საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების ნუსხის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №106
სარეგისტრაციო კოდი 140120000.10.003.017725
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/01/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.01.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №106
2014 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების ნუსხის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების ნუსხა, თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
დანართი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო
მასალების ნუსხა
1. ცეცხლსასროლი იარაღი:
ა) პისტოლეტი, რევოლვერი;
ბ) პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი;
გ) ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი;
დ) ხელის ტყვიამფრქვევი;
ე) ტყვიამფრქვევი;
ვ) შაშხანა;
ზ) სნაიპერული შაშხანა;
თ) ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი;
ი) ყუმბარმტყორცნი.
2. საბრძოლო მასალები:
ა) პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ცეცხლსასროლი იარაღებისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა;
ბ) ხელყუმბარა.