ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 31.01.2014
ძალის დაკარგვა 01.01.2015
გამომცემი ორგანო ლენტეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №03
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.115.016119
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/02/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე ვალოდია ქურასბედიანი | საკრებულოს თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №03
2014 წლის 31 იანვარი
დ. ლენტეხი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3-ე პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი დანართი №1-ის მიხედვით.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge 04/02/2013 წელი 010250020.35.115.016101) ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 იანვრის №04 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარევალოდია ქურასბედიანი
დანართი №1
ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი
ეს წესი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციას.
თავი I
სოციალური დახმარების სახეები
მუხლი 1🔗.
სოციალური დახმარების სახეები
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა შემდეგი ფულადსოციალური დახმარებები:
ა) მძიმე ავადმყოფთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება;
ბ) ხანდაზმულთა დახმარება;
გ) ოჯახებისა და ბავშვების დახმარება;
დ) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა დახმარება;
ე) ომის ვეტერანთა სოც. უზრუნველყოფის ხარჯები (კომპენსაცია);
ვ) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო დახმარება;
ზ) ერთჯერადი ფულადი დახმარება.
თავი II
ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი:
მუხლი 2🔗.
მძიმე ავადმყოფთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება:
მძიმე ავადმყოფს (სიმსივნე III, IV სტადია, ასციტი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ტეტრაპლეგია, გემიპლეგია, გულისა და ფილტვის II-III ხარ. უკმარისობა). დახმარება გაეწევა ერთჯერადად , თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 200 ლარს.
მძიმე ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა თანხის მისაღებად მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განაცხადი მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100), რომელიც შევსებული იქნება ნებისმიერი დიაგნოსტიკური ცენტრის გამოკვლევის საფუძველზე;
დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.
მატერიალური დახმარება გაეწევათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შემდეგ კატეგორიას:
ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მკვეთრად გამოხატული I ჯგუფის უსინათლო ინვალიდებს;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას (ცერებრალური დამბლა,დაუნის სინდრომი,ლეიკემია,შიდსი), დახმარება გაიცეს ყოველთვიურად 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) ბენეფიციარის პირადობის ნოწმობის ასლი;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ამონაწერი სოციალური სუბსიდიების სააგანეტოდან).
გ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.
მუხლი 3🔗.
ხანდაზმულთა დახმარება.
ამ მუხლით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარება მიეცემათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხანდაზმულებს, რომელთაც შეუსრულდათ 90 წელი და ზევით. დახმარება გაიცემა ოჯახის უფლებამოსილი პირის წევრის განცხადების საფუძველზე.
ფინანსური დახმარება გაეწევათ წელიწადში ერთხელ 100 ლარით, 100 წლის და ზევით - 200 ლარით.
დახმარების მიმღებმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განაცხადი მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი.
გ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.
მუხლი 4🔗.
ოჯახისა და ბავშვების დახმარება:
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა შემდეგი სახის დახმარება:
ა) პირველ და მეორე შვილზე 100 ლარი, მესამე და მეოთხე შვილზე 150 ლარი; მეხუთე და ზევით 250 ლარი;
ბ) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება 4 შვილი - 200 ლარი ერთჯერადად. 5 და ზევით ყოველთვიურად ბავშვზე 10 ლარი; (დახმარება გაიცემა განცხადების გარეშე);
გ) ტყუპების შემთხვევაში 150 ლარი თითოეულზე ერთჯერადად.
დახმარების მიმღებმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განაცხადი მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.
მუხლი 5🔗.
ხანძრითა და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ფინანსური დახმარება:
ამ მუხლის შესაბამისად, დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრისა და სხვა სტიქიური მოვლენების (მიწისძვრა, წყალდიდობა, დიდთოვლობა და ა.შ.) შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს, აგრეთვე იმ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელ სახლს სტიქიამ მიაყენა არსებითი ზიანი.
ხანძრისა და სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს გაეწევა ერთჯერადი დახმარება 2000 (ორიათასი) ლარის, ხოლო ოჯახს, რომლის საცხოვრებელ სახლს ხანძარძა ან სტიქიამ არსებითი ზიანი მიაყენა - 500 ლარის ოდენობით.
დაზარალებულმა ოჯახის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განაცხადი;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ხანძარსაწინააღმდეგო დაწესებულებიდან, მათ შორის, სტიქიით მიყენებული ზარალის შესაფასებლად მუნიციპალიტეტში შექმნილი კომისიის დასკვნა - ხანძრისა და სხვა სტიქიური მოვლენის შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანების ხარისხის შესახებ;
დ) რწმუნებულის ცნობა აღნიშნულ ოჯახზე;
ე) საბანკო დაწესებულებებში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.
მუხლი 6🔗.
ომის ვეტერანთა სოც. უზრუნველყოფის ხარჯები (კომპენსაცია):
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დახმარება მიეცემა საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებს. თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 1000 (ერთი ათასი) ლარს.
დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს :
ა) წერილობითი განაცხადი მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;
დ) დოკუმენტი (დოკუმენტები), რომლებიც დაადასტურებს გარდაცვლილთან ნათესაურ (მეუღლე, მშობელი, შვილი) ურთიერთობას;
ე) გარდაცვალების მოწმობა;
ვ) საბანკო რეკვიზიტები.
მუხლი 7🔗.
უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯები.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის მომსახურება:
ა) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება;
2) მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაცია.
ა) დამკრძალავი ხარჯების მიმღები პირის განაცხადი მუნიციაპლიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოდან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ.
თავი III
სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება
მუხლი 8🔗.
ბენეფიციარის მიერ სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა
1.ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემას, მუნიციპალურ პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნასა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდეგში - სამსახური).
2. სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და შემოწმების შემდეგ სრულყოფილ დოკუმენტაციას, სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნასთან ერთად, გადასცემს სოციალური დახმარების გაცემის კომისიას.
მუხლი 9🔗.
კომისია
შემოსულ განცხადებებს საბოლოოდ განიხილავს კომისია, რომელსაც ჰყავს თავმჯდომარე, მდივანი და კომისიის წევრები.
კომისია გადაწყვეტილებას ღებულობს ხმათა უმრავლესობით, არანაკლებ 2/3 -ისა;
კომისია გადაწყვეტილებას ღებულობს ამ წესის მე-2 თავის მე-2, მე-5, მე-6 მუხლით გათვალისწინებულ დახმარებაზე.
კომისია იკრიბება თვეში ერთხელ და ამზადებს დასკვნებს საკრებულოს თავმჯდომარესთან წარსადგენად.
მუხლი 10🔗.
კომისიის სხდომის ოქმი
კომისიის ყველა სხდომაზე დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.
კომისიის ყველა გადაწყვეტილება აისახება ოქმში.
მუხლი 11🔗.
სოციალური დახმარების გაცემის საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის გამგებელი, რომელიც კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე შუამდგომლობას წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც გამოსცემს შემდეგ ბრძანებას.
მუხლი 12🔗.
დახმარების გაცემა
საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების ასლი, რომლითაც დამტკიცებულია ბენეფიციართა პერსონალური შემადგენლობა, მისამართი და თანხა, იგზავნება გამგეობის საფინანსო სამსახურში.
თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით.
თავი IV
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 13🔗.
წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.