⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (26.01.2015)
გაუქმებულია:

ცაგერის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.01.2014
ძალის დაკარგვა 26.01.2015
გამომცემი ორგანო ცაგერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.116.016161
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/02/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,572 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.01.2014 მიღება
26.01.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ლეთოდიანი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ცაგერის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 2014 წლის 28 იანვარი ქ. ცაგერი ცაგერის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,   ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების თანდართული წესი (დანართი №1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად  გამოცხადდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2013 წლის 30 აპრილის № 40 დადგენილება ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2013  წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის  დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარემამუკა ლეთოდიანი დანართი №1 ცაგერის მუნიციპალიტეტის 2014  წლის ბიუჯეტიდან  სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი ეს წესი განსაზღვრავს ცაგერის მუნიციპალიტეტში (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისათვის, აგრეთვე ცაგერის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს. თავი I სოციალური დახმარების სახეები მუხლი 1🔗. სოციალური დახმარების სახეები ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა შემდეგი ერთჯერადი ფულადი      სოციალური  დახმარებები: ა) ერთჯერადი სოციალური(ფულადი) დახმარება; ბ)  დიალიზზე დამოკიდებული პაციენტთა დახმარება; გ)  სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსება; დ)  მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა; ე)  გარდაცვლილთა სარიტუალო მომსახურება; ვ)  ომის ვეტერანთა დახმარებები; ზ) ახლადდაქორწინებული ოჯახების მატერიალური დახმარება(2014 წ.). თავი II ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიმღებთა კატეგორიები და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია მუხლი 2🔗. ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარება 1. მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახების, რომელნიც ამ წესში მოყვანილ არც ერთ კატეგორიას არ მიეკუთვნება და დახმარების თხოვნის მომენტში სხვადასხვა მიზეზის გამო განიცდიან უკიდურეს გასაჭირს, დახმარების საკითხი განიხილება ამ წესის შესაბამისად. 2. დახმარების ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ, რომლის ოდენობაც არ უნდა აღემატებოდეს 300 ლარს. 3. ოჯახმა, რომელიც დახმარების გაცემის მომენტში განიცდის ეკონომიურ სიდუხჭირეს, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე; ბ)განმცხადებლის  პირადობის მოწმობის ასლი; გ) ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობისა და სოციალური მდგომარეობის  შესახებ;(ცნობა ოჯახის შემოსავლის შესახებ დახმარების გაწევის მომენტში.მაჟორიტარის ხელმოწერით). დ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი,  ასეთის არსებობის შემთხვევაში.  ე) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად საბანკო ანგარიშზე. მუხლი 3🔗. დიალიზზე დამოკიდებული პაციენტთა დახმარება. 1. ცაგერის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები, დიალიზზე დამოკიდებული პაციენტი  ფინანსდება ყოველთვიურად  და დახმარების  მოცულობა განისაზღვრება თვეში  50(ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ტრანსპორტის  ხარჯებისათვის  იმ  ქალაქში , სადაც სარგებლობს  სახელმწიფო დაფინანსების  პროგრამით  ,,დიალიზი  და  თირკმლის  ტრანსპლანტაცია“. 2. პროგრამაში ჩართვის  მსურველებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე.   ბ) გამცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;   გ)ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა –100. დ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან,სადაც უტარდება დიალიზი. ე) ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის შუამდგომლობა.(მაჟორიტარის ხელმოწერით) ვ) საბანკო ანგარიშის მონაცემები. მუხლი 4🔗. სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსება. 1. სხვადასხვა  სახის მძიმე ოპერაციების (ონკოლოგიური, ტრავმატოლოგიური, კარდიო–ქირურგიული, ნეოროქირურგიული, უროლოგიური) თანადაფინანსება სახელმწიფო დაზღვევით მოსარგებლე ბენეფიციართათვის, მათი მხრიდან გადასახდელი თანხის 70 %–ით,მაგრამ არაუმეტეს 1000(ათასი) ლარისა. 2.  სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოკვლევების თანადაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდება  დაზღვევით ან ფინანსდება დაზღვევით, მაგრამ ძვირადღირებულია(400 ლარზე მეტი) პირის გადასახდელი თანხის 30%. 3. სხვა მძიმე დაავადებები: ა) მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები. ბ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები პარკისონიზმით დაავადებული პაციენტები. გ) თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლით დაავადებული პაციენტი,მძიმე ფორმის.(იშემიური და ჰემორაგიული ინსულტი,დისცირკულატორული ენცეფალოპათია მე–2,მე–3 ხარისხი.ახალი შემთხვევა 6 თვემდე. ) დ) შაქრიანი დიაბეტით ტიპი 1– 2 ინსულინდამოკიდებული პაციენტები,მძიმე მიმდინარეობით,გართულებული მხედველობის,გულის, თირკმლის.ტვინის სისხლძარღვების ანგიოპათიით. ე) სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები.სუნთქვის უკმარისობა 2  ხარისხით. ვ) გულის იშემიური დაავადებები. შუნტირებისა და სტენდირების შემდგომი პერიოდი.(ახალი შემთხვევა 6 თვემდე, გულის ქრონიკული,შეგუბებითი უკმარისობა მე–2,მე–3 ხარისხი.) ზ) ტოქსიური ჩიყვი მძიმე მიმდინარეობით. (ფორმა–100 შევსებული ენდოკრინოლოგის ან ენდოკრინოლოგის კონსულტაციაზე დაყრდნობით.) თ) რევმატიზმი მძიმე მიმდინარეობით. გართულებული გულის მანკით და თავის ტვინის რევმატიზმი. ი) კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება მძიმე ფორმით. კ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები ცერემბრალური დამბლით  და სხვა პარალიზირებული სინდრომებით დაავადებული პაციენტები.  ლ)  შემაერთი ქსოვილის სისტემური დაავადებები,საყრდენ–მამოძრავებელი სისტემის დაავადებები მძიმე მიმდინარეობით, სახსრების ფუნქციის მნიშვნელოვანი მოშლით. მ)  სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების დაავადებები მძიმე მიმდინარეობით,ხშირი გამწვავებებით. ნ)  ონკოლოგიური დაავადებები მე–2,მე–3 ,მე–4 კლინიკური ჯგუფი,ქიმიო–თერაპიისა და სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი. ო)  სხვადასხვა სახის უბედური შემთხვევების დროს მიღებული დაზიანებების მკურნალობა.(ტრამვები,მოწამვლები,გარეშე ფაქტორებით გამოწვეული დაზიანებები). პ)  კანის დაავადებები მძიმე მიმდინარეობით,ხშირი გამწვავებებით. ჟ) ღვიძლის ციროზი დეკომპენსირებული,ქრონიკული ჰეპატიტი „ც’’ და „ბ’’ აქტიური, ხშირი გამწვავებებით.(ფორმა–100 შევსებული ჰეპათოლოგის მიერ ან ჰეპათოლოგის კონსულტაციაზე დაყრდნობით). რ) ქრონიკული,არტერიული და ვენური სისხლის მიმოქცევის უკმარისობა მე–3,მე–4 სტადია.მძიმე მიმდინარეობით.(ფორმა 100 შევსებული უნდა იყოს ანგიოლოგის მიერ ან ანგიოლოგის კონსულტაციაზე დაყრდნობით). ს) თანდაყოლილი ანომალიები, დეფორმაციები და ქრომოსომული დაავადებები. ტ) თირკმლის დაავადებები მძიმე მიმდინარეობით, თირკმლის ქრონიკული უკმარისობით. უ) უსინათლო ინვალიდები. 4.  დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ერთჯერადად,მაგრამ არაუმეტეს 150-დან 250 ლარამდე,ამ მუხლში აღნიშნულ დაავადებათა ფარგლებში. 5.  დახმარების მიმღებმა(ბენეფიციარმა) ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ,მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე. ბ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი. გ)დახმარების მიმღების(ბენეფიციარის)პირადობის მოწმობის ასლი,.არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი. დ)ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ(ფორმა№100) განახლებული. ე) ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ.(მაჟორიტარის ხელმოწერით) ვ)  ანგარიშ–ფაქტურა სამკურნალო დაწესებულებიდან  ჩატარებული მკურნალობის შესახებ,რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნეს სტაციონარიდან გამოწერის შემდეგ   15 კალენდარული დღის განმავლობაში. ზ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი. თ) საბანკო ანგარიშის მონაცემები. მუხლი 5🔗. მრავალშილიანი ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა. 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა შემდეგი სახის დახმარება: ა) პირველი და მეორე შვილის დაბადებისას - 200 ლარი; ბ) მესამე შვილის დაბადებისას - 300 ლარი; გ) მეოთხე და შემდგომი შვილის დაბადებისას - 100 ლარის ზრდით. 2.მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება,რომელსაც ყავს 4 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი(4 შვილზე დახმარება განისაზღვროს 500(ხუთასი) ლარით,ხოლო მეტი შვილის შემთხვევაში 100 ლარის ზრდით. დახმარება გაიცემა ერთჯერადად საანგარიშო წლის განმავლობაში. 3. უფლებამოსილმა პირმა  დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება(მამის, მარტოხელა დედის)  მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ)         მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; გ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი (ასლები); დ) ინფორმაცია შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობისა და სოციალური  მდგომარეობის  შესახებ;მაჟორიტარის ხელმოწერით. ე) ქორწინების მოწმობის ასლი. ვ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 6🔗. გარდაცვლილთა სარიტუალო მომსახურება. 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება: ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება; სარიტუალო მომსახურების თანხა - 250 ლარი; ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება; სარიტუალო მომსახურების თანხა - 250 ლარი; გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ავღანეთის ომის მონაწილეთა გარდაცვალების, სარიტუალო მომსახურება; სარიტუალო მომსახურების თანხა - 250 ლარი; დ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება; სარიტუალო მომსახურების თანხა - 200 ლარი; ე) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება. სარიტუალო მომსახურების თანხა - 200 ლარი. 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაცია: ა) გარდაცვლილის ოჯახის სრულწლოვანი წევრის (დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი; ე) ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოდან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ,რწმუნებულისა და მაჟორიტარის ხელმოწერით. ვ) გარდაცვლილის ვეტერანის მოწმობის ასლი; ზ) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის პირადი საბანკო ანგარიშის მონაცემები ან მაღაზიის რეკვიზიტები.   მუხლი 7🔗. ომის ვეტერანთა დახმარებები; 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი სოციალური დახმარება მიეცემა ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, 9 მაისს, 150  ლარის ოდენობით; 2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია: ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ომის მონაწილის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) პირადი საბანკო ანგარიშის მონაცემები. მუხლი 8🔗. ახლადდაქორწინებული ოჯახების მატერიალური დახმარება. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი მატერიალური დახმარება 200(ორასი)ლარის ოდენობით მიეცემა ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ახლადდაქორწინებულ ოჯახებს.( მამაკაცი რეგისტრირებული უნდა იყოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე) მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე. ბ)ცნობა ტერიტორიული ორგანოდან რწმუნებულისა და მაჟორიტარი დეპუტატის ხელმოწერით. გ)ქორწინების მოწმობის ასლი(2014წ) დ) პირადობის მოწმობის ასლები. ე) საბანკო ანგარიშის ნომერი. თავი III სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება  მუხლი 9🔗. სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება  1. სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი (დახმარების მიმღები) წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს ცაგერის მუნიციპალიტეტს. 2. მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციას. 3. მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს ამოწმებს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური). სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილი დოკუმენტაცია სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნასთან ერთად გადაეცემა სოციალური დახმარების გაცემის კომისიას (შემდგომში – კომისია), ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად. მუხლი 10🔗. კომისია 1. შემოსულ განცხადებებს განიხილავს კომისია, რომელსაც ქმნის და მის თავმჯდომარესა და მდივანს ნიშნავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. 2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 7 წევრისაგან. კომისია გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საერთო შემადგენლობის 1/3-ისა. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმა. 3. კომისია იკრიბება თვეში ერთჯერ და ამზადებს დასკვნებსა და რეკომენდაციებს. 4. კომისიის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 5. სამსახურის უფროსი უზრუნველყოფს კომისიის სხდომის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ,  3-4  დღით ადრე განთავსებას ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო სტენდზე. 6. კომისია სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. 7. სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მომზადება ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითი და ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე. 8. კომისია უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური მდგომარეობის შესწავლას და წარმოადგენს წინადადებებს(რეკომენდაციებს) იმ სოციალური პროგრამების განხორციელების შესახებ, რომლებიც ამ წესში არ არის ასახული. მუხლი 11🔗. კომისიის სხდომის ოქმები 1. კომისიის ყოველი სხდომის შემდეგ დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი. 2. კომისიის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება, დასკვნის სახით, აისახება ოქმში.განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში კომისიის წევრის აზრი წერილობით დაერთვება დასკვნას. 3. კომისიის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი, რომელიც ასევე პასუხისმგებელია ოქმის სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე. 4. კომისიის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით. მუხლი 12🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება 1. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე გამოსცემს შესაბამის ბრძანებას. 2. განსაკუთრებულ(გადაუდებელ) შემთხვევაში კომისია იკრიბება საჭიროებისამებრ, თვეში რამდენჯერმე.  მუხლი 13🔗. დახმარების გაცემა 1. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების ასლი, რომლითაც დამტკიცებულია ბენეფიციართა პერსონალური შემადგენლობა, მისამართი და თანხა, იგზავნება გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში. 2. თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით (დახმარების მიმღების (გარდაცვლილის ოჯახის წევრის) მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე) . თავი IV დასკვნითი დებულებანი მუხლი 14🔗. წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.