განჩინება შპს „დარიალი 2007“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/ 7448-12
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევისშესახებ
201 4 წლი ს 22 იანვარი
ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო ს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლებესიკ სისვაძე მ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „დარიალი 2007”-ის (ს/კ 200236510) კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა შპს ”დარიალი 2007”-ის გაკოტრების მმართველმა შპს „Eurocon”-მა (ს/კ 404908481; დირექტორი ლევან აფციაური) და ითხოვა კრედიტორთა კრების მოწვევა შემდეგი დღის წესრიგით: 1. კრედიტორთათვის გაკოტრების მმართველის მიერ გაწეული საქმიანობის, მათ შორის აუქციონის შედეგების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება; 2. დაგვიანებით წარმოდგენილ მოთხოვნათა განხილვა; 3. კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრის დაზუსტება.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე, 29-ე და 30-ე მუხლების თანახმად, გაკოტრების მმართველის მიერ დასახელებულ საკითხთა გადაწყვეტა ხდება კრედიტორთა კრებაზე. შესაბამისად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს კრედიტორთა კრების მოწვევას.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 29-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.
მოწვეულ იქნეს შპს „დარიალი 2007”-ის (ს/კ 200236510) კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: ა) კრედიტორთათვის გაკოტრების მმართველის მიერ გაწეული საქმიანობის, მათ შორის აუქციონის შედეგების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება; ბ) დაგვიანებით წარმოდგენილ მოთხოვნათა განხილვა;
გ) კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრის დაზუსტება.
2. კრედიტორთა კრების ჩატარების დროდ და ადგილად განისაზღვროს 2014 წლის 19 თებერვალი, 10 (ათი) საათი, თბილისის საქალაქო სასამართლო მდებარე მისამართზე - ქ. თბილისში, დავით აღმაშენებელის ხეივნის მე-12 კილომეტრი №6, სასამართლო სხდომის დარბაზი №23.
3. შპს „დარიალი 2007”-ის გაკოტრების მმართველს – შპს „Eurocon”-ს დაევალოს კრედიტორებისათვის და მოვალისათვის კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინებათა დაგზავნა. მასვე დაევალოს განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე გამოქვეყნება. ხსენებულ ვებგვერდეზე განჩინება უნდა გამოქვეყნდეს არაუგვიანეს 2014 წლის 7 თებერვლისა. განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლო დაფაზეც.
4. გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გაცნობიდან ან გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „განჩინება შპს „დარიალი 2007“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
- დიახ, სასამართლოს აქტები „განჩინება შპს „დარიალი 2007“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.01.2014.
- როდის იქნა მიღებული „განჩინება შპს „დარიალი 2007“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
- „განჩინება შპს „დარიალი 2007“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 22.01.2014. მიმღები ორგანო — თბილისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/7448-12.
- სად არის „განჩინება შპს „დარიალი 2007“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.01.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სასამართლოს აქტები „განჩინება შპს „დარიალი 2007“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“, №2/7448-12, 22.01.2014 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.01.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2218129/