საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.02.2014
ძალის დაკარგვა 25.03.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
ნომერი №392
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.029.016149
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/02/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის
ბრძანება
№392
2014 წლის 4 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ და „რ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №67 ბრძანება.
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიდავით დარახველიძე
დანართი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
2. დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებები
დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებებია:
ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან მინისტრისა და სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა;
ბ) საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს საქმიანობის თაობაზე;
გ) ბრიფინგებისა და სამინისტროს ვებგვერდის საინფორმაციო უზრუნველყოფა და ორგანიზება;
დ) სამინისტროს განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტების მომზადება-გავრცელება;
ე) ფოტო-ვიდეო მასალების დამზადება-დაარქივება;
ვ) სამინისტროში შემოსულ კორესპონდენციებზე მუშაობა და რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და მისი გაშუქების უზრუნველყოფა;
თ) სამინისტროს საქმიანობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ყოველდღიური მედიამონიტორინგის განხორციელება;
ი) საზოგადოების ინფორმირებისათვის სოციალური ქსელების გამოყენება და მათი მხრიდან სოციალურ ქსელებში შემოსულ კითხვებზე რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში;
კ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში, ჟურნალისტებისათვის ტრენინგების ორგანიზება.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. იგი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოხელეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;
დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე) ხელს აწერს და/ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ და/ან სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს;
ვ) ამზადებს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
თ) მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს დეპარტამენტის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად;
ი) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, მოხელეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის მოხელეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;
ლ) შუამდგომლობს მინისტრთან დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა სემინარებსა და კურსებში მონაწილეობის მიღების თაობაზე;
მ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ნ) დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს მინისტრს;
ო) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
3. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და დეპარტამენტის უფროსისა და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს;
ბ) უფლებამოსილია ხელი მოაწეროს/ვიზირება გაუკეთოს დეპარტამენტში მომზადებულ, სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გასაგზავნ კორესპონდენციას;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე;
დ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ფუნქციებს მისი არყოფნის შემთხვევაში.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის მოსამსახურეები
1. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი.
3. დეპარტამენტის მოსამსახურეები მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის წინაშე.