„საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 27.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №117
სარეგისტრაციო კოდი 190040000.10.003.017736
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/01/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 537 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №117 2014 წლის 27 იანვარი ქ. თბილისი „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის მოთხოვნათა უზრუ­ნველსაყოფად, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ჰ​1 ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდარ­თული „საქარ­თვე­ლოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტა­ლი­ტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღა­უ­რებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორცი­ე­ლების წე­სი“. მუხლი 2🔗 საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვა­დაში, წამოა­დგინოს წინადადებები რელიგიური გაერთიანებებისათვის მიყე­ნე­ბული ზიანის ასანაზღაურებლად თანხის გა­მოყოფასთან დაკავ­შირებით. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესი მუხლი 1🔗 1. საქართველოს მთავრობა ადასტურებს საქართველოს სახელმწი­ფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებულ ზიანს, რომელიც მიადგა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმა­დი­დებელ ეკლესიას XIX-XX საუკუნეებში (განსაკუთრებით 1921-90 წლებ­ში), სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში. 2. ამავე დროს საქართველოს მთავრობა აღიარებს საქართ­ველოში არ­სე­ბული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალი­ტა­რული რეჟიმის დროს (შემდ­გომში – საბჭოთა რეჟიმის დროს) მიყენებულ ზიანს. 3. ეს წესი ვრცელდება საქართველოში ამ დადგენილების მიღებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით რე­გისტ­რირებულ  ისლამური, იუდეური, რომაულ–კათოლიკური და სომ­ხური სამოციქულო აღმსარებლობის მქონე რელიგიურ გაერთია­ნებებზე. მუხლი 2🔗 1. ამ წესის შესაბამისად საქართველოს მთავრობა: ა) აცხადებს მზადყოფნას ამ წესის პირველი მუხლის მე‑3 პუნქტში განსაზღვრულ რელიგიურ გაერთიანებებს ნაწილობრივ აუნაზღაუროს ის მატერიალური და მორალური ზიანი, რომელიც მათ მიადგათ საბჭოთა რეჟიმის დროს; ბ) ადასტურებს, რომ უცნობია ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითე­ბული ზიანის ზუსტი ოდენობა და ამდენად ზიანის ანაზღაურება გან­ხო­რ­­ციელდება სიმბოლურად; გ) წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ რელიგიურ გაერთიანებებს მიყენებულ ზიანს აუნაზღაურებს საქართველოს სახელმ­წი­ფო ბიუჯეტიდან თანხის ყოველწლიურად გამოყოფის გზით. 2. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში რეგისტრირებულ რელიგიურ გაერთიანებებს არ აქვთ სამართლებრივი კავშირი საბჭოთა რეჟიმის დროს დაზარალებულ რელიგიურ გაერთიანებებსა და თემებ­თან, სა­ქართველოს მთავრობა ზიანს აუნაზღაურებს იმ რელიგიურ გაერ­თია­ნებას, რომელიც აღიარებს იმავე რელიგიურ მოძღვრებას და/ან მას აქვს აღმ­სარებლობითი მემკვიდრეობა დაზარალებული რელიგიური გა­ერ­თიანებებისაგან. მუხლი 3🔗 1. საბჭოთა რეჟიმის დროს მიყენებული ზიანი აუნაზღაურდება და­ზარალებული რელიგიური გაერთიანების ან თემის აღმსარებლობითი მემ­კვიდრეობის მქონე ერთ რელიგიურ გაერთიანებას. 2. თუ რელიგიური გაერთიანების/აღმსარებლობის სახელით, რო­მე­ლ­საც საბჭოთა რეჟიმის დროს მიადგა ზიანი, დარეგისტრირებულია ერ­თ­ზე მეტი რელიგიური გაერთიანება, მათ ანაზღაურების მისაღებად 2014 წლის 1 მაისამდე უნდა განახორციელონ ქვემოთ ჩამოთვლილი ღო­ნის­ძიე­ბებიდან ერთ-ერთი: ა) რეორგანიზაციის გზით გაერთიანდნენ ერთ საჯარო სამართლის იუ­რი­დიულ პირად, რომელიც უფლებამოსილი იქნება მიიღოს ანაზ­ღა­ურება; ბ) შექმნან საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც შევა ერთი და იმავე აღმსარებლობის ყველა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენელი და რო­მელიც იქნება უფლებამოსილი აწარმოოს სახელმწიფო ორგანოებთან თავისი აღმსარებლობის სახელით ურთიერთობა და მიიღოს ანაზღაუ­რე­ბა; გ) წერილობით დაადასტურონ რომელიმე მათგანის უფლებამოსი­ლე­­ბა, იყოს შესაბამისი აღმსარებლობის წარმომადგენელი სახელმწიფოს­თან და მიიღოს ანაზღაურება. მუხლი 4🔗 1. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №305 დად­გენილებით შექმნილი რელიგიურ გაერთი­ანებებთან დაკავშირე­ბუ­ლი ცალ­კეული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის სხდო­მაზე მიიღება რეკომენდაცია რელიგიური გაერთიანებებისათვის ზიანის ანაზღაურების ოდენობის შესახებ. რეკომენდაცია წარედგინება სა­ქარ­თვე­ლოს მთავრობას, რომელიც აღნიშნულთან დაკავშირებით გა­მოსცემს გან­კარგულებას. 2. მხოლოდ საქართველოს მთავრობაა უფლებამოსილი, განსაზღ­ვ­როს რელიგიური გაერთიანებისათვის ყოველწლიურად გადასარიცხი თან­­­ხის ოდენობა და გაცემის წესი. მუხლი 5🔗 1. ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ყოვე­ლ­წლი­ურად გადასარიცხი თანხა იყოფა და რელიგიურ გაერთიანებას ერიც­ხება ყო­ველთვი­ურად. 2. რელიგიური გაერთიანება, რომელიც ამ წესის შესაბამისად მი­იღებს ანაზღაურებას, უფლებამოსილია, მიღებული თანხა მიმართოს სა­კუ­ლტო ნაგებობების ასაგებად ან შესაკეთებლად, საგანმანათლებლო და საგამომცემლო საქმიანობის უზრუნ­ველსაყოფად, საკულტო მსახუ­რე­ბის შესასრულებლად, ქონების შესაძენად და საქართ­ვე­ლოს კანონმდებ­ლო­ბით ნებადართული ნების­მიერი საქმიანობის გან­სა­ხორ­ციელებლად.