ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ

მიღების თარიღი 31.01.2014
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №109
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.124.016084
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/02/2014
matsne.gov.ge 509 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (5)
1 ქ. ბაღდათი
2 კურორტი საირმე
3 სოფლებში
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ წიქორიძე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
N ტერიტორია
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №109 2014 წლის 31 იანვარი ქ. ბაღდათი ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის "მ" ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №50 დადგენილების შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი  განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს “ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 მარტის №74 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილევლადიმერ წიქორიძე  დანართი ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები მუხლი 1🔗 საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს: 1. 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე– 3ჯერ; 2. 2000 წლიდან  2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე –2 ჯერ; 3. 2004 წელს მიღებულ აქტივებზე –1,5 ჯერ; 4. იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს –ამ მუხლის „ა“ პუნქტით განსაზღვრული ოდენობით. მუხლი 2🔗  საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი. მუხლი 3🔗 ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის  წლიური განაკვეთებია: 1. 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის–საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის  დასაბეგრი ქონების საბაზრო ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 პროცენტი. 2. 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი საბაზრო ღირებულების 0,8 პროცენტი. მუხლი 4🔗 სასოფლო– სამეურნეო დანიშნულების  მიწაზე  ( გარდა მე–5 მუხლით გათვალისწინებული მიწებისა) ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე– 60 მუხლიდან გამომდინარე) 71  ლარი –ერთი ჰექტარი. მუხლი 5🔗  სათიბები და საძოვრების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია: 1. სათიბები (მათ შორის გაკულტურებული) –19 ლარი; 2. საძოვრები (მათ შორის გაკულტურებული) –15ლარი. მუხლი 6🔗 ტყის მიწებისათვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია - 30 ლარი. მუხლი 7🔗           ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი. მუხლი 8🔗 არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების  1მ​2 –ზე წლიური გადასახადის განაკვეთია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე–60 მუხლის მე–2 ნაწილიდან გამომდინარე): N ტერიტორია საბაზისო განაკვეთი (ლარი) ტერიტორიული კოეფიციენტი გადასახადის განაკვეთი (ლარი) 1 ქ. ბაღდათი 0,24 0,7 0,168 2 კურორტი საირმე 0,24 1,5 0,36 3 სოფლებში 0,24 0,25 0,06 მუხლი 9🔗 ქონების გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლდეს: 1. ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს; 2. ორგანიზაციის ქონება, აგრეთვე ორგანიზაციაზე ლიზინგით გაცემული ქონება, გარდა მიწისა და ორგანიზაციის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ქონებისა; 3. საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები; 4. მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული მიწის ნაკვეთი; 5. ავტოფარეხზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები; 6. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საკარმიდამო ნაკვეთები (საკარმიდამო, საბაღე, საბოსტნე და სააგარაკო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები). მუხლი 10🔗  ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით და ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები, დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205–ე და 206– ე მუხლებით.