⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.11.2022)
გაუქმებულია:

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.01.2014
ძალის დაკარგვა 08.11.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №116
სარეგისტრაციო კოდი
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/01/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 259 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.01.2014 მიღება
08.11.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (5)
2 საექსპერტო სამუშაოები, საპროექტო/საავტორო ზედამხედველობა
3 სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანების შესყიდვა
4 პროგრამის ადმინისტრირება
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
კომპონენტის დასახელება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №116 2014 წლის 27 იანვარი  ქ. თბილისი „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლისა და 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  დამტკიცდეს თანდართული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“  2014 წლის სახელმწიფო პროგრამა. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი ,,სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“  2014 წლის სახელმწიფო პროგრამა მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი პროგრამის მიზანია სამედიცინო დაწესებულებათა მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა. მუხლი 2🔗. პროგრამის კომპონენტები პროგრამის კომპონენტებია: ა) სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ შენობის (მისამართი: ქ. თბილისი, გუდამაყრის შესახვევი N2) სარეაბილიტაციო სამუშაოები და ცენტრის ფუქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად საიჯარო გადასახადის გადახდა; ბ) საექსპერტო სამუშაოები, საპროექტო/საავტორო ზედამხედველობა; გ) სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანების შესყიდვა; დ) პროგრამის ადმინისტრირება. მუხლი 3🔗. პროგრამის განხორციელების მეთოდოლოგია პროგრამის განსახორციელებლად საჭირო შესყიდვები ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 4🔗. პროგრამის განხორციელება 1. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის  „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი - 35 04) გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში. 2. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატი. მუხლი 5🔗. პროგრამის ბიუჯეტი  პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტების მიხედვით განისაზღვროს 20 237.2 ათასი ლარით: № კომპონენტის დასახელება ღირებულება (ათასი ლარი) 1 სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ შენობის (მისამართი: ქ. თბილისი, გუდამაყრის შესახვევი N2) სარეაბილიტაციო სამუშაოები და ცენტრის ფუქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად საიჯარო გადასახადის გადახდა 9,131.8 2 საექსპერტო სამუშაოები, საპროექტო/საავტორო ზედამხედველობა 62.5 3 სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანების შესყიდვა 11,000.0 4 პროგრამის ადმინისტრირება 42.9 სულ 20,237.2.