„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონი
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №46, 3.12.1997, გვ. 29) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) სახელმწიფოს სახელით, როგორც მოსარჩელე, მონაწილეობს რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებულ, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებში;“.
2. 201 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 201. პროკურორის სარჩელი უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე
პროკურორი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ფარგლებში აღძრავს სარჩელს რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 4 ივლისი.
№5201–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.07.2007.
- როდის იქნა მიღებული „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 04.07.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5201. სარეგისტრაციო კოდი — 110.060.000.04.001.002.965.
- რამდენი მუხლისგან შედგება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.07.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ორგანული კანონი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №5201, 04.07.2007, სარეგისტრაციო კოდი 110.060.000.04.001.002.965 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.07.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/22186/