„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 |
|
2014 წლის 28 იანვარი ქ. ლანჩხუთი |
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №56 დადგენილების შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.
„მუხლი 1. დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი დანართის შესაბამისად.“.
„მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.“.
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი“;
„წინამდებარე წესი აწესრიგებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან „სოციალური დაცვის“ მუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების დანიშვნასთან და გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარებების დანიშვნასა და გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, მათი დანიშვნისა და გაცემის ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს.“;
„მუხლი 1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაცემას ექვემდებარება შემდეგი ფულადი სოციალური დახმარებები:
1. მზრუნველობამოკლებულთა უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა;
2. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა;
3. მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა;
4. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა, ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურებისა და მე-2 მსოფლიო ომის მონაწილეთა დახმარების პროგრამა.
5. ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გარდაცვლილი მეომრების ოჯახების დახმარების პროგრამა.
6. მაღალმთიანი სოფლებიდან მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროგრამა.
7. ცენტრ ,,იავნანას” თანადაფინანსების პროგრამა.
8. ბიკარბონატული ჰემოდიალეზით-თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების პროგრამა.
9. იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების პროგრამა.
10. ჰუმანიტარული ორგანიზაციების, ეროვნული სკრინინგცენტრის თანადაფინანსების, ცენტრის დასკვნის საფუძველზე პაციენტთა სამედიცინო დაწესებულებაში დამატებითი გამოკვლევისათვის ტრანსპორტირების, სამედიცინო დაწესებულებაში მოწვეული სპეციალისტის ბინით უზრუნველყოფის პროგრამა.
11. მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი დახმარების პროგრამა;“.
„4. მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურების პროგრამის ფარგლებში, ა(ა)ი.პ ლანჩხუთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, პროგრამის განხორციელების აუცილებლობას შეისწავლის გამგეობის შესაბამისი სამსახური და დასკვნას წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს.“
„5. ჰუმანიტარული ორგანიზაციების, ეროვნული სკრინინგცენტრის თანადაფინანსების, ცენტრის დასკვნის საფუძველზე პაციენტთა სამედიცინო დაწესებულებაში დამატებითი გამოკვლევისათვის ტრანსპორტირების, სამედიცინო დაწესებულებაში მოწვეული სპეციალისტის ბინით უზრუნველყოფის პროგრამა - ეროვნული სკრინინგ ცენტრის მიერ ლანჩხუთში მოვლინებული სამედიცინო პერსონალის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფა, მათ მიერ ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევების დროს გახარჯული ელექტროენერგიის ქვითრის წარმოდგენა, პაციენტის დამატებითი გამოკვლევისათვის სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების საჭიროების შემთხვევაში - ცენტრის დასკვნა სამედიცინო დაწესებულების ადგილმდებარეობის მითითებით, პაციენტის საბანკო ანგარიში, გამქირავებელს და დამქირავებელს შორის დადებული ხელშეკრულება, წითელი ჯვრის მიერ წარმოდგენილ პროგრამებზე გახარჯული თანხის კალკულაციის წარმოდგენა და საბანკო ანგარიში;“
„7. მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა - განცხადება, ბენეფიციარის ან ოჯახის წევრის საბანკო ანგარიში, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის დასკვნა.“.
„9. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა, ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურებისა და მე–2 მსოფლიო ომის მონაწილეთა დახმარების პროგრამა - განცხადება, განმცხადებლის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი , გარდაცვალების მოწმობის ასლი და საბანკო ანგარიში.“;
„4 სამსახური, ა(ა)იპ - ლანჩხუთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიასთან ერთად სასწავლო წლის დასაწყისში მოიპოვებს ინფორმაციას სკოლის ფინანსური მდგომარეობის შესახებ და პროგრამის გაგრძელების შესახებ დასკვნას წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს.“;
„3. მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ ა(ა)იპ - ლანჩხუთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურების პროგრამის შემთხვევაში გამგებლის ბრძანებით განისაზღვრება მათი მოძრაობის მარშრუტები. პროგრამის განხორციელების მიზნით ტრანსპორტირების თანხა სკოლას გადაეცემა სუბსიდიის სახით.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.01.2014.
- როდის იქნა მიღებული „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.01.2014. მიმღები ორგანო — ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №2. სარეგისტრაციო კოდი — 280010000.35.112.016158.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.01.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2, 28.01.2014, სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.112.016158 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.01.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2221356/