სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების, სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებული სამუშაოების (სამშენებლო) მიღება-ჩაბარების მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 31.01.2014
ძალის დაკარგვა 21.08.2014
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016174
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/02/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე კახა ბაბუნაშვილი | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების, სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებული სამუშაოების (სამშენებლო) მიღება-ჩაბარების მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2014 წლის 31 იანვარი
ქ. წყალტუბო
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების, სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებული სამუშაოების (სამშენებლო) მიღება-ჩაბარების მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი
კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების, სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებული სამუშაოების (სამშენებლო) მიღება-ჩაბარების მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეკახა ბაბუნაშვილი
დანართი №1
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების, სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებული სამუშაოების (სამშენებლო) მიღება-ჩაბარების მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი
კომისიის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
1. ეს დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენეტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანების შესაბამისად განსაზღვრავს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლსა და ზედამხედველობას, სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებული სამუშაოების (სამშენებლო) მიღება-ჩაბარების მიზნით მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის წესს და აწესრიგებს კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების, სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებული სამუშაოების (სამშენებლო) მიღება-ჩაბარების მიზნით შექმნილი კომისია წარმოადგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივმოქმედ კომისიას, რომელიც უზრუნველყოფს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონით, ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენეტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით და ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას.
თავი II
სტრუქტურა, მუშაობის წესი და უფლებამოსილება
მუხლი 2🔗.
კომისიის სტრუქტურა
1. მიღება-ჩაბარების მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისია (შემდგომში კომისია) იქმნება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და მისი შემადგენლობა განისაზღვრება შემდეგნაირად:
კომისიას თავმჯდომარეობს გამგებლის მოადგილე, რომელიც კურირებს არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის სამსახურს, ხოლო კომისიის წევრთა შემადგენლობაში შედიან გამგეობის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლები: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის უფროსი; წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ამავე სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების უფროსი და სამსხურის მთავარი სპეციალისტები; წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის უფროსი, ამავე სამსახურის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროსი და მუნიციპალური შესყიდვების მართვის განყოფილების უფროსი, ასევე, საკრებულოს შესაბამისი კომისიის წარმომადგენლები.
2. კომისიას ჰყავს სხდომის მდივანი, რომელსაც კომისიის წევრთა შემადგენლობიდან ნიშნავს თავმჯდომარე. სხდომის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის მუშაობის ორგანიზებას და სხდომის ოქმის შედგენას.
3. კომისიის წევრებს შორის ფუნქციების განაწილებას ახდენს კომისიის თავმჯდომარე.
4. კომისიაში მონაწილეობის მისაღებად შესაძლებელია მოწვეულ იქნან სხვა პირები.
5. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების მიზნით კომისიის შემადგენლობაში იქმნება ინსპექტირების ჯგუფი, რომელსაც განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია.
6. კომისიის მატერიალურ - ფინანსური უზრუნველყოფა ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით.
მუხლი 3🔗.
კომისიის მუშაობის წესი
1. კომისიის მუშაობის საფუძველს წარმოადგენს გამგეობის არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის და საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურების დასკვნები, კანონმდებლობითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთას ერთად ან/და კომისიის სხდომა მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნის საფუძველზე.
2. კომისიას დოკუმენტაცია შესაბამისი სამსახურებიდან კომისიას განსახილველად წარედგინება სხდომამდე ერთი დღით ადრე მაინც კომისიის თავმჯდომარის დავალებით.
3. კომისიის წევრები ვალდებული არიან საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადონ ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ (,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად).
4. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში კომისიის წევრი მონაწილეობას არ ღებულობს საკითხის განხილვაში.
მუხლი 4🔗.
კომისიის უფლებამოსილება
1. კომისია ახორციელებს:
ა) კონტროლს და ზედამხედველობას მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე.
ბ) მისაწოდებელი ან/და სამუშაოს მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას.
გ) სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებული სამუშაოების ( სამშენებლო) მიღება- ჩაბარებას და შესაბამისი აქტის მიღებას.
დ) წინადადებების განხილვას ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე მიმწოდებლის მოთხოვნის შესაბამისად.
ე) მოითხოვს შესრულებულ სამუშაოებზე შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნას.
ვ) საჭიროების შემთხვევაში მოიწვევს ექსპერტებს და შესაბამისი დარგის სპეციალისტებს.
2. თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის და ზედამხედველობის განხორციელება შესაძლებელია ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე.
მუხლი 5🔗.
კომისიის სხდომა
1. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
2. კომისია გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
3. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს თავმჯდომარე.
4. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი წერილობითი ფორმით დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
5. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე, მდივანი და ყველა დამსწრე წევრი.
თავი III
დასკვნითი დებულებები
მუხლი 6🔗.
დებულებაში ცვლილების შეტანის წესი
მიღება-ჩაბარების კომისიის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით.