📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

სარეზიდენტო პროგრამების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.02.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-6/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016238
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/02/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 297 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

სარეზიდენტო პროგრამების დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-6/ნ 2014 წლის 4 თებერვალი ქ. თბილისი სარეზიდენტო პროგრამების დამტკიცების შესახებ „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს სარეზიდენტო პროგრამები შემდეგ საექიმო სპეციალობებში: 1.  „ალერგოლოგია-იმუნოლოგია“ (დანართი 1); 2.  „ბავშვთა ნევროლოგია“ (დანართი 2); 3.  „ბავშვთა ქირურგია“ (დანართი 3); 4. „გასტროენტეროლოგია“ (დანართი 4); 5. „ენდოკრინოლოგია“ (დანართი 5); 6. „ზოგადი ქირურგია“ (დანართი 6); 7. „თერაპიული სტომატოლოგია“ (დანართი 7); 8. „კარდიოლოგია“ (დანართი 8); 9. „კარდიოქირურგია“ (დანართი 9); 10. „ლაბორატორიული მედიცინა“ (დანართი 10); 11. „მეანობა-გინეკოლოგია“ (დანართი 11); 12. „ნარკოლოგია“ (დანართი 12); 13. „ნევროლოგია“ (დანართი 13); 14. „ნეიროქირურგია“ (დანართი 14); 15. „ნეონატოლოგია“ (დანართი 15); 16. „ნეფროლოგია“ (დანართი 16); 17. „ონკოლოგია“ (დანართი 17); 18. „ორთოდონტია“ (დანართი 18); 19. „ორთოპედია/ტრავმატოლოგია“ (დანართი 19); 20. „ორთოპედიული სტომატოლოგია“ (დანართი 20); 21. „ოტორინოლარინგოლოგია“ (დანართი 21); 22. „ოფთალმოლოგია“ (დანართი 22); 23. „პათოლოგიური ანატომია - კლინიკური პათოლოგია“ (დანართი 23); 24. „პედიატრია“ (დანართი 24); 25. „პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია“ (დანართი 25); 26. „პროქტოლოგია“ (დანართი 26); 27. „რადიაციული თერაპია“ (დანართი 27); 28. „რევმატოლოგია“ (დანართი 28); 29. „რეპროდუქტოლოგია“ (დანართი 29); 30. „სამედიცინო რადიოლოგია“ (დანართი 30); 31. „სასამართლო მედიცინა“ (დანართი 31); 32. „საოჯახო მედიცინა“ (დანართი 32); 33. „სისხლძარღვთა ქირურგია“ (დანართი 33); 34. „უროლოგია“ (დანართი 34); 35. „ფსიქიატრია“ (დანართი 35); 36. „ყბა-სახის ქირურგია“ (დანართი 36); 37. „შინაგანი მედიცინა“ (დანართი 37); 38. „ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგია“ (დანართი 38). მუხლი 2🔗 დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) დაიწყოს ამ ბრძანების პირველი მუხლით განსაზღვრული სარეზიდენტო პროგრამების შესაბამისად. მუხლი 3🔗 საექიმო სპეციალობის მაძიებლები/რეზიდენტები, რომელთაც დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) დაიწყეს 2013 წლის 20 დეკემბრამდე, მზადებას აგრძელებენ იმ სარეზიდენტო პროგრამების მოცულობით და ხანგრძლივობით, რომლითაც დაწყებული აქვთ მზადება. მუხლი 4🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სარეზიდენტო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 15 აგვისტოს №239/ნ ბრძანება. მუხლი 5🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო