⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (05.03.2015)
გაუქმებულია:

ბაღდათის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 31.01.2014
ძალის დაკარგვა 05.03.2015
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №108
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.124.016083
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/02/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 368 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.01.2014 მიღება
05.03.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ წიქორიძე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
IMG ITL
0.45 1
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №108 2014 წლის 31 იანვარი ქ. ბაღდათი ბაღდათის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ" ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო  და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად,  ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცებულ იქნეს ბაღდათის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, დანართის  შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილევლადიმერ წიქორიძე დანართი ბაღდათის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1. ბაღდათის ტერიტორიაზე არსებული ბაღდათის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1მ​2 მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში - მიწის ნორმატიული ფასი) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:                                                           CN=IMGXITL X CXK, სადაც ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ)  IMG არის ქ.ბაღდათის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0.45-ს; გ) ITL  არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს (რადგან ზონირება არ ხორციელდება); დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს; ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 100-ს. 2. პირველი პუნქტის მიხედვით, ქ.ბაღდათში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: IMG ITL C K CN 0.45 1 0.24 100 10.8 3. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქ.ბაღდათისათვის ფასის 50%-ის ოდენობით და შეადგინოს 5,4 ლარი (10.8-ის 50%). 4. კურორტ საირმეში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქ. ბაღდათისათვის დადგენილი ფასის ხუთმაგი ოდენობით და  შეადგინოს 54 ლარი (10,85X5). 5. ბაღდათის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქ.  ბაღდათისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და  შეადგინოს 3,24 ლარი (10,8-ის 30%). 6. ბაღდათის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287  ბრძანებულებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქ. ბაღდათისათვის დადგენილი ფასის 70%-ის ოდენობით და  შეადგინოს 7,56 ლარი (10,8-ის 70%). ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-5 პუნქტით დადგენილი ფასი.