⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (18.10.2017)
გაუქმებულია:

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 31.01.2014
ძალის დაკარგვა 18.10.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.038.016269
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/01/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,086 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.01.2014 მიღება
18.10.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ გიორგაძე მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №13 2014 წლის 31 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგრიგოლ გიორგაძე დანართი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა მუხლი 1🔗 1. სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს უფროსის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება სოციალურ მუშაობაში (მაგისტრის ხარისხი); ბ) სოციალური მუშაობის არანაკლებ ათწლიანი გამოცდილება; გ) კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილეობის გამოცდილება; დ) შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის კარგი ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და საოფისე ტექნიკის მოხმარების კარგი ცოდნა; ვ) სოციალურად მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობის გამოცდილება; ზ) ანალიტიკური სამუშაოს წარმოების გამოცდილება; თ) მენეჯერული გამოცდილება სოციალურ სფეროში; ი) სოციალური პროგრამების მართვის გამოცდილება; კ) სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავების და/ან განხორციელების გამოცდილება; ლ) უცხო ენების ცოდნა (სასურველი); მ) მსჯავრდებულებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველი). 2. სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს უფროსის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ) „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიუდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №903 ბრძანება. მუხლი 2🔗 1. სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს მრჩევლის (სოციალური მუშაობის მიმართულებით) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება სოციალურ მუშაობაში (მაგისტრის ხარისხი); ბ) სოციალური მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება; გ) ტრენინგების ჩატარების გამოცდილება; დ) შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის კარგი ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და საოფისე ტექნიკის მოხმარების კარგი ცოდნა; ვ) სოციალურად მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობის გამოცდილება; ზ) მსჯავრდებულებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველი); თ) უცხო ენების ცოდნა (სასურველი); ი) მენეჯერული გამოცდილება სოციალურ მუშაობაში (სასურველი); კ) სოციალური პროგრამების და/ან მომსახურებების მონიტორინგის გამოცდილება (სასურველი); ლ) სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავების და/ან განხორციელების გამოცდილება (სასურველი); 2. სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს მრჩევლის (სოციალური მუშაობის მიმართულებით) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ) „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიუდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №903 ბრძანება. მუხლი 3🔗 1. სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს მრჩევლის (ფსიქოლოგიური მუშაობის მიმართულებით) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში (მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული); ბ) ფსიქოლოგიური, კერძოდ, ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოკონსულტირების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება; გ) შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის კარგი ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და საოფისე ტექნიკის მოხმარების კარგი ცოდნა; ე) ტრენინგების ჩატარების გამოცდილება; ვ) უცხო ენების ცოდნა (სასურველი); ზ) მსჯავრდებულებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველი); თ) კურსი,  პრაქტიკული გამოცდილება ან ტრენინგი ფსიქოთერაპიის მიმართულებით (სასურველი); ი) მენეჯერული გამოცდილება (სასურველი); კ) სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავების და/ან განხორციელების გამოცდილება (სასურველი). 2. სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს მრჩევლის (ფსიქოლოგიოური მუშაობის მიმართულებით) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ) „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიუდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №903 ბრძანება. მუხლი 4🔗 1. სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს უფროსი სპეციალისტის (სოციალური მუშაობის მიმართულებით) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება სოციალურ მუშაობაში (მაგისტრის ხარისხი); ბ) სოციალური მუშაობის არანაკლებ ოთხწლიანი გამოცდილება; გ) ტრენინგების ჩატარების გამოცდილება; დ) შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის კარგი ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და საოფისე ტექნიკის მოხმარების კარგი ცოდნა; ვ) მსჯავრდებულებთან მუშაობის გამოცდილება; ზ) უცხო ენების ცოდნა (სასურველი); თ) მენეჯერული გამოცდილება სოციალურ მუშაობაში (სასურველი); ი) სოციალური პროგრამების და/ან მომსახურებების მონიტორინგის გამოცდილება (სასურველი); კ) სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავების და/ან განხორციელების გამოცდილება (სასურველი); ლ) უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში (სასურველი). 2. სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს უფროსი სპეციალისტის (სოციალური მუშაობის მიმართულებით)თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ) „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიუდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №903 ბრძანება. მუხლი 5🔗 1. სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს სოციალური მუშაკის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება სოციალურ სამუშაოში ან სხვა სფეროში (პირებს, რომელთაც არ აქვთ უმაღლესი განათლება სოციალურ სფეროში სავალდებულოა სასერთიფიკატო კურსი; ბ) სოციალური მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება მსჯავრდებულებთან მუშაობის გამოცდილებას); გ) შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის კარგი ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და საოფისე ტექნიკის მოხმარების კარგი ცოდნა; ე) ტრენინგების ჩატარების გამოცდილება (სასურველი); ვ) სოციალური პროგრამების და/ან მომსახურებების მონიტორინგის გამოცდილება (სასურველი); ზ) სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავების და/ან განხორციელების გამოცდილება (სასურველი); თ) უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში შესაბამისი ენების ცოდნა (სასურველი). 2. სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს სოციალური მუშაკის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ) „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიუდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №903 ბრძანება. მუხლი 6🔗 1. სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს ფსიქოლოგის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში (მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული); ბ) ინდივიდუალური და/ან ჯგუფური ფსიქოკონსულტირების ცოდნა და გამოცდილება; გ) ფსიქოლოგად მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება; დ) შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის კარგი ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და საოფისე ტექნიკის მოხმარების კარგი ცოდნა; ვ) ტრენინგების ჩატარების გამოცდილება (სასურველი); ზ) კურსი, სამუშაო გამოცდილება ან ტრენინგი ფსიქოთერაპიის მიმართულებით (სასურველი); თ) მსჯავრდებულებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველი); ი) სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავების და/ან განხორციელების გამოცდილება (სასურველი); კ)  უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში შესაბამისი ენების ცოდნა (სასურველი). 2. სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს ფსიქოლოგის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ) „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიუდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №903 ბრძანება.