საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 27.01.2014
ძალაში შესვლა 14.02.2014
ძალის დაკარგვა 01.01.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №118
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017737
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/01/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №118 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 01.01.2016
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №118
2014 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს შექმნის შესახებ
მუხლი 1🔗
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ციფრული მაუწყებლობის სააგენტო (შემდგომში - სააგენტო).
მუხლი 2🔗
სააგენტოს უფლებამოსილება განისაზღვრება სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
მუხლი 3🔗
სააგენტოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
მუხლი 4🔗
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ:
1. განახორციელოს სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი.
2. უზრუნველყოს სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 5🔗
დადგენილება, გარდა მე-3 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 6🔗
დადგენილების მე-3 მუხლი ამოქმედდეს 2014 წლის 14 თებერვლიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი