კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო საბჭოს (IPCC) 37-ე პლენარული სესიის ჩატარების ორგანიზების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№370
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 26/04/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №370

2013 წლის 26 აპრილი

ქ. თბილისი

კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო საბჭოს ( IPCC) 37-ე პლენარული  სესიის ჩატარების ორგანიზების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

1. მოწონებულ იქნეს ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი საქართველოს მთავრობასა და კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო საბჭოს (IPCC ) შორის.

2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად 2013 წლის 14-18 ოქტომბერს ქ. ბათუმში დაგეგმილი კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო საბჭოს (IPCC)  37-ე პლენარული სესიის ჩატარების ორგანიზების მიზნით დაევალოს   საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს საქართველოს მთავრობის სახელით უზრუნველყოს მემორანდუმის გაფორმება კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო საბჭო (IPCC)-სთან.

3. ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო საბჭოს (IPCC)  37-ე პლენარული სესიის ჩატარებასთან დაკავშირებული საკითების ორგანიზებაში მხარდაჭერა.

4. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე სესიის მონაწილე სტუმართა შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფა.

5. დაევალოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო საბჭოს (IPCC) 37-ე პლენარული სესიის დელეგატთა ვიზებით უზრუნველყოფის ორგანიზება და სხვა დიპლომატიური საკითხების მოწესრიგებაში მხარდაჭერა.

6. მემორანდუმით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზება და განახორციელება უზრუნველყოს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა -  გარემოს ეროვნულმა სააგენტომ.

7.  საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა  - გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2013 წლის 14-18 ოქტომბერს ქ. ბათუმში დაგეგმილი კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო საბჭოს ( IPCC) 37-ე პლენარული სესიის ორგანიზებასთან დაკავშირებული შესყიდვები „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                                          ბ . ივანიშვილი