ქალაქ ქუთაისში პარკირების ორგანიზების უფლებით გადაცემის ნორმატიული საფასურის განსაზღვრის შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 26.02.2014
ძალის დაკარგვა 26.02.2015
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
ნომერი №242
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016194
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/03/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან კირკიტაძე | საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ქალაქ ქუთაისში პარკირების ორგანიზების უფლებით გადაცემის ნორმატიული საფასურის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 25.02.2015
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ქუთაისში პარკირების ორგანიზების უფლებით გადაცემის ნორმატიული საფასურის განსაზღვრის შესახებ
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისის საკრებულოს
დადგენილება №242
2014 წლის 26 თებერვალი
ქ. ქუთაისი
ქალაქ ქუთაისში პარკირების ორგანიზების უფლებით გადაცემის ნორმატიული საფასურის განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის 25 სექტემბრის №225 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ქალაქ ქუთაისში პარკირების ორგანიზების უფლებით გადაცემის ნორმატიული საფასური პარკირების ყველა სახეობის ადგილებისათვის განსაზღვრული 1 /ერთი/ კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთისათვის განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 3 სექტემბრის №46 დადგენილებით დამტკიცებული თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარგებლობის წლიური ქირის ორმაგი ოდენობით.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილელევან კირკიტაძე