აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის N3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №7
2014 წლის 24 იანვარი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტში ამოღებულ იქნეს სიტყვები „სამსახურის“ და შეიცვალოს სიტყვებით „დეპარტამენტის“.
2. დებულების მე-8 მუხლის „ბ“ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ა) საქმისწარმოებისა და გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის სამსახური;“.
3. დებულების მე-8 მუხლის ,,ზ“ პუნქტის „ზ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ.ა) საინვესტიციო-საინფორმაციო სამსახური.“.
4. დებულების მე-8 მუხლის ,,ი“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ი) იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო:“.
5. დებულების მე-8 მუხლის ,,ი“ პუნქტის ,,ი.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ი.ა) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;“.
6. დებულების მე-8 მუხლის ,,ი“ პუნქტს დაემატოს ,,ი.ბ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ი.ბ) იურიდიული განყოფილება.“.
7. დებულების მე-8 მუხლის „კ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კ) შიდა აუდიტის სამსახური.“.
8. დებულების მე-11 მუხლის „ბ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქმისწარმოებისა და გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის სამსახურის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:“.
9. დებულების მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 16. ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტი
ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:
ა) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ეკონომიკური პროცესების ანალიზი და ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება;
ბ) ქვეყნის ეკონომიკური რეფორმებისა და ინსტიტუციურ-სამართლებრივი რეგულირების სისტემის შემუშავებაში კომპეტენციის ფარგლებში აქტიური მონაწილეობა;
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმების პროექტირება და მათი რეალიზების კოორდინაცია;
დ) ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზაციის, ანტიკორუფციული და ეკონომიკური უსაფრთხოების თაობაზე წინადადებების შემუშავება და მათ განხორციელებაზე მონიტორინგის გაწევა;
ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკისათვის პრიორიტეტული დარგების განვითარების სახელმწიფო მხარდაჭერის ღონისძიებების განსაზღვრა;
ვ) დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრაში, ფორმირებასა და წარმართვაში მონაწილეობის მიღება;
ზ) საინვესტიციო-საინფორმაციო სამსახურის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:
ზ.ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების შესახებ წინადადებების მომზადება და ამ მიზნით ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებთან, შესაბამისი პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ბიზნესგაერთიანებებთან თანამშრომლობა;
ზ.ბ) მეწარმეობის განვითარების მდგომარეობის პერიოდული ანალიზის განხორციელება;
ზ.გ) ცალკეული დარგებისა და მსხვილი საწარმოების განვითარების პროგრამების, საინოვაციო, საინვესტიციო და რესტრუქტურიზაციის პროექტების შემუშავება;
ზ.დ) პერიოდულად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური სფეროების ფუნქციონირების ძირითადი შედეგების გაანალიზება, პერსპექტიული გეგმებისა და ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავების ორგანიზება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პერსპექტიული გეგმებისა და სახელმწიფო მოზნობრივი პროგრამების შესადგენად;
თ) რეგიონებში განსახლებული დევნილების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ წინადადებებისა და ამ კუთხით სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავება.".
10. დებულების მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 18. იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო
იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:
ა) იურიდიული განყოფილების ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:
ა.ა) დამოუკიდებლად ან სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ან/და სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავების და ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის ან მათი ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ წინადადებების მომზადება;
ა.ბ) სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მათი, აგრეთვე სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებიდან გადმოგზავნილი ნორმატიული აქტების პროექტების მიღებისათვის საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა;
ა.გ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და მათზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
ა.დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. სამინისტროს მიერ შემუშავებული ან სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ წარმოდგენილი ნორმატიული აქტების პროექტებზე კომპეტენციის ფარგლებში საკონსულტაციო ხასიათის დასკვნების მომზადება. კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება; მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; სტრუქტურული ერთეულებისათვის იურიდიული კონსულტაციების გაწევა;
ა.ე) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების პროექტების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა;
ა.ვ) სამინისტროში შემოსული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა. სამინისტროს წარმომადგენლობა საქართველოს სასამართლოებში;
ა.ზ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზი; სამსახურში შემოსული მოქალაქეთა წერილებისა და განცხადებების განხილვა, მათზე დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;
ა.თ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
ბ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ამოცანები და კომპეტენციაა:
ბ.ა) საჯარო სამსახურის სფეროში საკადრო პოლიტიკის წარმართვა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი ძირითადი მიმართულებების განხორციელებისათვის ხელშეწყობა;
ბ.ბ) სამინისტროსს სისტემის მოხელეთა და მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება;
ბ.გ) თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების და სხვა მოსამსახურეთა მიერ შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შესაბამის ორგანოში წარდგენის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ბ.დ) სამინისტროს შრომის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა. სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრის უზრუნველყოფა. სამინისტროს კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების უზრუნველყოფა. ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის მოწყობა, ატესტაციის ჩატარების უზრუნველყოფა;
ბ.ე) სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციის გაწევის უზრუნველყოფა. სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლო ტურების, სემინარების, კონფერენციების ჩატარების და მათში მონაწილეობის მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა. დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავების და ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის ან მათი ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ წინადადებების მომზადება;
ბ.ვ) სამინისტროში პრაქტიკისა და სტაჟირების უზრუნველყოფა დადგენილი წესით;
ბ.ზ) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება საჯარო მოსამსახურედ დანიშვნის, საჯარო მოსამსახურის გადაყვანის, დაწინაურების, გათავისუფლების, მოვალეობის დაკისრების, შვებულების, მივლინების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების (მოხსნის), სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების და კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით;
ბ.თ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“.
11. დებულების მე-20 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. სათათბირო ორგანოს საქმიანობასა და სხდომის ოქმების წარმოებას უზრუნველყოფს სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტი.".
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვ. ყოლბაია