„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№13/ნ
სარეგისტრაციო კოდი
270090000.22.022.016748
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №13/ნ

2014 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

 

,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებაში (სსმ, №122, 24/10/2005, სარეგისტრაციო კოდი: 270.090.000.22.022.007.808)  შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:

1. პირველი პუნქტით დამტკიცებული ინსტრუქციის:

) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა.ა),,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) დანამატი არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ერთ-ერთი შემდეგი საგნის სწავლებისათვის:

ბ.ა) ქართული, როგორც მეორე ენა;

ბ.ბ) საქართველოს ისტორია;

ბ.გ) საქართველოს გეოგრაფია;“

ა.ბ) ,,კ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ლ“ ქვეპუნქტი:

,,ლ) ქართულ ენასა და ლიტერატურაში სერტიფიცირებული იმ მასწავლებლის დანამატი, რომელსაც წარმატებით აქვს გავლილი  სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ,,ქართულის, როგორც მეორე ენის“ სწავლების მეთოდების“ კურსი და ასწავლის არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართულს, როგორც მეორე ენას.“

ბ)  მე-3 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის ,,დ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ.ბ) არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართულის, როგორც მეორე ენის, საქართველოს ისტორიისა და საქართველოს გეოგრაფიის სწავლება;“

გ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით გაანგარიშებისას, მასწავლებლის  თანამდებობრივ სარგოზე  დანამატების (გარდა ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“, ,,ვ“, ,,ზ“, ,,თ“, ,,ი“, ,,კ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანამატებისა) კოეფიციენტები განისაზღვრება შემდეგი სახით:

ა) კლასკომპლექტით სწავლება - 0.1;

ბ) არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართულის, როგორც მეორე ენის, საქართველოს ისტორიის ან/და საქართველოს გეოგრაფიის სწავლება - 0.1;

გ) კლასის დამრიგებლობა - 0.25;

დ) კლასის დამრიგებლის მიერ მოსწავლეებისათვის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსის წარმართვა  -  0.08.“

დ) მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. სკოლის საშტატო განრიგით გათვალისწინებული პირებისა (გარდა მასწავლებლისა და საინფორმაციო მენეჯერისა) და სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში დასაქმებული შტატგარეშე მოსამსახურეების სამუშაო დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 10 საგაკვეთილო საათს. საინფორმაციო მენეჯერის სამუშაო დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 16 საგაკვეთილო საათს.“

ე) მე-10 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. სერტიფიცირებული მასწავლებლის და საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე მასწავლებლის დანამატების განსაზღვრა, ასევე თანამდებობრივი სარგოს 1000 ლარამდე შევსება I-XII კლასების სერტიფიკატის მფლობელი მასწავლებლისათვის და სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში  სერტიფიცირებული მასწავლებლისათვის განხორციელდება ამ მუხლით დადგენილი წესით.“

ვ) მე-10 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:

,,მუხლი 101. დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების) სერტიფიცირებული მასწავლებლის,  დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასებისა) და საბაზო/საშუალო საფეხურების სერტიფიცირებული მასწავლებლის დანამატების გაანგარიშება მასწავლებლის მიერ ორ ან მეტ საჯარო სკოლაში სწავლების შემთხვევაში

დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების) სერტიფიცირებულ მასწავლებელს,  დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასებისა) და საბაზო/საშუალო საფეხურების სერტიფიცირებულ მასწავლებელს, რომელიც ასწავლის ორ ან მეტ საჯარო სკოლაში ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით ან/და მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, იმავე მუხლებით დადგენილი წესით გაანგარიშებული დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების) სერტიფიცირებული მასწავლებლის,  დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასებისა) და საბაზო/საშუალო საფეხურების სერტიფიცირებული მასწავლებლის დანამატი, მიეცემა თითოეულ საჯარო სკოლაში სწავლებისათვის.“

ზ) მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

თ)  მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

ი) მე-13 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:

,,მუხლი 131. ქართულ ენასა და ლიტერატურაში სერტიფიცირებული იმ მასწავლებლის დანამატი, რომელსაც წარმატებით აქვს გავლილი  სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ,,ქართულის, როგორც მეორე ენის“ სწავლების მეთოდების“ კურსი და ასწავლის არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართულს, როგორც მეორე ენას

1. ქართულ ენასა და ლიტერატურაში სერტიფიცირებულ იმ მასწავლებელს, რომელსაც წარმატებით აქვს გავლილი სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ,,ქართულის, როგორც მეორე ენის“ სწავლების მეთოდების“ კურსი და ასწავლის არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართულს, როგორც მეორე ენას, ყოველთვიურად მიეცემა ქართულ ენასა და ლიტერატურაში სერტიფიცირებული იმ მასწავლებლის დანამატი, რომელსაც წარმატებით აქვს გავლილი  სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ,,ქართულის, როგორც მეორე ენის“ სწავლების მეთოდების“ კურსი და ასწავლის არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართულს, როგორც მეორე ენას.

2. ქართულ ენასა და ლიტერატურაში სერტიფიცირებული იმ მასწავლებლის დანამატის, რომელსაც წარმატებით აქვს გავლილი  სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ,,ქართულის, როგორც მეორე ენის“ სწავლების მეთოდების“ კურსი და ასწავლის არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართულს, როგორც მეორე ენას  სრული ოდენობა  შეადგენს 75 ლარს.

3. ქართულ ენასა და ლიტერატურაში სერტიფიცირებული იმ მასწავლებლის დანამატი, რომელსაც წარმატებით აქვს გავლილი  სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ,,ქართულის, როგორც მეორე ენის“ სწავლების მეთოდების“ კურსი და ასწავლის არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართულს, როგორც მეორე ენას იანგარიშება  ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სრული ოდენობის 15-თან შეფარდებით და შესაბამის საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე გადამრავლებით.“

 

კ) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,,ბ) დანართი №4, სადაც მოცემულია სწავლება კლასკომპლექტით არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართულის, როგორც მეორე ენის, საქართველოს ისტორიის და საქართველოს გეოგრაფიის სწავლებითა და კლასის დამრიგებლობით განსაზღვრული დანამატები (ჩვენს შემთხვევაში დანამატი შეადგენს 30,5+76,25=106,75 ლარს);“

2. მე-3 პუნქტით დამტკიცებული დანართი N4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №4 

მასწავლებელთა თანამდებობრივ სარგოებზე სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე

კლასკომპლექტით სწავლების დანამტი (სრული დატვირთვის შემთხვევაში)

არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართულის, როგორც მეორე ენის, საქართველოს ისტორიის, საქართველოს გეოგრაფიის სწავლების დანამატი (სრული დატვირთვის შემთხვევაში)

კლასის დამრიგებლობის დანამატი

 

მოსწავლეებისათვის კლასის დამრიგებლის მიერ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსის წარმართვის დანამატი

0.1

0.1

0.25

0.08

30,5

30,5

76,25

24,4

 

 

 

 

 საბაზო თანამდებობრივი სარგო=ბაკალავრიატი=1თვე

305

 

 

 

მუხლი 2
ბრძანება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 
მუხლი 3
ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2013 წლის პირველი სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე