შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 16.12.2013
ძალაში შესვლა 16.12.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №33/31
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016230
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/01/2014
matsne.gov.ge 193 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.12.2013 მიღება
16.12.2013 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა  (შემდგომში მხარეებად წოდებულნი), ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობისა და ეკონომიკურ-ტექნიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიზნით, შეთანხმდნენ შემდეგზე:  მუხლი 1🔗 საქართველოს მთავრობის საჭიროების შესაბამისად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა თანახმაა გამოუყოს საქართველოს მთავრობას უსასყიდლო დახმარება 30 მილიონი Renminbi იუანის ოდენობით (ოცდაათი მილიონი RMB იუანის ოდენობით).  მუხლი 2🔗 ზემოაღნიშნული უსასყიდლო დახმარება გამოყენებული უნდა იყოს მთავრობებს შორის განხილული და შეთანხმებული ეკონომიკურ-ტექნიკური პროექტების განსახორციელებლად. უსასყიდლო დახმარებასთან დაკავშირებული ყველა კონკრეტული საკითხი გათვალისწინებული იქნება ორ მხარეს შორის შეთანხმებული ხელშეკრულებით. მუხლი 3🔗 აღნიშნული შეთანხმების შესრულებისათვის საჭირო საბუღალტრო პროცედურები შეთანხმებული იქნება ჩინეთის განვითარების ბანკსა და საქართველოს ფინანსთა სამინტროს შორის.   მუხლი 4🔗 შეთანხმება ძალაში შედის ორი მხარის მიერ ხელმოწერის დღიდან და ძალაშია მხარეების მიერ აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებამდე. ხელმოწერილია 2013 წლის 16 დეკემბერს, ქ. თბილისში, ორ დედნად, თითოეული ჩინურ, ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით                                                   ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის                      წარმომადგენელი                                                                                    მთავრობის სახელით                                              ფინანსთა მინისტრი                                                                                        ჩინეთის ელჩი         ნოდარ ხადური                                                                                                           იუე  ბინი.