საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№560
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 13/06/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №560

2013 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე‑3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებელი განხორციელების მიზნით საქართველოს პარლამენტის აპარატმა ქ. თბილისში მდებარე საქართველოს პარლამენტის სასახლის შენობის მოწყობის სამუშაოების (შენობის მოწყობის სამუშაოები, ავეჯი, განათების, საკონფერენციო და კენჭისყრის, გახმოვანებისა და სინქრონული თარგმნის, სტენოგრაფირების, ვიდეოჩაწერის, ვიდეოკონფერენციის, საპროექციო და ვიზუალიზაციის სისტემები) სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 

პრემიერ‑მინისტრი                ბიძინა ივანიშვილი