ნ. ფრუიძისა და ვ. ლეჟავას საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №254
2009 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
ნ. ფრუიძისა და ვ. ლეჟავას საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ
1. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ფრუიძე და საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი – პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი ვახტანგ ლეჟავა საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ შემდეგ კანონპროექტებზე: „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ და „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის №139 განკარგულება „ნ. ფრუიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ“.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური