გ. გოდაბრელიძის საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №280
2006 წლის 20 ივნისი
ქ. თბილისი
გ. გოდაბრელიძის საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ
1. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის” 156-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრის ხათუნა გოგორიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი