დ. ძაგნიძის საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №291
2006 წლის 21 ივნისი
ქ. თბილისი
დ. ძაგნიძის საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ
1. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის” 156-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებულ კანონპროექტებზე: „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და საქართველოს ორგანულ კანონპროექტზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ძაგნიძე.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი