⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (05.03.2015)
გაუქმებულია:

ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების, ნორმატიული ფასისა და საიჯარო ქირის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 24.01.2014
ძალის დაკარგვა 05.03.2015
გამომცემი ორგანო ყვარლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 370160000.35.164.016106
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/01/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 747 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.01.2014 მიღება
05.03.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (11)
1 ქ. ყვარლის ცენტრალური ზონა
2 ქ. ყვარლის შუალედური ზონა
3 ქ. ყვარლის პერიფერიული ზონა
4 ახალსოფელი, შილდა, ჩანტლისყურე, ჭიკაანი, გავაზი, ენისელი, საბუე, ზინობიანი, სანავარდო, წიწკანაანთსერი, გრემი
5 თხილისწყარო, თივი, სარუსო, კუჭატანი, შაქრიანი
6 დანარჩენ სოფლებში
7 ყვარლის მუნიციპალიტეტის დასახლებებს შორის არეალში
საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ლომიძე საკრებულოს თავმჯდომარე
ImG ITL
0,32 0,8
ზ ო ნ ა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების, ნორმატიული ფასისა და საიჯარო ქირის დადგენის შესახებ  ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 2014 წლის 24 იანვარი ქ. ყვარელი ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების, ნორმატიული ფასისა და საიჯარო ქირის დადგენის შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტის,  საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესისა“ და   ,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქ. ყვარლის ზონირება (დანართი №1). მუხლი 2🔗 დადგინდეს ყვარლის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი  (დანართი №2).   მუხლი 3🔗 დადგინდეს ყვარლის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საიჯარო ქირა (დანართი  №3). მუხლი 4🔗 ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 იანვრის №5 დადგენილება  (სსმ,  01.02.2013 წ., 370160000.35.164.016084)   ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების, ნორმატიული ფასისა და საიჯარო ქირის  დადგენის შესახებ“. მუხლი 5🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე. საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ლომიძე ქალაქი ყვარელი ყვარლის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი მუხლი 1🔗 ქ. ყვარელში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დიფერენცირებულია ქ. ყვარლის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: Cn=ImG  X ITL x CxK , სადაც: 1. Cn – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; 2. ImG – არის ქ. ყვარლის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,32-ს; 3. ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:   ა) ცენტრალური ზონისათვის – 1,3-ს;   ბ) შუალედური ზონისათვის – 1-ს;   გ) პერიფერიული ზონისათვის –   0,8-ს; 4. C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს. 5. K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 40-ს. მუხლი 2🔗 პირველი პუნქტის მიხედვით ქ. ყვარელში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: ImG ITL C K Cn (ლარი) ცენტრალური ზონა 0,32 1,3 0,24 40 3,994 შუალედური ზონა 0,32 1 0,24 40 3, 072 პერიფერიული ზონა 0,32 0,8 0,24 40 2, 458 მუხლი 3🔗 ყვარლის მუნიციპალიტეტის: 1. სოფლებში – ახალსოფელი, შილდა, ჩანტლისყურე, ჭიკაანი, გავაზი, ენისელი, საბუე, ზინობიანი, სანავარდო, წიწკანაანთსერი, გრემი – მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ყვარლის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 60%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,843 ლარს. 2. სოფლებში – თხილისწყარო, თივი, სარუსო, კუჭატანი, შაქრიანი – მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ყვარლის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,536 ლარს. 3. სოფლებში, რომლებიც არაა მითითებული პირველ და მეორე პუნქტებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ყვარლის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის  40%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,228 ლარს. მუხლი 4🔗  ყვარლის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ყვარლის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0,768 ლარს. მუხლი 5🔗 ყვარლის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 25 სექტემბრის  №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე, კერძოდ: ყვარელი – თბილისი, თიანეთი – ახმეტა – ყვარელი – ნინიგორის და ზინობიანი – ჭიკაანი – გავაზის საავტომობილო გზების  50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს)  არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ყვარლის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,536 ლარს. მუხლი 1🔗  ყვარლის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყის საიჯარო ქირად განისაზღვროს შესაბამისი ზონის მიხედვით საკრებულოს მიერ დამტკიცებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 მ​2 ფართობისათვის, ნორმატიული ფასის 10%-ის ოდენობით:  № ზ ო ნ ა ნორმატიული ფასი (ლარი) საიჯარო ქირა (ლარი) შენიშვნა 1 ქ. ყვარლის ცენტრალური ზონა 3,994 0,3994 2 ქ. ყვარლის შუალედური ზონა 3,072 0,3072 3    ქ. ყვარლის პერიფერიული ზონა 2,458 0,2458 4 ახალსოფელი, შილდა, ჩანტლისყურე, ჭიკაანი, გავაზი, ენისელი, საბუე, ზინობიანი, სანავარდო, წიწკანაანთსერი, გრემი 1,843 0,1843 5 თხილისწყარო, თივი, სარუსო, კუჭატანი, შაქრიანი  1,536 0,1536 6 დანარჩენ სოფლებში 1,228 0,1228 7 ყვარლის მუნიციპალიტეტის დასახლებებს შორის არეალში 0,768 0,0768 მუხლი 2🔗 ყვარლის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 25 სექტემბრის  №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის, კერძოდ:  ყვარელი – თბილისი, თიანეთი – ახმეტა – ყვარელი – ნინიგორის  და ზინობიანი – ჭიკაანი – გავაზის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის წლიური საიჯარო ქირა დადგენილია ქ. ყვარლის შუალედური ზონისათვის დადგენილი წლიური საიჯარო ქირის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს – 0,1536 ლარს;