საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№605
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 21/06/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №605

2013 წლის 21ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვი თ განხორციელების შესახებ

 ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიეცეს უფლება განახორციელოს, სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს სარგებლობაში არსებული ამორტიზებული შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოების (მდებარე, თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6) შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, იმ მიმწოდებლისგან, რომელიც გამარჯვებულად გამოვლინდება, „ევროკავშირსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სურსათის ეროვნული სააგენტოს შორის ყოვლისმომცველი ინსტიტუციონალური განვითარების მხარდაჭერასთან დაკავშირებით გასაფორმებელი საგრანტო შეთანხმების პროექტის მოწონების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის №1411 განკარგულებით მოწონებული ევროკავშირთან გაფორმებული ყოვლისმომცველი ინსტიტუციონალური განვითარების მხარდაჭერასთან დაკავშირებული NENPI/2012/293-235 საგრანტო შეთანხმებით დადგენილი შესყიდვების პროცედურების დაცვით ზემოაღნიშნული სამუშაოს შესყიდვისათვის ჩატარებულ ტენდერში.

 

პრემიერ-მინისტრი                            ბიძინა ივანიშვილი