე მათ შესრულებაზე სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი;

რ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა და მათში დაშავებულ პირთა, საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევთა, საგზაო მოძრაობისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის დანაშაულთა, აგრეთვე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მდგომარეობისა და მისი უზრუნველყოფის საქმიანობის ამსახველი სხვა მაჩვენებლების ერთიან სახელმწიფო აღრიცხვის ღონისძიებებში მონაწილეობა;

ს) სახელმწიფო სასაზღვრო გამტარი პუნქტების დაცვასა და კონტროლთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;

ტ) სახელმწიფო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში არსებული საფრთხეების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, მისი შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეაგირების მექანიზმების შემუშავება. საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების ინფორმირება;

უ) სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტების საქმიანობის კოორდინირება, საბაჟო სამსახურთან შეთანხმებით, სასაზღვრო-სამიგრაციო, საბაჟო და სხვა სახის კონტროლის ადგილის,  დროისა და თანამიმდევრობის განსაზღვრა;

ფ) სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სასაზღვრო რეჟიმის დაცვის ღონისძიებათა შემუშავება და მათი რეალიზაციის კონტროლი;

ქ) სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე უცხოელთა ინსპექტირება, მიგრაციისა და უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;

ღ) შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, უცხო სახელმწიფოების სასაზღვრო ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სახელმწიფო სასაზღვრო გამტარ პუნქტთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების საკითხებში თანამშრომლობა;

ყ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, კერძოდ, სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე, კომპეტენციის გათვალისწინებით, ტრეფიკინგის, კონტრაბანდული საქონლის იმპორტისა და ექსპორტის, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალებების, იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერებების,  მასობრივი განადგურების საშუალებების, რადიაციული ნივთიერებების და სხვა კანონმდებლობით აკრძალული მოქმედებების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;

შ) კომპეტენციის ფარგლებში, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში დანაშაულთა გამოვლენა-აღკვეთის და თავიდან აცილების უზრუნველყოფის მიზნით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, სისხლის სამართლის საქმეებზე წინასწარი გამოძიების ჩატარება და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელება;

ჩ) შესაბამისი უწყებებისთვის სათანადო დახმარების აღმოჩენა კარანტინის გამოცხადებისას, საშიში ინფექციური დაავადებების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით;

ც) დანაშაულის გამომწვევი მიზეზების დადგენა და მათი აცილება–აღკვეთა;

ძ) დეპარტამენტის საქმიანობის განხორციელებისა და ამოცანების შესრულების მიზნით სხვა სამსახურებთან ურთიერთშეთანხმებული მუშაობის ორგანიზება;

წ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება.“.

 3. დებულების მე–10 მუხლის „ჭ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ხ“ ქვეპუნქტი:

„ხ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დისციპლინური გადაცდომის გამოვლენას, ატარებს სამსახურებრივ შემოწმებას და დასკვნას დასამტკიცებლად წარუდგენს  დირექტორს.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე