კ. ბენდუქიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №167
2006 წლის 7 აპრილი
ქ. თბილისი
კ. ბენდუქიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
1. „საპარლამენტო მდივნის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს საზღვაო კოდექსში” ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „საქართველოს საჰაერო კოდექსში” ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „საზღვაო სამაშველო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” და „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში კახა ბენდუქიძე.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი