📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

განსახლების ობიქტების ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 03.02.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
ნომერი №378
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.029.016139
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/02/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 830 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (7)
N კანდიდატის სახელი, გვარი
1. ზეპირი კომუნიკაციის უნარი
2. წერილობითი კომუნიკაციის უნარი
3. დროის მართვის უნარი
4. ანალიტიკური აზროვნების უნარი
5. დეტალებზე ორიენტირებულობა
6. კარიერული მიზნები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

განსახლების ობიქტების ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანება №378 2014 წლის 3თებერვალი ქ. თბილისი განსახლების ობიქტების ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განსახლების ობიქტების ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს  უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №1). მუხლი 2🔗 დამტკიცდეს განსახლების ობიექტების ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს  უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის გასაუბრების შეფასების ფორმა №1 - დანართი №2, გასაუბრების შეფასების ფორმა №2 - დანართი №3 და კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა - დანართი №4. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს: 1. ,,დევნილთა საკითხების დეპარტამენტის ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 7 ნოემბრის №758 ბრძანება (ვებგვერდი, 12/11/2013, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.029.016096). 2.  ,,დევნილთა საკითხების დეპარტამენტის ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №416 ბრძანება (ვებგვერდი,13/09/2013, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.029.016062). მუხლი 4🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიდავით დარახველიძე დანართი №1 განსახლების ობიქტების ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა 1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 2. განსახლების ობიქტების ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა)   უმაღლესი  განათლება,  კვალიფიკაცია - ინჟინერ-მშენებელი; ბ) სამუშაო გამოცდილება - მშენებლობის კუთხით მუშაობის  მინიმუმ 4-5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო კუთხით საქმიანობის 2-3 წლიანი გამოცდილება; გ) სასურველი ასაკი - 30 წლიდან; დ)საოფისე პროგრამების, კერძოდ Microsoft Office Word , Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Microsoft Office PowerPoint- კარგი ცოდნა; 3. განსახლების ობიქტების ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) ,,ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის N34 დადგენილება ე) ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონი ვ) ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 3 დეკემბრის №153 ბრძანება; ზ) ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1162 განკარგულება. თ) „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილება. ი) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის №1-1/842 ბრძანება. დანართი №2 გასაუბრების შეფასების ფორმა №1 ფასდება კანდიდატის შესაბამისობა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან. შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+ -ით  შეფასებისას,  ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება. 1 - მიუღებელი, 2- საშუალოზე დაბალი, 3 - კომპეტენტური, 4 - ძალიან კარგი, 5 - აჭარბებს მოლოდინს, 5+ - ზედმეტად კვალიფიციური.  ვაკანტური თანამდებობის დასახელება: კანდიდატის სახელი, გვარი:            კომისიის წევრის სახელი, გვარი: თარიღი (რიცხვი, თვე, წელი): N შეფასების კრიტერიუმები შეფასების ქულა კომისიის წევრის კომენტარი 1. განათლება/კვალიფიკაცია 2. სამუშაო გამოცდილება 3. სამართლებრივი აქტების ცოდნა 4. სამოტივაციო წერილი (მუშაობის დაწყების მოტივაცია) შეფასების საშუალო არითმეტიკული ქულა კომისიის წევრის ხელმოწერა:______________________________________________________ დანართი №3 გასაუბრების შეფასების ფორმა №2 ფასდება კანდიდატის პიროვნული უნარ-ჩვევები.  შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+ -ით  შეფასებისას,  ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება. 1 - მიუღებელი, 2- საშუალოზე დაბალი, 3 - კომპეტენტური, 4 - ძალიან კარგი, 5 - აჭარბებს მოლოდინს, 5+ - ზედმეტად კვალიფიციური.  ვაკანტური თანამდებობის დასახელება: კანდიდატის სახელი, გვარი:            კომისიის წევრის სახელი, გვარი: თარიღი (რიცხვი, თვე, წელი): N შეფასების კრიტერიუმები შეფასების ქულა კომისიის წევრის კომენტარი 1. ზეპირი კომუნიკაციის უნარი 2. წერილობითი კომუნიკაციის უნარი 3. დროის მართვის უნარი 4. ანალიტიკური აზროვნების უნარი 5. დეტალებზე ორიენტირებულობა 6. კარიერული მიზნები შეფასების საშუალო არითმეტიკული ქულა კომისიის წევრის ხელმოწერა:______________________________________________________ დანართი №4 კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა შეფასების ჯამური ქულა დაითვლება გასაუბრების შეფასების (დანართი №1, დანართი №2) საშუალო არითმეტიკულ ქულათა მიმატებით. საკონკურსო პოზიციის დასახელება:__________________________________________________ N კანდიდატის სახელი, გვარი შეფასების ჯამური ქულა 1. კომისიის თავმჯდომარე (სახელი, გვარი), თარიღი:____________________________________ 2. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:___________________________________________ 3. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:___________________________________________