აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.01.2014
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016071
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/01/2014
matsne.gov.ge 274 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №6   2014  წლის  24 იანვარი ქ. თბილისი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ 1. „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურო თემატიკა დანართის შესაბამისად. 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                                                         ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა 1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა: 2.1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა)  უმაღლესი განათლება; ბ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Word, Excel, internet) ცოდნა; გ) უპირატესობა მიენიჭება  საჯარო სამსახურში მუშაობის  გამოცდილებას; დ) უპირატესობა მიენიჭება  უცხო ენის ცოდნას. 2. 2. საკონკურსო თემატიკა: ა)   საქართველოს კონსტიტუცია; ბ)  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ)  საქართველოს კანონი  „საჯარო სამსახურის შესახებ’’; დ) საქართველოს კანონი ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (I,III და IV თავები); ე)  საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი’’; ვ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’; ზ) საქართველოს კანონი ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ’’; თ) საქართველოს კანონი ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ’’; ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №6 დადგენილება ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ.