„აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დეპარტამენტის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2011 წლის 28 ნოემბრის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
010340000.32.061.016076
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/01/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №9

  2014  წლის  29 იანვარი

ქ. თბილისი

 „აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დეპარტამენტის  რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2011 წლის 28 ნოემბრის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 141 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-18 მუხლისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №3 დადგენილების შესაბამისად, „აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დეპარტამენტის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2011 წლის 28 ნოემბრის №13 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 111130009, 30/11/2011წ., 010340000.32.061.016014) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:  

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დეპარტამენტის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის შექმნის შესახებ;“.

2. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეორგანიზებულ იქნეს აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დეპარტამენტი და მის ბაზაზე შეიქმნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტი;“.

3. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დამტკიცდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის თანდართული დებულება;“.

4. დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების –  ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა  დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 15 (თხუთმეტი) საშტატო ერთეულით;“.

5. დადგენილების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (ვ. ხორავა) დაევალოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება;“.

6. დადგენილებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის დებულება;“.

7. დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს.“.

8. დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით, ამ დებულებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებებით და  სხვა აქტებით.“.

9.  დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3. დეპარტამენტის სტრუქტურა

დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ინფრასტრუქტურის საკითხთა რეგულირებისა და დარგობრივ საკითხთა სამმართველო:

ა.ა) ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა განყოფილება;

ბ) ადმინისტრაციული განყოფილება.“.

10. დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები

1. ინფრასტრუქტურის საკითხთა რეგულირებისა და დარგობრივ საკითხთა სამმართველო:

ა)  შეიმუშავებს წინადადებებსა და კონცეფციებს ეკონომიკის დარგების (ტურიზმი, ტრანსპორტი, მშენებლობა, მრეწველობა, ვაჭრობა, ელექტროკომუნიკაცია და ფოსტა) განვითარების მიზნით;

ბ) ახორცილებს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვას;

გ) შეიმუშავებს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების განვითარების პოლიტიკასა და სტრატეგიას და, დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ, უზრუნველყოფს მათ რეალიზაციას;

დ) ორგანიზებას უწევს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დაცვასა და აღრიცხვას;

ე) ხელს უწყობს აფხაზეთიდან დევნილთა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და ამ მიზნით მონაწილეობას იღებს  შესაბამისი პროგრამებისა და ბიზნესგეგმების შემუშავებაში;

ვ) სამინისტროსთან შეთანხმებით მონაწილეობას იღებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე პოსტკონფლიქტური რეაბილიტაციის პოლიტიკის შემუშავებაში;

ზ) სამინისტროს თანხმობით ხელს უწყობს აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების მიერ გამოშვებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვის ორგანიზებას;

თ) სამინისტროს თანხმობით აწარმოებს მოლაპარაკებებს და დებს ხელშეკრულებებს საქართველოსა და უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ეკონომიკის დარგების განვითარების მიზნით;

ი) მოიპოვებს აფხაზეთის ტერიტორიაზე ეკონომიკის დარგების განვითარების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, ახორციელებს მათ ანალიზს და, შემდგომი რეაგირების მიზნით, აწოდებს სამინისტროს;

კ) დეპარტამენტის უფროსის დავალებით თანამშრომლობს საქართველოსა და აფხაზეთის ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან სივრცითი მოწყობის, ურბანული და ინფრასტრუქტურული განვითარების საკითხებში;

1.1. ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა განყოფილება:

ა) დეპარტამენტის უფროსის დავალებით ახორციელებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლექტიური ჩასახლების ცენტრების საინჟინრო-ტექნიკური მდგომარეობის შესწავლას, საჭირო-სარემონტო სამუშაოების მოცულობის დადგენასა და შესაბამისი დეფექტური აქტების შედგენას;

ბ) უზრუნველყოფს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელებას.

2.  ადმინისტრაციული განყოფილება:

ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტის  ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ საქმიანობას;

ბ) ახორციელებს ადამიანური რესურსების მართვას;

გ) ახორციელებს დეპარტამენტის დოკუმენტბრუნვას;

დ) უზრუნვეყოფს დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას;

ე) უზრუნველყოფს სამინისტროში დეპარტამენტის ბიუჯეტის შესახებ წინადადებების წარდგენას.“.

მუხლი 2. ამ დადგენილების ძალაში შესვლასთან  დაკავშირებით  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ უზრუნველყოს ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების პროექტის შემუშავება და წარმოდგენა.

მუხლი 3.  დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                  ვახტანგ ყოლბაია