„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№114
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.017733
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/01/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №114

2014 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად  „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებაში (სსმ, 2008 წელი, №29)  და დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ქვეყნის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, დევნილთა, თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა, რეპატრიანტთა, საგანგებო სიტუაციებით (სტიქიური უბედურებები, ეპიდემია და სხვ.) გამოწვეული მიგრაციული ნაკადის რეგულირება, მათი დროებითი ან მუდმივი განსახლების ორგანიზება, ადაპტაცია-ინტეგრაციისათვის პირობების შექმნა და სოციალური დაცვა;“.

2. მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახის წევრთა უფლებების დაცვის პროგრამის შემუშავება, დამტკიცება და განხორციელების ორგანიზება;“.

3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და სამი მოა­დგილე, რომელთაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თა­ნამ­­დებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინის­ტრი.“.

4. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) დევნილთა საკითხების დეპარტამენტი;

ბ) მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა სა­კითხე­­ბის დეპარტამენტი;

გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

დ) იურიდიული დეპარტამენტი;

ე) საფინანსო დეპარტამენტი;

ვ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;

ზ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;

თ) განსახლების ობიექტების ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტი;

ი) საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

კ)  ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველო;

ლ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვის განყოფილება.“.

5. მე-7 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 7. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფლება-მოვალეობანი და სტრუქტურა

 1. დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფლება-მო­ვა­ლე­ობანია:

ა) დევნილთა რეგისტრაციისა და ანკეტირების ორგა­ნი­ზე­ბა;

ბ) დევნილის სტატუსის მაძიებელი პირის განცხადების განხილვა, მაძიებლის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნის მომზადება და საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;

გ) დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა, სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნის მომზადება და გადაწყვეტილების მიღება;

დ) დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხის განხილვა, სათანადო დასკვნების მომზადება და გადა­წყვეტილების მიღება;

ე) დევნილთა შესახებ ინფორმაციის ანალიზი და მის სა­ფუძველზე სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება, დევნილთა მონაცემთა ბაზის შექმნა;

ვ) დევნილთა სტატუსის მინიჭებასა და რეგისტრა­ცი­ასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება, დევნი­ლის მოწმობისა და ანკეტის ფორმების შემუშავება, მოწმობის გა­ცემის ორგანიზება და დევნილთა ანკეტირება;

ზ) სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ შენობებში მცხოვრებ დევნილთა აღწერის ორგანიზება და საცხოვრებელი ფართების იდენტიფიცირება;

თ) სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ფართების სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადება და კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება მათი დევნილთათვის საკუთრებაში გადაცემის მიზნით;

ი) გადაუდებელი დახმარების გაწე­ვისა და დროებითი განსახლების ორგანიზება;

კ) დევნილთა მიღების ორგანიზება, კომპეტენციის ფარგლებში მათი კონსულტირება და საჭირო საკითხების ირგვლივ ინფორმირება;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში დევნილთა დასაქმების, ადაპტაციის, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა, შესაბამისი პროგრამე­ბისა და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

მ) დევნილთა განსახლების ორგანიზება, განსახლების პოლიტიკის შემუშავება,  განსახლების პროცესის მართვა და მონიტორინგი, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ორგანიზება მინისტრის ნორმატიული აქტის საფუძველზე;

ნ) დევნილთა დაბრუნების ორგანიზებისა და რეაბილი­ტაცია-ადაპტაციის პროცესის ხელშეწყობა;

ო) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქო­ნების აღრიცხვის ორგანიზება და მონაცემთა ბაზის შექმნა, დევნილთა და სხვა პირთა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების და­ცვის მექანიზმების შემუშავება;

პ) დევნილთა რეაბილიტაცია-ადაპტაციის სფეროში სა­ხელ­მწიფო და სხვა პროგრამებისა და მიმდინარე სამუშაოთა შესრულების კონტროლი და ანალიზი კომპეტენციის ფარ­გლებში;

ჟ) ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, სამინისტროს განსახორციელებელ ღონისძიე­ბებ­თან დაკავშირებით შესაბამისი პროექტის შემუშავება და ღონისძიებათა განხორციელების ორგანიზების უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;

რ) სამინისტროს, სხვა სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დევნილთათვის განხორციელებული პროექტების მონიტორინგი;

ს) სხვა სახელმწიფო უწყებებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა დევნილთა საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით;

ტ) დევნილთა ერთიანი მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნა, მასში დაცული მონაცემების ფორმირება და  დახვეწა;

უ) დევნილთა განსახლების ობიექტებში არ­სე­ბული საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლა, ობიექტე­ბის მდგომარეობის შესახებ დევნილთა განცხადებების გან­ხილვა და რეაგირება;

ფ) დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტების რეაბილიტაციის ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელების ორგანიზება;

ქ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა;

2. დევნილთა საკითხების დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) რეგისტრაციის სამმართველო;

ბ) სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველო, რომლის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ბ.ა) საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღების განყოფილება;

ბ.ბ) საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილება;

ბ.გ) საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის განყოფილება;

გ) დევნილთა მისაღები ცენტრი - სამმართველო;

დ) უძრავი ქონების რესტიტუციის სამმართველო.

3. მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხე­ბის დეპარტამენტის უფლება-მოვალეობანია:

ა) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა რეგისტ­რაციისა და ანკეტირების ორგანიზება; საქართველოში თავშესაფრის მაძიე­ბელთა აღრიცხვა, მათი სამართლებრივი მდგომარეობის დადგენა და სათანადო სტატუსის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;

ბ) თავშესაფრის მაძიებელი პირის სა­კით­ხის განხილვა, პირის თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციაზე ან რე­გის­ტრაციაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნის მომზადება და გადაწყვეტი­ლების მიღება, თავშესაფრის მაძიებელ პირთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვება;

გ) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე სა­კითხის არსებითად განხილვა, სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თა­ო­ბაზე დასკვნის მომზადება და გადაწყვეტილების მიღება;

დ) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმე­ბისა და აღდგენის თაობაზე საკითხის განხილვა, სათანადო დასკვნე­ბის მო­მ­ზადება და გადაწყვეტილების მიღება;

ე) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ბაზის შე­ქმნა, თავშესაფრის მაძიებლის ანკეტისა და ცნობის ფორმების შემუშავება, ანკეტების  წარმოება და თავშესაფრის მაძიებლის ცნობისა და ლტოლ­ვი­ლის ან ჰუმანიტარული სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტების გა­ცემის ორგანიზება;

ვ) „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციითა და „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1967 წლის ოქმით გათვალისწინებული ლტოლვილის სტატუსის მაძიებელ პირთა და ლტოლვილთა უფლებების დაცვის, რეალიზებისა და გარანტიების უზრუნველყოფის ხელშეწყობა; თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა სოციალური დაცვის ხელშეწყობა;

ზ) თავშესაფრის მაძიებელ პირთა, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა განსახლების ორგანიზება; განსახ­ლების პროცესის მართვა და მონიტორინგი;

თ) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა რეა­ბილიტაცია-ადაპტაციის პროცესის ხელშეწყობა;

ი) რეპატრიაციის საკითხთა რეგულირება; მოქმედი კანონ­მდებლობის საფუძველზე დეპორტირებულ პირთა იდენ­ტი­ფიკაციის, რეპატრიანტთა საინფორმაციო ბანკის შექმნა; რეპატრიანტთა ადაპტაცია-ინტეგრაციის პროცესების წარმარ­თვა და კოორდინაცია; შესაბამისი პროექტების შემუშავება და რეალიზებისათვის ხელშეწყობა;

კ) სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ეკომიგრაციული პროცესების ეფექტიანი მართვის სისტემის შემუშავება და რეალიზაციისათვის ხელშეწყობა; კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე მიგრაციული პროცესების მონიტო­რინგი;

ლ) სტიქიასაშიში რეგიონებიდან მოსალოდნელი მიგრა­ციის პროგნოზირება და ეკომიგრანტთა განსახლების პროგრამების განხორციელება; ეკომიგრანტთა განსახლების ორგანიზება; ახალ საცხოვრებელ ადგილებზე მათი ადაპ­ტაცია-ინტეგრაციის პროგრამების შემუშავება და განხორ­ციელებისათვის ხელშეწყობა; ეკომიგრანტების მონაცემთა ბა­ზის შექმნა;

მ) შიდა და გარე მიგრაციის პოლიტიკის განსაზღვრისა და მისი განხორციელების შესახებ წინადადებებისა და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;

ნ) ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისათვის სათანადო სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად წინადადებების შემუშავება;

ო) ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგ­მიდან გამომდინარე სამინისტროს განსახორციელებელ ღონის­ძი­ებებთან დაკავშირებით შესაბამისი პროექტის შემუშავება და ღონისძიებათა განხორციელების ორგანიზების უზრუნველ­ყოფა კომპეტენციის ფარგლებში;

პ) კომპეტენციის ფარგლებში მიგრანტთა ინსპექტირება;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში სათანადო რეაგირება უკანონო მიგრაციის აღსაკვე­თად;

რ) კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის სამართლებ­რივი აქტების პროექტების მომზადება და მინისტრის ცალ­კეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა.

4. მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხე­ბის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ლტოლვილთა და რეპატრიაციის სამმართველო, რომლის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა.ა) თავშესაფრის მაძიებელ პირთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილება;

ა.ბ) თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრი - განყოფილება;

ბ) განსახლებისა და მიგრაციის  სამმართველო;

5. ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფლება-მოვალე­ობანია:

ა) მინისტრის საქმიანობის ორგანიზაციული და ადმი­ნისტრაციული უზრუნველყოფა;

ბ) მინისტრის თათბირებისა და სხდომების ორგანიზება;

გ) სამინისტროს სისტემაში საქმისწარმოების ორგანიზება;

დ) საარქივო საქმიანობის წარმართვა;

ე) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანი­ზაციული უზრუნველყოფა;

ვ) წლიური და კვარტალური სტატისტიკური ანგარიშების შედგენა მათი დანიშნულებისამებრ წარდგენის მიზნით;

ზ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქ­მედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორ­მაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;

თ) საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ი) სამინისტროში არსებულ ცხელ ხაზზე შემოსულ სატელეფონო შეტყობინებათა რეგისტრაცია და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა; შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირების მიზნით სამინისტროს შე­საბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის ინფორმაციის მიწოდე­ბა;

კ) სამინისტროს ფუნქციონირების მატერიალურ-ტექნი­კური უზ­რუნ­­ველყოფა;

ლ) სამინისტროს საჭიროებიდან გამომდინარე, ტექნიკური და კომპიუტერული მოწყობილობების ახალი ინოვაციური მოწყობილობებით ჩანაცვლება და მათზე მონიტორინგის წარმოების უზრუნველყოფა;

მ) სამინისტროში საინფორმაციო-ტექნოლოგიური ხასიათის ხარვეზებზე დროული რეაგირება და მისი აღმოფხვრა.

6. ადმინისტრაციული დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) საქმისწარმოების სამმართველო, რომლის სტრუქტურული ქვედანაყოფია ცხელი ხაზის განყოფილება;

ბ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო.

7. იურიდიული დეპარტამენტის უფლება-მოვალეობანია:

ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტების სამარ­თლებ­რივი ექსპერტიზა;

ბ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახუ­რებრივი საკითხების შესახებ იურიდიული კონსულტაციის გაწევა;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოში;

დ) მინისტრის მოადგილის – საპარლამენტო მდივნის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორცი­ელების ხელშეწყობა;

ე) სამინისტროში მომზადებული დოკუმენტაციის სამარ­თლებრივი ექსპერტიზა კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) სამინისტროში კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის წარმართვის უზრუნ­ველყოფა;

ზ) სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნ­ველყოფა.

8. იურიდიული დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანა­ყოფებია:

ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;

ბ) სასამართლო წარმომადგენლობის სამმართველო.

 9.  საფინანსო დეპარტამენტის უფლება-მოვალეობანია:

ა) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექ­ტის შემუშა­ვება;

ბ) საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და ხარჯთა-ნუსხის შედგენა;

გ) სამინისტროს ფუნქციონირების ფინანსური უზრუნველ­ყოფა;

დ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამინისტროს საჭიროებისათვის საქონ­ლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვის დაგეგ­მვა და განხორციელება, შესყიდვებთან დაკავშირებული პროცედუ­რების ორგანიზება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა.

10. საფინანსო დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანა­ყოფებია:

ა) საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველო;

ბ) აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველო;

გ) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო;

11. შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფლება-მოვა­ლეო­ბა­ნია:

ა) სამინისტროს სისტემის ორგანოების მიერ საქარ­თვე­ლოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართვე­ლოს მთავრობისა და მინისტრის ნორმატიული აქტების გა­ნუხ­რელად შესრულებისა და დაცვის კონტროლი;

ბ) სამინისტროს, მისი ტერიტორიული ორგანოებისა და სა­ჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყე­ნების კანონიერების შემოწმება;

გ) სამინისტროს სისტემის ორგანოებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამი­ნისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონ­სტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შე­ლახ­ვის, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსა­წინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;

დ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ სამსა­ხურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემო­წმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მინისტრისათვის წარ­დგენა;

ე) სამინისტროს ფუნქციონირებისა და მართვის პროცე­დუ­რების მწარმოებლურობის, ეფექტურობისა და ეკონომიუ­რო­ბის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ვ) სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა შეუთავ­სებლობის ფაქტების გამოვლენა, სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულების კონტროლისა და ზედამხედველობის გან­­ხორციელება;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვა საქმია­ნო­ბები, რომლებიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმია­ნობის სპე­ციფიკიდან, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონიდან და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

12. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარ­ტამენტის უფლება-მოვალეობანია:

ა) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის წარმართვა;

ბ) სამინისტროს საგარეო ურთიერთობების კოორდინაცია და განვი­თარება;

გ) არასამთავრობო ორგანი­ზაციებთან ურთიერთობის წარმართვა;

დ) საერთაშორისო ურთიერთობათა პრინციპებიდან გამომდინარე, სათანადო წინადადებებისა და მექანიზმების შემუშავება სამინისტროს საქ­მიანობის ეფექტიანად წარმარ­თვის მიზნით;

ე) სამინისტროს საპროტოკოლო უზრუნველყოფა; სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების უზრუნველყოფა.

13. განსახლების ობიექტების ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლება-მოვალეობანია:

ა) დევნილთა განსახლების ობიექტებში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობის განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სამშენებლო და სარეაბილიტაციო ობიექტებში მიმდინარე სამუშაოთა შესრულების ხარისხის კონტროლი და ანალიზი;

გ) სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების შეუფერხებლად წარმოების მიზნით, მათი მიმდინარეობისას  წამოჭრილ, გაუთვალისწინებელ საკითხებზე ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს მიერ  საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით უზრუნველყოფის  სამმართველოს დროული ინფორმირება შესაბამის პროექტში იმგვარი ცვლილებების განსახორციელებლად, რომელიც არ გამოიწვევს შესყიდვის ხელშეკრულების ღირებულების ცვლილებას;

დ) სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისას განხორციელებული ფარული სამუშაოების სრულფასოვანი კონტროლი;

ე) სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესაბამისი შესყიდვის ხელშეკრულებით განსაზღვრულ  ვადებში დასრულების მიზნით, კალენდარული გრაფიკების პერიოდული კონტროლი და შესაბამისი წინადადებების წარდგენა შემდგომი რეაგირებისთვის;

ვ) სარეაბილიტაციოდ გადმოცემული ან შესაძლო რეაბილიტაციას დაქვემდებარებული ობიექტების პირველადი მოკვლევის სამუშაოების ჩატარება, ტექნიკური თვალსაზრისით რეაბილიტაციის განხორციელების მიზანშეწონილობის დადგენის მიზნით;

ზ) დევნილთა განცხადებებზე რეაგირების მიზნით, მათი განსახლების ობიექტების არსებული ტექნიკური პირობებისა და  მდგომარეობის შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში (მათ შორის გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მითითებით)  განსახორციელებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ინფორმაციის წარდგენა;

თ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა ისეთი სახის სამუშაოებზე, რომლებიც არ საჭიროებს პროექტის მუშა ნახაზების დამუშავებას და შესაძლებელია განხორციელდეს აზომვითი სამუშაოების საფუძველზე შედგენილი შესაბამისი აქტის მიხედვით;

ი) ცალკეულ ობიექტებზე მასალების მომზადება, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების შედგენაზე კონკურსების გამოცხადების მიზნით;

კ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების შედგენაზე გამოცხადებულ კონკურსებზე წარმოდგენილი წინადადებების განხილვა, კომპეტენციის ფარგლებში გამარჯვებულის გამოსავლენად სატენდერო კომისიაზე წარდგენის მიზნით;

ლ) წინადადებების წარდგენა სატენდერო კომისიისათვის საკვალიფიკაციო და ტექნიკური მოთხოვნების თაობაზე, სამშენებლო და სარეაბილიატაციო სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადების მიზნით.

14. განსახლების ობიექტების ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის  სტრუქტურული ქვედანა­ყოფებია:

ა) ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველო;

ბ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით უზრუნველყოფის სამმართველო.

15. საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფლება-მოვალეობანია:

ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან მინისტრისა და სამი­ნის­ტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა;

ბ) საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს საქმიანობის თაობაზე;

გ) ბრიფინგებისა და სამინისტროს ვებგვერდის საინფორმაციო უზ­რუნ­ველყოფა და ორგანიზება;

დ) სამინისტროს განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო ხასიათის დო­კუმენტების მომზადება-გავრცელება;

ე) ფოტო-ვიდეო მასალების დამზადება-დაარქივება;

ვ) სამინისტროში შემოსულ კორესპონდენციებზე მუშაობა და რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში;

ზ) სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და მისი გაშუქების უზრუნველყოფა.

16. ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოს უფლება-მოვალეობანია:

ა) ადამიანური რესურსების მართვის ორგანიზება;

ბ) ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსისა და სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამ­სახურეთა ატესტაციის ორგანიზება;

გ) სამი­ნისტროს სისტემის მოხელეთა და მოსამსახურეთათვის ტრენინგებისა და სასწავლო კურსების დაგეგმვა, მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;

დ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება.

17. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვის განყოფილების უფლება-მოვალეობანია:

ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და გადმოსვენების ღონისძიებების ორგანიზება/განხორციელება სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა ოჯახის წევრთა უფლებების დაცვის პროგრამების შემუშავება, დამტკიცება და განხორციელების ორგანიზება სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში.“.

6. 71 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს  2014 წლის პირველი იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი