📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.01.2014
ძალის დაკარგვა 22.03.2021
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016073
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/01/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,822 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.01.2014 მიღება
22.03.2021 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №12   2014  წლის  29 იანვარი ქ. თბილისი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 14 აპრილის №14 დადგენილება და ამავე დადგენილებით დამტკიცებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება. 3. დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                                                                         ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში - სამინისტრო) არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის შესაბამისად შექმნილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას აფხაზეთის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველსაყოფად აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. 2. სამინისტრო შედის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს სისტემაში და თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცით, საქართველოსა და აფხაზეთის სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულების საფუძველზე. 3. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას. 4. სამინისტრო ანგარიშვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის (შემდგომში - მთავრობა) წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს. 5. სამინისტროს დაფინანსების წყაროა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი. 6. სამინისტროს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი და ხარჯთაღრიცხვა. 7. სამინისტროს ქონებას შეადგენს მოქმედი წესით მისთვის გადაცემული და საბიუჯეტო სახსრებით შეძენილი ძირითადი საშუალებები და მატერიალური ფასეულობები, რომლებიც აისახება სამინისტროს ბალანსში. 8. სამინისტროს  იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, კალოუბნის  ქ. №16. 9. სამინისტროს სრული სახელწოდებაა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო“. მუხლი 2🔗. სამინისტროს სიმბოლიკა 1. სამინისტროს აქვს მრგვალი ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და წარწერით „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტრო“, შესაბამისი თარგმანით აფხაზურ და ინგლისურ ენებზე. 2. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება, როგორც სამინისტროს, ისე მის სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ბლანკებსა და აბრებზე. 3. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელიც მტკიცდება და რეგისტრირდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სავიზიტო ბარათებზე, სხვა ბეჭდვით გამოცემებსა და სამინისტროს სუვენირებზე. თავი II სამინისტროს კომპეტენცია და უფლებამოსილებანი მუხლი 3🔗. სამინისტროს ფუნქციები სამინისტროს ფუნქციებია: ა) აფხაზეთის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველსაყოფად შემუშავებული სახელმწიფო პოლიტიკის განხორცილება და საქმიანობის კოორდინაცია; ბ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში: ბ.ა) იძულებით გადაადგილებულ პირთა (აგრეთვე, შესაძლებლობის ფარგლებში, აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებთა) ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფისათვის მიმართული საქმიანობის წარმართვა; ბ.ბ) სამინისტროს მმართველობაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობებით, მედიკამენტებით, ინვენტარით და სხვა საშუალებებით მომარაგების ხელშეწყობა; ბ.გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთობლივად აფხაზეთის ტერიტორიაზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროს ობიექტებისა და სისტემის აღდგენა-რეაბილიტაციის სოციალურ-ეკონომიკური და მეცნიერულ-ტექნიკური კონცეფციის შემუშავება, პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრით, აფხაზეთში დაბრუნების შემდგომი გარდამავალი (ბუფერული) ეტაპისათვის, შესაბამის პროგრამათა (მ.შ. გრძელვადიანი, პერსპექტიულ-პროგნოზული) შედგენით; ბ.დ) დედათა და ბავშვთა დაცვის სფეროში პრიორიტეტულ ღონისძიებათა გატარება; ბ.ე)  ინდივიდუალური სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის ხელშეწყობა; ბ.ვ)  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; ბ.ზ) დაქვემდებარებული სამედიცინო დაწესებულებების სახელმწიფო (ცენტრალური) და სხვა ჯანდაცვითი პროგრამების კოორდინირებაში მონაწილეობა; ბ.თ) დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა, ანალიზი და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება; ბ.ი) მოქმედ სამედიცინო ქსელში დაავადებათა დიაგნოსტიკის, მკურნალობის, რეაბილიტაციისა და პროფილაქტიკის მეცნიერულად დასაბუთებული, თანამედროვე მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა; ბ.კ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, დევნილი მოსახლეობისათვის სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების გაწევის ორგანიზება; ბ.ლ) დევნილი სპეციალისტების სამეცნიერო საქმიანობის, უწყვეტი სამედიცინო განათლების ხელშეწყობა; კადრების კვალიფიკაციის შენარჩუნებისა და დახელოვნებისათვის მიმართულ ღონისძიებათა გატარება; ბ.მ) დაქვემდებარებულ სამსახურებსა და დაწესებულებებში აღრიცხვა-ანგარიშგების სათანადო დონის, მათგან ანგარიშების მიღებისა და ანალიზის უზრუნველყოფა. გ) სოციალური დაცვის სფეროში: გ.ა) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის მონიტორინგი, ანალიზი, შეფასება და სოციალური პროფილის  პროგრამების შედგენაში მონაწილეობა; გ.ბ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის ინფორმირება სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ სოციალურ გარანტიებზე; გ.გ) აფხაზეთიდან დევნილი შეზღუდული შესაძლებლობის პირების სოციალური რეაბილიტაციის და სოციალურ-ფსიქოლოგიური ადაპტაციის, სამედიცინო ინტეგრაციის პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობა; პროგრამების შემუშავება გრანტების მოსაპოვებლად; გ.დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულთა სოციალური დაცვის სფეროში საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის შემდგომი გაუმჯობესებისათვის წინადადებების მომზადება; დ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფუნქციების განხორციელება. თავი III სამინისტროს ხელმძღვანელობის ორგანიზება და ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობები მუხლი 4🔗. მინისტრი 1. სამინისტროს ხელმძღვანელობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (შემდგომში - მინისტრი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. 2. მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. მინისტრი: ა) წარმოადგენს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) პასუხისმგებელია საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებების და განკარგულებების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის დადგენილებების და განკარგულებების, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანებების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც სამინისტროს მმართველობას განეკუთვნება; გ) უშუალოდ, აგრეთვე, მოადგილეების, სამინისტროს  სტრუქტურული ქვედანაყოფების (შემდგომში - სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი), სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი დაწესებულებებისა და სხვა დაქვემდებარებული სამსახურების მეშვეობით წყვეტს ამ დებულებით განსაზღვრულ საკითხებს; დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს დასანიშნად წარუდგენს მინისტრის მოადგილეების  კანდიდატურებს; ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს: ე.ა) სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ყველა საჯარო მოსამსახურეს; ე.ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი დაწესებულებების უფროსებსა და მათ მოადგილეებს ამ დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით; ე.გ)  სხვა პირებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, იღებს გადაწყვეტილებებს სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითებზე და, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე; იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის; თ) სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი დაწესებულებების ხარჯთაღრიცხვას, ახორციელებს კონტროლს მათ შესრულებაზე და, აუცილებლობის შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ; ი) პასუხისმგებელია სამინისტროს სარგებლობაში გადაცემული სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით; კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს და პასუხისმგებელია მათი კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის; ლ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი დაწესებულებების მიერ თავისი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას; ძალადაკარგულად ცნობს მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირთა სამართლებრივ აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიულ აქტებს, მთავრობის დადგენილებებსა და მინისტრის ბრძანებებს; მინისტრი უფლებამოსილია, აგრეთვე, ძალადაკარგულად ცნოს ზემოაღნიშნული თანამდებობის პირთა აქტები და მოქმედებები მათი მიზანშეუწონლობის მოტივით; მ) წყვეტს სამართლებრივ დავას სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ დაწესებულებებს, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის; ნ) დადგენილი წესით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას (მთავრობის თავმჯდომარეს) და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს; ო) თავისი მმართველობის სფეროში ქმნის კომისიებსა და საბჭოებს სათათბირო უფლებით და განსაზღვრავს მათ მოვალეობებს და საქმიანობის წესს; პ) ამტკიცებს სამინისტროს შინაგანაწესს; ჟ) ამტკიცებს სამინისტროში სტაჟირების ან/და პრაქტიკის გავლის წესს; რ) ასრულებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებებით და განკარგულებებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტით, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანებებით მისთვის დაკისრებულ სხვა ამოცანებს. 4. მინისტრს უფლება აქვს სამინისტროს თანამდებობის პირთა მოქმედებაზე სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს ერთ-ერთ მოადგილეს. 5. თუ სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებული საკითხი ეხება, აგრეთვე, სხვა სამინისტროს კომპეტენციას, მინისტრი გადაწყვეტილებას ათანხმებს შესაბამის მინისტრთან, თანხმობის მიუღწევლობის შემთხვევაში, საკითხი განიხილება მთავრობის სხდომაზე. მუხლი 5🔗. მინისტრის მოადგილე 1. მინისტრს ჰყავს ორი მოადგილე. მინისტრის მოადგილეებს, მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. 2. მინისტრის მოადგილეების უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის შესაბამისი ბრძანებით. 3. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე, მინისტრის არყოფნისას, ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამსახურების ურთიერთობას. მუხლი 6🔗. სამინისტროს თანამდებობის პირები 1. გარდა ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა, სამინისტროს თანამდებობის პირები არიან: ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები; ბ)  მინისტრის მრჩეველი და თანაშემწე; გ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი. 2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები უშუალოდ ექვემდებარებიან მინისტრს ან მინისტრის მოადგილეს. 3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი: ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; ბ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; გ)  ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) ანგარიშვალდებულია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობისათვის; ე) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს საკუთარი მოვალეობის შესრულებისას და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრის მოადგილეს, რომელიც, მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ხელმძღვანელობს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფს; ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანების შესასრულებლად;                           თ) ასრულებს ამ დებულებით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებით, მინისტრის და/ან უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს. თავი IV სამინისტროს სისტემა მუხლი 7🔗. სამინისტროს სისტემა 1. სამინისტროს მმართველობის სფეროშია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ,,ზემო აფხაზეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური“. 2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტი; ბ) პროგრამებისა და სამედიცინო დაწესებულებების კოორდინაციის დეპარტამენტი: ბ.ა) ზემო აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებები; ბ.ბ) გალის რაიონის სამედიცინო დაწესებულებები; გ) საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვისა და იურიდიულ საკითხთა სამმართველო; დ)  ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგებისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური; ე) შიდა აუდიტის სამსახური. თავი V სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია მუხლი 8🔗. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია და სტრუქტურა 1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია და სტრუქტურა განისაზღვრება ამ დებულებით, ასევე, სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. 2. სტრუქტურული ერთეულების ამოცანები და ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებითა და მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სტრუქტურული ერთეულის დებულებით. 3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის არყოფნის, ან მის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე. მუხლი 9🔗. ჯანმრთელობის დაცვისა  და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტი ჯანმრთელობის დაცვისა  და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:   ა) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დახმარების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მისი რეალიზაციის ხელშეწყობა; ბ) თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის ამბულატორიულ-საკონსულტაციო და პროფილაქტიკური დახმარების ორგანიზაცია და კოორდინაცია; გ) მრავალპროფილიანი სამედიცინო-პროფილაქტიკური გასვლითი ღონისძიებების უზრუნველყოფა; დ) კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე, მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა; ე) მოსახლეობის სოციალური დაცვის საკითხებით დაინტერესებულ საჯარო და კერძო დაწესებულებებთან თანამშრომლობა, შესაბამისი პროექტების მომზადებასა და განხორციელებაში ხელშეწყობა; ვ) იძულებით გადაადგილებულ პირთა შორის სოციალურად საშიში ინფექციების გავრცელების,    მწვავე ინფექციების აფეთქების შემთხვევების შესახებ ინფორმაციის მიღება და რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში;  შესაბამისი ინსტანციების ინფორმირება აღნიშნულზე; ზ) დევნილ პაციენტთა სტაციონარული სამედიცინო დახმარების, მაღალტექნოლოგიური და სპეციალიზებული გამოკვლევების ხელშეწყობა; თ) სამედიცინო-სტატისტიკური ინფორმაციის მიღება, დამუშავება, ანალიზი, შედეგების შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება; ი) მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენებისა და ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ანგარიშებისთვის ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და გადაცემა; კ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის სოციალური დაცვის საკითხთა დარეგულირებაში მონაწილეობა; ლ) სამხედრო ძალების ვეტერანთა და მოწყვლადი კატეგორიების პირთათვის სამედიცინო, სოციალური და ფსიქოლოგიური ადაპტაციისა და ინტეგრაციის პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; მ) დეპარტამენტის საქმიანობის შედეგების ანალიზი და ინფორმაციის წარდგენა სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის; ნ) სამინისტროს ღონისძიებებში მონაწილეობა; ო) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 10🔗. პროგრამებისა და სამედიცინო დაწესებულებების კოორდინაციის დეპარტამენტი პროგრამებისა და სამედიცინო დაწესებულებების კოორდინაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა: ა) ჯანდაცვითი და სოციალური პროფილის პროგრამების პროექტების შემუშავება, კოორდინაცია, მიმდინარეობისა და შედეგების მონიტორინგი; ბ) სამინისტროს სისტემის დაწესებულებებიდან წარმოდგენილი პროგრამების პროექტების განხილვა, ანალიზი და რეკომენდაციების გაცემა; გ) ჯანდაცვითი და სოციალური პროგრამების სახელმწიფო პროგრამებთან  დუბლირებების თავიდან აცილების მიზნით სათანადო ღონისძიებების გატარება; დ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ინფორმირება ჯანდაცვის და სოციალურ სფეროებში სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ გარანტიებზე; ე) მოქმედი პროგრამების საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამის ორგანიზაციებში,  სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; ვ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის შესწავლა და კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი მეთოდური რეკომენდაციების შემუშავება მათი საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით. ზ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, სამინისტროს სისტემაში შემავალი სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის ნებართვებისთვის საჭირო საორგანიზაციო სამუშაოების განხორციელების ხელშეწყობა; თ)  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამედიცინო სამსახურებისა და სამედიცინო დაწესებულებების მუშაკებისგან შემოსული მომართვების, წერილებისა და საჩივარ-განცხადებების შესწავლა-განხილვა; ი) ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთში) მცხოვრებ პირთა სამედიცინო მომსახურების ხელშეწყობა; კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 11🔗. საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვისა და იურიდიულ საკითხთა სამმართველო საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვისა და იურიდიულ საკითხთა სამმართველოს ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა: ა) სამინისტროს საქმისწარმოების ორგანიზება; ბ) სამინისტროში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და ხელმძღვანელებისა და შემსრულებლებისათვის მისი ოპერატიული მიწოდების  უზრუნველყოფა; გ) დოკუმენტების მომზადება არქივში გადასაცემად და არქივის წარმოება; დ) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა; ე) სამინისტროსა და მისი სისტემის საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, პირადი საქმეების შედგენა და საკადრო საკითხების წარმართვა; ვ) სამინისტროს საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა მიერ შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი, გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი მოკვლევის ჩატარება და სათანადო რეკომენდაციების მომზადება; ზ) სამინისტროს მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური სახდელების გამოყენების შესახებ სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება. თ) სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფა და კანონშემოქმედებითი საქმიანობა; ი) სამინისტროში პრაქტიკისა და სტაჟირების უზრუნველყოფა დადგენილი წესით; კ) მინისტრის ზეპირი ან წერილობითი დავალების შესაბამისად, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით სამინისტროში შემოსული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა და შესაბამისი დასკვნების  მომზადება; მ) მინისტრის მინდობილობის საფუძველზე სამინისტროს სასამართლო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; ნ) მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების საქმიანობის ხელშეწყობა; ო) მინისტრის ცალკეული დავალებების შესრულების მიმდინარეობის კონტროლი; პ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 12🔗. ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგებისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგებისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა: ა) სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება; ბ) სამინისტროს კვარტალური და წლიური ბალანსების შედგენა; გ) სამინისტროს საბუღალტრო საქმიანობის ანალიზი, საბუღალტრო საქმიანობის სრულყოფისა და გაუმჯობესების შესახებ ღონისძიებათა გეგმის შემუშავება;  დ) სამინისტროს საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობის წარმართვა, წლიური და საშუალოვადიანი ბიუჯეტების პროექტების მომზადება; ე) სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ვ) სამინისტროსათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლი; ინვენტარიზაციის შედეგების განსაზღვრა და აღრიცხვა; ზ) სამინისტროს პროგრამების შესრულების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური  ფინანსური ანგარიშების შედგენა;  თ) სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება და შესაბამისი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;  ი) სახელმწიფო შესყიდვების წესით შეძენილი და ჰუმანიტარული დახმარების ხაზით მიღებული ტვირთის აღრიცხვა და სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად მისი შენახვისა და გაცემის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებში მონაწილეობა. კ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროს მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკაშირებული ანგარიშების მომზადებასა და უფლებამოსილი ორგანოსათვის წარდგენაში მონაწილეობის მიღება; ლ) სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად პროგრამების შემუშავება, ანგარიშის მომზადება და ანალიზი; მ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან წარმოდგენილი პროგრამების განხილვა და ანალიზი;  ნ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების  განხორციელება. მუხლი 13🔗. შიდა აუდიტის სამსახური 1.  შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების დადგენა და შეფასება; ბ) სამინისტროში ფინანსების მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; გ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლის განხორციელება; დ) სამინისტროს ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტურობის და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ე) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის ან/და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი; ვ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის ან/და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების თანამშრომელთა მიერ სამართალდარღვევათა და სამსახურებრივ გადაცდომათა ჩადენის ფაქტების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა; ზ) სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლის განხორციელება; თ) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება; ი) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა; კ) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამინისტროს სისტემის ორგანოების საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; ლ) სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; მ) სამინისტროს საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება; ნ) სამინისტროს სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, “სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ” საქართველოს კანონის მიზნებსა და შიდა აუდიტის დამოუკიდებლობის პრინციპებს. 2. შიდა აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონით ,,სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ”. შიდა აუდიტის სამსახურს უფლება აქვს განახორციელოს ფართო, ყოვლისმომცველი აუდიტის პროგრამა, რომელიც მოიცავს უზრუნველყოფას და საკონსულტაციო მომსახურებას სამინისტროში და სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ მყოფ ორგანოებში, სადაც არ არსებობს შიდა აუდიტის განმახორციელებელი სამსახურები. თავი VI სათათბირო ორგანოები მუხლი 14🔗. სათათბირო ორგანოები                                                                                                                        1. მინისტრი უფლებამოსილია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას სათათბირო ორგანო – სათათბირო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: მინისტრი და მინისტრის მოადგილეები, აგრეთვე მინისტრის გადაწყვეტილებით – სამინისტროს სხვა თანამდებობის პირები და თანამშრომლები. სათათბირო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნენ აგრეთვე სამეცნიერო დაწესებულებებისა და სხვა სამთავრობო დაწესებულებათა  წარმომადგენლები, მხოლოდ მათი თანხმობით. სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესს და შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი შესაბამისი ბრძანებით. 2. სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხთა განხილვისა და მათ შესახებ დასკვნების მომზადების მიზნით მინისტრს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებით (შემდგომში – სათათბირო ორგანოები), განსაზღვროს მათი უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის წესი. 3. სათათბირო ორგანო იქმნება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება მისი ამოცანები, თავმჯდომარე (თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი) და წევრები, სათათბირო ორგანოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. 4. სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნოს სხვა სამთავრობო დაწესებულების საჯარო მოსამსახურე ამ დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობით; მის მუშაობაში შეიძლება ჩაბმულ იქნენ პირები, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები. 5. თუ სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე არ არის მოხელე, რომელიც შედის სამინისტროს ხელმძღვანელობაში, ან არ არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მინისტრი სამინისტროს ხელმძღვანელობიდან ან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობიდან ნიშნავს ამ ორგანოს მუშაობისათვის პასუხისმგებელ პირს. 6. სათათბირო ორგანო უფლებამოსილია თავის წინაშე მდგომი ამოცანების შესასრულებლად სამინისტროს სისტემის ორგანოებიდან გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები. 7. სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თავი VII სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია მუხლი 15🔗. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 16🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.  მუხლი 17🔗. გარდამავალი დებულებები დებულების მე-7 მუხლის ,,ბ“ პუნქტის ,,ბ.ა“ და ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულები - ,,ზემო აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებები“ და ,,გალის რაიონის სამედიცინო დაწესებულებები“, მათი სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრამდე, გათვალისწინებულ იქნეს პროგრამებისა და სამედიცინო დაწესებულებების კოორდინაციის დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებად.