⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (27.04.2017)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.01.2014
ძალის დაკარგვა 27.04.2017
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.104.016148
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/02/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 941 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.01.2014 მიღება
27.04.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბელქანია საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №2 2014 წლის 30 იანვარი ქ. წალენჯიხა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების და „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 დეკემბრის №39 დადგენილების შესაბამისად,  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესი”, თანახმად დანართისა (დანართი 4  ფურცელზე). მუხლი 2🔗 დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 იანვრის №1   დადგენილება (სსმ,05/02/2013, სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.104.016110) „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“. . მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე. მუხლი 4🔗 ამ  დადგენილების მოქმედება გავრცელდეს  2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.საკრებულოს თავმჯდომარედავით ბელქანია დანართი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2014  წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული  სოციალური დახმარების გაცემის წ ე ს ი მუხლი 1🔗 1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სოციალურ სფეროში სხვადასხვა ორგანიზაციული კოდებიდან გამომდინარე: მრავალშვილიან ოჯახთა ყოველთვიური და  ერთჯერადი დახმარებების, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი, დაუცველი და დაბალშემოსავლიანი ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარების,  გარდაცვლილ ომის  ვეტერანთა, ასევე მათთან გათანაბრებული ომის  სამხედრო ძალების ვეტერანთა და დევნილთა დაკრძალვის ხარჯების, მეორე მსოფლიო ომის  ვეტერანთა და საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში, საომარი მოქმედებების პერიოდში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ძალოვანი უწყების წარმომადგენლების, საჯარო მოხელეებისა და საომარი მოქმედებების დროს ტრაგიკულად გარდაცვლილი რიგით მოქალაქეთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარებების, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების, ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამებით გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსების მიზნობრივად გაცემას სწავლობს და იხილავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული თანხების მიზნობრივად ხარჯვისა და გაცემის უზრუნველყოფის კომისია (შემდგომ –  სოციალური კომისია). 2. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის კომისიას“ ქმნის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით, ბრძანებით. 3. აღნიშნული კომისიის საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის კომისია. მუხლი 2🔗 საჯაროობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად კომისიის მუშაობაში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წარმომადგენლებმა. მუხლი 3🔗 1. კომისიაზე წარმოსადგენი განცხადებების ფორმასა და თანდართული დოკუმენტების ნუსხას განსაზღვრავს კომისია პროგრამაში მითითებული მოთხოვნების გათვალისწინებით. 2. განცხადებების (თანდართულ დოკუმენტებთან ერთად) უტყუარობის შესწავლა ხდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რწმუნებულის შუამდგომლობისა და კომისიაზე განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების (დედნები) შეფასებით. 3. სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საკითხის განხილვას, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალიწინებული დოკუმენტებისა, თან უნდა ახლდეს სტიქიური მოვლენის შედეგად მიღებული ზარალის შემფასებელი კომისიის ან მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის სპეციალისტების დასკვნა ფოტომასალასთან ერთად კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებაში. მუხლი 4🔗 1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში  მცხოვრებ და რეგისტრირებულ მრავალშვილიან ოჯახებზე, რომლებსაც ჰყავთ ოთხი და მეტი შვილი, სოციალური დახმარების პროგრამის დებულებიდან გამომდინარე, ყოველთვიური სოციალური დახმარების სახით, გაიცეს თანხა 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით ყოველ არასრულწლოვან შვილზე, ხოლო იმ ოჯახების კატეგორიას, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან რეესტრში და ღებულობენ ყოველთვიურ ფულად შემწეობას წელიწადში ერთხელ, პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, სოციალური დახმარების სახით მიიღებენ ფულად ან მატერიალურ დახმარებას. 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაჭირვებულ ოჯახთა ერთჯერადი დახმარებისთვის   გათვალისწინებული თანხების 30%–ს თვიური ლიმიტის დაცვით განკარგავს მუნიციპალიტეტის გამგებელი, თითოეული ოჯახისათვის მაქსიმუმ 500 ლარის ოდენობით.  ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების 70%–ს განკარგავს მუნიციპალიტეტის სოციალური კომისია , რომელიც თავის სხდომებს ატარებს თვეში ორჯერ.  დახმარება გასაწევ ოჯახთა უკეთ გამოვლენის მიზნით, სოციალურ კომისიას დახმარება გასაწევ ოჯახთა სიას წარუდგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების რწმუნებულები სოციალური კომისიის მიერ მათი ტერიტორიული ერთეულისათვის დადგენილი თვიური ლიმიტის ფარგლებში.   აღნიშნულ ოჯახებზე დახმარება გაიცემა 50–დან 200 ლარის ფარგლებში.   გამონაკლის შემთხვევაში ოჯახისთვის 500–დან 1000 ლარამდე  ოდენობით დახმარების გასაწევად სოციალური კომისიის დასკვნის საფუძველზე, გამგებლის მომართვის შესაბამისად, გადაწყვეტილებას ღებულობს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო 1000 ლარზე ზემოთ–მუნიციპალიტეტის საკრებულო. 3. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები და რეგისტრირებული  მოქალაქეების ჯანმრთელობის ცვლილებებით გამოწვეული გადაუდებელი და სასწრაფო მდგომარეობის მართვისა და ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობის ნაწილობრივ თანადაფინანსების პროგრამა ეხება წალენჯიხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მცხოვრებ იმ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ სიცოცხლისათვის საშიში დაავადებები და საჭიროებენ შესაბამის ძვირადღირებულ მკურნალობას, გამოკვლევებსა და ქირურგიულ ოპერაციებს. ურგენტულ და ონკოლოგიური დაავადების თანაგადახდის ნაწილობრივი დაფინანსების გადაწყვეტილებას იღებს სოციალური დახმარების გამცემი კომისია(შემდგომში სოციალური კომისია) რომელიც თავის სხდომებს ატარებს  თვეში ორჯერ. თანაგადახდის ნაწილობრივი დაფინანსება მოხდება შემდეგი ფარდობითი ოდენობით: ა) თანაგადახდილი თანხა 800 ლარის ჩათვლით დაფინანსდება არაუმეტეს 300 ლარისა; ბ) 800 – დან 1000 ლარის ჩათვლით – 400 ლარით; გ) 1000 ლარზე ზემოთ – 500 ლარიდან 1000 ლარამდე. ურგენტული დაავადებებისა და ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობის თანაგადახდის ნაწილობრივი დაფინანსება გაეწევა მოქალაქეს შესაბამისი მომსახურების გაწევის შემდგომ უნაღდო ანგარიშსწორების გზით პირად საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით, ან ერთეულ გამონაკლის შემთხვევაში (ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე) აღნიშნული მოქალაქის  მიერ მინდობილობით ოჯახის  რომელიმე წევრის პირად ანგარიშზე ჩარიცხვით, პროგრამაში მითითებული წესიდან გამომდინარე. 4. ამბულატორიების, პოლიკლინიკების და საავადმყოფოების პროგრამების ფარგლებში: ა) სოციალურად საშიში დაავადებების პრევენციის მიზნით აივ ინფექციებზე, С ჰეპატიტზე და სიფილისზე (ათაშანგი), ასევე ანტირაბიულ მომსახურებაზე  გამოკვლევების დაფინანსება მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების (საავადმყოფო, პოლიკლინიკა, ამბულატორია) საბანკო ანგარიშზე, ამ დაწესებულების მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურისა და კომისიის გადაწყვეტილების  შესაბამისად; ბ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები და რეგისტრირებული  თირკმლის დიალიზზე მყოფი მოქალაქეებისათვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების ჩასატარებლად ქ.ზუგდიდის  და სხვა ქალაქების კლინიკებში წასასვლელი სატრანსპორტო ხარჯები  განისაზღვროს თვეში 100 ლარით. 5. ფულადი დახმარების გაცემა და თანხის ჩარიცხვა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების გზით განმცხადებლის პირად საბანკო ანგარიშზე ან შესაბამის პროგრამაში წარმოდგენილი წესით. მუხლი 5🔗 სტიქიის (ხანძარი,მეწყერი, წყალდიდობა, ქარიშხალი) შედეგად დაზარალებულთათვის ერთჯერადი ფულადი მატერიალური დახმარების გაცემა, განსაკუთრებულ შემთხვევაში კი საშენი მასალით უზრუნველყოფა, ხდება კომისიის მიერ ინდივიდუალური წესით, ყოველი კონკრეტული შემთხვევის შესწავლის შემდეგ, არსებული საჭიროებიდან გამომდინარე , თანხით არა უმეტეს 1000 (ათასი) ლარისა. მუხლი 6🔗 1. კომისიის სხდომები იმართება თვეში ერთხელ ან საჭიროების შემთხვევაში რამოდენიმეჯერ. 2. კომისია წერილობითი მომართვის შემთხვევაში, არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, შეისწავლის უფასო სასადილოების საქმიანობას. 3. კომისია საბიუჯეტო წლის დამთავრებამდე სწავლობს ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ეფექტურობას, შედეგიანობას და დებს წინადადებებს დამტკიცებული პროგრამების გაგრძელებისა თუ გაუქმების, დაფინანსების შემცირების თუ სხვა ფორმით განხორციელების შესახებ. მუხლი 7🔗 1. კომისია ყოველ სხდომაზე ადგენს ოქმს. 2. კომისიის სხდომის ოქმი იკვრება საქაღალდეში რიგის მიხედვით, მასში გასაგებად და დასაბუთებულად უნდა იყოს ასახული გადაწყვეტილების მიღებისა და გასაცემი თანხის ოდენობის აუცილებლობა. 3. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე ერთჯერადი ფულადი დახმარებების გაცემა ხორციელდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.