სამედიცინო რაიონების მიხედვით ვაუჩერის ფასის დადგენის, მზღვეველი კომპანიის გამოვლენისა და კონკურსის შედეგად გამოვლენილი მზღვეველის ან ამხანაგობის მიერ აღებულ ვალდებულებათა შესრულებისა და ასევე პროგრამის ზედამხედველობის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2013 წლის 22 ოქტომბრის #11 და 2013 წლის 28 დეკემბრის #13 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებების მოწონებისა და სამედიცინო დაზღვევის ჯგუფი სს „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ გაკოტრების საქმისწარმოების დაწყებასთან დაკავშირებით ბენეფიციართათვის სამედიცინო მომსახურების მყისიერი ადმინისტრირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 20.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №77
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016522
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/01/2014
matsne.gov.ge 682 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

სამედიცინო რაიონების მიხედვით ვაუჩერის ფასის დადგენის, მზღვეველი კომპანიის გამოვლენისა და კონკურსის შედეგად გამოვლენილი მზღვეველის ან ამხანაგობის მიერ აღებულ ვალდებულებათა შესრულებისა და ასევე პროგრამის ზედამხედველობის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2013 წლის 22 ოქტომბრის #11 და 2013 წლის 28 დეკემბრის #13 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებების მოწონებისა და სამედიცინო დაზღვევის ჯგუფი სს „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ გაკოტრების საქმისწარმოების დაწყებასთან დაკავშირებით ბენეფიციართათვის სამედიცინო მომსახურების მყისიერი ადმინისტრირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:normal; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:normal; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p {margin-top:5.0pt; margin-right:0in; margin-bottom:5.0pt; margin-left:0in; line-height:12.0pt; font-size:12.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:normal; font-size:8.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:normal; text-autospace:none; font-size:12.0pt; } span.BalloonTextChar { } span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; line-height:normal; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; line-height:normal; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; line-height:normal; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; line-height:normal; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; line-height:normal; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; line-height:normal; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.5in 52.05pt 49.5pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №77     2014 წლის 20 იანვარი   ქ. თბილისი სამედიცინო რაიონების მიხედვით ვაუჩერის ფასის დადგენის, მზღვეველი კომპანიის გამოვლენისა და კონკურსის შედეგად გამოვლენილი მზღვეველის ან ამხანაგობის მიერ აღებულ ვალდებულებათა შესრულებისა და ასევე პროგრამის ზედამხედველობის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2013 წლის 22 ოქტომბრის №11 და 2013 წლის 28 დეკემბრის №13 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებების მოწონებისა და სამედიცინო დაზღვევის ჯგუფი სს „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ გაკოტრების საქმისწარმოების დაწყებასთან დაკავშირებით ბენეფიციართათვის სამედიცინო მომსახურების მყისიერი ადმინისტრირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ 1. „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით (შემდგომში – საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილება) დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით სადაზღვევო ვაუჩერის პირობების“ მე-12 მუხლის, ასევე, „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0‑5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით (შემდგომში – საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილება) დამტკიცებული „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ბავშვების, საპენსიო ასაკის მოსახლეობის, სტუდენტების, შშმ ბავშვების და მკვეთრად გამოხატული შშმპ ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების“ მე-12 მუხლის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილების შესაბამისად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2013 წლის 22 ოქტომბრის №11 და 2013 წლის 28 დეკემბრის №13 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებები სამედიცინო დაზღვევის ჯგუფის სს „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ გაკოტრების საქმისწარმოების დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან ბენეფიციართათვის სამედიცინო მომსახურების მყისიერი ადმინისტრირების ნაწილში.  2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის გათვალისწინებით, სამედიცინო დაზღვევის ჯგუფის სს „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ გაკოტრების საქმისწარმოების დაწყებასთან დაკავშირებით 2014 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში არსებულ ბენეფიციართათვის/მოსარგებლეთათვის სამედიცინო მომსახურების უწყვეტი მიწოდება უზრუნველყოფილ იქნეს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. ამავდროულად, 2014 წლის 1 იანვრიდან მყისიერი ადმინისტრირების პირობებში, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ სადაზღვევო ვაუჩერის პირობებით სამედიცინო მომსახურების ლიმიტებით სარგებლობისას იხელმძღვანელოს სამედიცინო დაზღვევის ჯგუფის სს „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ გაკოტრების საქმის მმართველის მიერ ლიმიტების თაობაზე - პირველ ეტაპზე 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით გადაცემული, ხოლო შემდგომ, პერიოდულად განახლებული, არა უგვიანეს 2014 წლის 1 თებერვლის მონაცემებით. 3. გაკოტრების საქმის მმართველის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავებისთანავე, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის ლიმიტების გადახარჯვის შემთხვევაში, რაც გამოწვეული იქნება ამ განკარგულების მე‑2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შესაბამისი ანგარიში წარმოუდგინოს საქართველოს მთავრობას. 4. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო პასუხისმგებელია გაკოტრების საქმის მმართველის მიერ მიწოდებულ ბაზაზე დაყრდნობით უზრუნველყოს ბენეფიციარებისათვის განსაზღვრული ლიმიტების მართვა. პრემიერ-მინისტრი                            ირაკლი ღარიბაშვილი