„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის“ ტექსტის მიღებისა და განახლების მიზნით ევროკავშირთან მომლაპარაკებელი კომისიის შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 27.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №112
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.017731
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/01/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 699 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის“ ტექსტის მიღებისა და განახლების მიზნით ევროკავშირთან მომლაპარაკებელი კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №112 2014 წლის 27 იანვარი ქ. თბილისი „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის“ ტექსტის მიღებისა და განახლების მიზნით ევროკავშირთან მომლაპარაკებელი კომისიის შექმნის შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხ­ლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის“ ტექსტის მიღებისა და განახლების მიზნით შეიქმნას ევროკავშირთან მომლაპარაკებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით: თამარ ბერუჩაშვილი - საქართველოს  საგარეო  საქმეთა მი­ნი­ს­­ტ­­რის      მოადგილე, კომისიის თანათავმჯდომარე მარიამ რაქვიაშვილი -  ევროპულ  და  ევროატლანტიკურ  სტრუქ­ტურებში  ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტ­რის მოადგილე,  კომისიის თანათავმჯდომარე მიხეილ ჯანელიძე ‑ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი მარიამ ვალიშვილი - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოა­დგილე, კომისიის წევრი ქეთევან  ციხელაშვილი  -  შერიგებისა  და  სამოქალაქო  თანასწო­რობის  საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი თენგიზ შერგელაშვილი - საქართველოს რეგიონული განვითა­რე­ბისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი დავით ლეჟავა - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი ქეთევან ნატრიაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერე­ბის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი რატი ბრეგაძე - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქ­მეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი ნინო   შარაშიძე  -  საქართველოს   გარემოსა   და   ბუნებრივი   რე­სუ­რ­სების   დაცვის   მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი მიხეილ დარჩიაშვილი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი გოჩა ლორთქიფანიძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მო­ადგილე, კომისიის წევრი მარინე  მიზანდარი  - საქართველოს  კულტურისა  და  ძეგლთა  და­ც­ვის  მინისტრის  პირველი მოადგილე, კომისიის წევრი ილია  კვიტაიშვილი - საქართველოს  სოფლის  მეურნეობის  მინის­ტრის  მოადგილე,  კომისიის წევრი ლევან იზორია - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოა­დ­გილე, კომისიის წევრი მარიამ  ჯაში  -  საქართველოს  შრომის,  ჯანმრთელობისა  და  სოცი­ა­ლური  დაცვის  მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი ეკატერინე  ქრისტესაშვილი  -  საქართველოს  სასჯელაღსრულების,   პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოად­გილე, კომისიის წევრი ნინო  ჭავჭავაძე  -  საქართველოს  ოკუპირებული  ტერიტორიებიდან  იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი ზაალ სარაჯიშვილი - დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელ­მწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი თეა ახვლედიანი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, კომისიის აღმასრულე­ბელი მდივანი არჩილ ყარაულაშვილი - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქ­ტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინის­ტრის აპარატის ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტა­მენტის უფროსი, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის მდივანი, კომისიის წევრი. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის“ ტექსტის მიღებისა და განახლების მიზნით ევროკავშირთან მომლაპარაკებელი კომისიის თანდართული დებულება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის“ ტექსტის მიღებისა და განახლების მიზნით ევროკავშირთან მომლაპარაკებელი კომისიის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. „საქართველოსა  და  ევროკავშირს  შორის  ასოცირების  დღის  წეს­რიგის“ ტექსტის  მიღებისა და განახლების მიზნით ევროკავშირთან მომ­ლაპარაკებელი კომისიის (შემდგომში ‑ კომისია) შემადგენლობა განი­საზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2.  კომისია  თავის  საქმიანობისას  ხელმძღვანელობს      საქართვე­ლოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულე­ბე­ბით,  საკანონმდებლო  და  კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. მუხლი 2🔗. კომისიის ამოცანები და ფუნქციები კომისიის ამოცანები  და  ფუნქციებია: ა) „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წეს­რიგის“ ტექსტის მიღებისა და განახლების თაობაზე ევროკავშირთან მო­ლაპარაკების პროცესში საქართველოს პოზიციის შემუშავება და ამ  მიზ­ნით  საქართველოს  სახელმწიფო  უწყებებთან  თანამშრომლობა; ბ) „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წეს­რიგის“ ტექსტის მიღებისა და განახლების თაობაზე  ევროკავშირთან  მო­ლაპარაკების  პროცესში  ევროკავშირის  მხარესთან თანამშრომლობა. მუხლი 3🔗. კომისიის უფლებამოსილებანი კომისია უფლებამოსილია: ა) შეიმუშაოს  „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის“ ტექსტის მიღებისა და განახლების მიზნით საქართ­ვე­ლოს მხარის პოზიცია; ბ) საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და ორგა­ნი­ზა­ციებისგან მოითხოვოს კომისიის საქმიანობის წარმართვისთვის საჭირო ინფორმაცია; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შექმნას სამუშაო ჯგუფები და მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს პოზიციის შემუშავების პრო­ცესში საქართველოს შესაბამისი უწყებების, საქართველოს პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და შესაბამისი ექსპერტების ჩართვის თაობაზე; დ) აწარმოოს მოლაპარაკებები ევროკავშირის მხარესთან;           ე) საჭიროების შემთხვევაში, შეიმუშაოს წინადადებები ამ დადგენი­ლებაში ცვლილებების შეტანის შესახებ. მუხლი 4🔗. კომისიის სტრუქტურა კომისიის შემადგენლობაში შედიან: ა) კომისიის თანათავმჯდომარეები; ბ) კომისიის წევრები; გ) კომისიის აღმასრულებელი სამდივნოს ხელმძღვანელი; დ) საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის მდივანი. მუხლი 5🔗. კომისიის მუშაობის ორგანიზება 1. კომისიის თანათავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს კომისიის სხდომებს; ბ) პასუხისმგებელია „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასო­ცი­რების დღის წესრიგის“  ტექსტის მიღებისა და განახლების მიზნით საქარ­თ­ველოს პოზიციის შემუშავებისა  და  ევროკავშირის მხარესთან მოლაპა­რა­კებების პროცესის საერთო ხელმძღვანელობასა და წარმართვაზე. 2. კომისიის წევრი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს „საქარ­თველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის“ ტექსტის მიღებისა და განახლების მიზნით საქართველოს პოზიციის შემუშავებისა და ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესში. 3. კომისიის   სამდივნოს   ფუნქციას (კომისიის სხდომების ორგანი­ზე­ბა და  გადაწყვეტილების შესრულების კონტროლი; ევროკავშირის მხა­რესთან უშუალო და რეგულარული კონტაქტი და მოლაპარაკებების რა­უნ­დების ორგანიზება)  ასრულებს  საქართველოს  საგარეო  საქმეთა  სამი­ნის­ტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტი. 4. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის მდივანი უზრუნველყოფს კოორდინაციას ამ დადგენილებით შექმნილი კომისიისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის საქმიანობას შორის.