არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რიჩარდ გ. ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის და მის საკუთრებაში არსებული უძრავ მოძრავი ქონების საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისათვის გადაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№422
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 07/05/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №422

2013 წლის 7 მაისი

ქ. თბილისი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ‑ რიჩარდ გ. ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის და მის საკუთრებაში არსებული უძრავ ‑მოძრავი ქონების საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისათვის გადაცემის შესახებ

 

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კანონის მე-6 მუხლის პირვე­ლი პუნქტის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 38-ე მუხლისა და სა­ქარ­თველოს ზო­გადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძ­ველზე:

1. ლიკვიდირებულ იქნეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იური­დი­ული პირი ‑ რიჩარდ გ. ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი (შემდგომში ‑ კვლევითი ცენტრი) და მის საკუთრე­ბაში არსებული უძრავ ‑მოძრავი ქონება გადაეცეს საჯარო სამართლის იუ­რი­დიულ პირს - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადე­ბათა კონტრო­ლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენ­ტრს (შემდგომ­ში ‑ დაავადებათა კონტროლის ცენტრი).

2. კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონის­ძიე­ბების განხორციელება , მათ შორის, სალიკვიდაციო კომისიის პერსო­ნა­ლური შემადგენლობის განსაზღვრა, უზრუნველყოს სალიკვდაციო კო­მისიამ მოქმე­დი კანონმდებლობის შესაბამისად. სალიკვიდაციო კომი­სი­ის შემადგენლობა განისაზღვ­როს შემდეგი სახით:

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი - სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომა­რე;

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი - სალი­კ­ვიდაციო კომისიის წევრი;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინის­ტროს წარმომადგენელი -  სალიკვიდაციო კომისიის წევრი;

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი - სა­ლი­კ­ვი­დაციო კომისიის წევრი;

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომად­გე­ნე­ლი - სალიკვიდაციო კომისიის წევრი;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარ­მო­მადგენელი - სალიკვიდაციო კომისიის წევრი;

კვლევითი ცენტრის დირექტორი - სალიკვიდაციო კომისიის წე­ვ­­რი.

3. საქარ­თვე­ლოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაც­ვის სამინისტრომ და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს მთავრობას წარმოუდგინონ წინადადებები დაავადებათა კონტრო­ლის ცენ­­ტრის მართვის მიზნით მულტისექტორული (უწყებათაშორისი) სამე­თ­ვალყურეო ორგანოს (საბჭოს) შექმნის, მისი შემადგენლობისა და უფ­ლე­ბამოსილების განსაზღვრის თაობაზე.

4. საქართვე­ლოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცია­ლუ­რი დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორცი­ელე­ბა, რომლითაც გათვალისწინებული იქნება ლუგარის ცენ­ტ­რის ლაბორა­ტო­რიული ნაწილის დაავადებათა კონტროლის ცენტრის სტრუქტურულ შემადგენლობაში შეყვანა ლაბორატორიისათვის რიჩარდ გ. ლუგარის სა­ხელობის სახელწოდების შენარჩუნებით.

5. საქარ­თვე­ლოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, დაინტერესებულ უწყებებთან და უცხოურ დონორ/პარტნიორ ორგანი­ზაციებთან შეთანხმებით, მოამზადოს და საქართველოს მთავრობას წარ­მოუდგინოს განსახილველად დაავადებათა კონტროლის ცენ­ტრის განვი­თა­რების სტრატეგია და ხუთწლიანი სამოქმედო გეგმა.

6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „არასამეწარმეო (არაკომერცი­ული) იურიდიული პირის – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის შექმნის შესახებ“ საქარ­თველოს მთავრო­ბის 2011 წლის 25 ივლისის N1518 განკარგულება.

7. „საქართველოს 2013 წლის სახელმ­წიფო ბიუჯეტის შესახებ“ სა­ქა­რ­თველოს კანონში ცვლილების შეტანის დროს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადების საფუძველზე უზრუნველყოს არასა­მე­წარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ‑ რიჩარდ გ. ლუგარის საზოგადოებრივი  ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ასიგნებების აუთვისებელი ნაწილის გათვალისწინება საქართველოს შრომის, ჯანმრ­თე­ლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებებში.

8. განკარგულება, გარდა მე‑6 პუნქტისა, ძალაშია ხელ­მო­წე­რის­თა­ნავე.

9. განკარგულების მე‑6 პუნქტი ძალაშია ხელმოწერიდან სა­მი თვის შემ­დეგ.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                                           ბ . ივანიშვილი