⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (15.10.2015)
გაუქმებულია:

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2014 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.01.2014
ძალის დაკარგვა 15.10.2015
გამომცემი ორგანო საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 470230000.35.165.016111
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/02/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 843 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.01.2014 მიღება
15.10.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (11)
1 ეკონომიურად  და სოციალურად გაჭირვებული ოჯახები
2 სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული ამოკვლევების დაფინანსება ღირებულების 50%-ით
3 შეზღუდული  შესაძლებლობის მქონე ბავშვები (18 წლამდე)
4 უდედმამო ბავშვები (18 წლამდე ასაკის)
5 უპატრონი მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი
6 ა) სამამულო ომის ვეტერანების სადღესასწაულო დახმარება
7 აიპ ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის  სათნოების სახლის” უფასო სასადილოს დაფინანსება
8 ას წელს გადაცილებული ხანდაზმულებისათვის საჩუქარი
საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჭიაურელი საკრებულოს თავმჯდომარე
პროგრამის დასახელება
ერთ პირზე/ ოჯახზე სულ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2014 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 2014 წლის 31 იანვარი ქ. საგარეჯო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2014 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საგარეჯოს  მუნიციპალიტეტის  თვითმმართველობა  აუცილებელ  ღონისძიებად  მიიჩნევს  მუნიციპალური სოციალური   პროგრამის   განხორციელებას,    რომლის   ფარგლებშიც   სოციალურად   დაუცველი   ჯგუფები მიიღებენ  ფულად  და  სხვა  სახის  დახმარებას.  პროგრამის  განხორციელების  მიზანია  საერთო  სოციალური ფონის უკეთესობისაკენ შეცვლა და უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის დახმარება. ,,ადგილობრივი   თვითმმართველობის   შესახებ”  საქართველოს   ორგანული  კანონის  22-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის  ,,ლ”  ქვეპუნქტის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2014 წლის პროგრამა და მისი ბიუჯეტი” (დანართი №1; დანართი №2). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.საკრებულოს თავმჯდომარეილია ჭიაურელი დანართი №1 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2014 წლის პროგრამა მუხლი 1🔗. პროგრამის სახელწოდება წინამდებარე პროგრამის  სახელწოდებაა ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის  სოციალური დახმარების პროგრამა”. მუხლი 2🔗. პროგრამის განხორციელების ვადა პროგრამის   განხორციელების   ვადა  განისაზღვრება   2014  წლის   1  იანვრიდან   2014  წლის   31  დეკემბრის ჩათვლით. მუხლი 3🔗. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 448838 (ოთხას ორმოცდარვა ათას რვაას ოცდათვრამეტი) ლარს. მუხლი 4🔗. პროგრამის დაფინანსების წყარო  პროგრამის დაფინანსება ხორციელდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან. მუხლი 5🔗. სოციალური დახმარების სამიზნე ჯგუფები 1. ეკონომიურად  და სოციალურად გაჭირვებული  ოჯახები, რომლებიც  არ იღებენ სოციალურ შემწეობას და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 57 000-დან 100000-მდე;  ქულა მინიჭებული უნდა იყოს 2013-2014 წლებში. 2. ოჯახები, რომლებსაც სოციალური სააგენტოს მიერ ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო შეუჩერდათ საარსებო შემწეობა (შეწყვეტის მიზეზის საბუთის წარმოდგენის შემთხვევაში). 3. ეკონომიურად  და სოციალურად  დაუცველ  მოქალაქეთა  სტაციონარული   მკურნალობის,  ოპერაციისა  და ლაბორატორიული გამოკვლევების, მედიკამენტების დაფინანსება. 4. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები. 5. უდედმამო ბავშვები. 6. უპატრონო მიცვალებულები, რომელთაც არ ჰყავთ არცერთი რიგის მემკვიდრე და იძულებით გადაადგილებული გარდაცვლილი პირები. 7. დიდი სამამულო ომის ვეტერანები. 8. აიპ ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის „სათნოების სახლის’’ უფასო სასადილოების დაფინანსება. 9. 100 წელს გადაცილებული ხანდაზმულებისთვის 150 ლარი წელიწადში. მუხლი 6🔗. სოციალური დახმარების ოდენობა 1. ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახებისთვის – 100 ლარი (წელიწადში ერთჯერადად). 2. ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებულ მოქალაქეთა სტაციონარული  მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების, მედიკამენტების დაფინანსება  ღირებულების 50%, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.  სამკურნალო თანხები, რომლის 70%-მდე ანაზღაურებს საყოველთაო, ასაკობრივი ან რომელიმე სხვა დაზღვევა, შესაძლებელია დაფინანსდეს დაუფინასებელი თანხის 50%, რომელიც აღემატება 1000 ლარს, არაუმეტეს 500 ლარისა. 3. მკვეთრად შეზღუდული  შესაძლებლობის  მქონე ბავშვები (18 წლამდე) – 150 ლარი. 4. უდედმამო ბავშვები (18 წლამდე) – 50 ლარი ყოველთვიურად. 5. უპატრონო მიცვალებულები და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაკრძალვის ხარჯები - 300 ლარი; 6. დიდი სამამულო ომის ვეტერანთა სადღესასწაულო სარიტუალო ხარჯები: 9 მაისის       დღესასწაულისათვის –100 ლარი; სარიტუალო ხარჯისათვის – 250 ლარი. 7. უფასო  კვების  ობიექტები – 180000 (ას ოთხმოცი ათასი)  ლარი (დაფინანსება  მოხდება  საგარეჯოს  მუნციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად). 8. 100 წელს გადაცილებული ხანდაზმულებისთვის 150 (ას ორმოცდაათი) ლარი წელიწადში. 9. განსაკუთრებულ შემთხვევებში, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, შესაძლებელია გამოყოფილ  იქნეს   სოციალური დახმარება, იმ პირების მიმართ, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ  სამიზნე ჯგუფების   მოთხოვნებს, თუმცა მათი ეკონომიკური, სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა  ანდა გაიზარდოს მოთხოვნილი თანხის ოდენობა. მუხლი 7🔗. სოციალური დახმარების გაცემის წესი 1. პროგრამის   განხორციელებაზე   პასუხისმგებელი   ორგანოა   საგარეჯოს   მუნიციპალიტეტის   გამგებლის ბრძანებით   დამტკიცებული   სამუშაო   ჯგუფი, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისია,  რომლის   გადაწყვეტილება   მტკიცდება  მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით. 2. სოციალური  დახმარების  გასაცემად  საჭირო  თანხა  გამოიყოფა  მუნიციპალიტეტის  გამგებლის ბრძანების საფუძველზე, თითოეული მუხლის მიხედვით, ერთჯერადად, ამ პროგრამის შესაბამისად. 3. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენისას მოქალაქეს დახმარებას უწევს გამგეობის   სოციალურ  საკითხთა  სამსახური,  ხოლო  წარმოდგენილი  საბუთების  სისწორეს  აკონტროლებს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დამტკიცებული სამუშაო ჯგუფი. 4. სოციალურად დაუცველი პირი ან ოჯახი, რომელიც სოციალური  დახმარების მისაღებად ერთდროულად აკმაყოფილებს ამ პროგრამის რომელიმე მუხლის მოთხოვნას, დახმარებას მიიღებს ყველა შესაბამისი მუხლის მიხედვით. 5. სტაციონარული  მკურნალობის დაფინანსების (თანადაფინანსების), მოქალაქეთა ერთჯერადი სოციალური დახმარებისათვის საჭირო დოკუმენტაციის  შესახებ გადაწყვეტილებას  იღებს მუნიციპალიტეტის  გამგებლის ბრძანებით   დამტკიცებული სამუშაო ჯგუფი. დახმარება  გაიცემა  მუნიციპალიტეტის  გამგეობის  მიერ მომსახურე ბანკში წარმოდგენილი სიის საფუძველზე ან მოქალაქის მიერ გახსნილ საბანკო ანგარიშზე. 6. არასრულწოვანი  პირის  შემთხვევაში  თანხა  ჩაირიცხება  ოჯახის  ერთ-ერთ  სრულწლოვან  წევრზე  ან/და კანონიერ წარმომადგენელზე. 7. პირმა დახმარების მისაღებად ბანკში უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობა. მუხლი 8🔗. პროგრამის განხორციელების შედეგი პროგრამის განხორციელების შედეგი იქნება: 1. საერთო სოციალური ფონის უკეთესობისკენ შეცვლა. 2. უკიდურესად გაჭირვებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. მუხლი 9🔗. პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა პროგრამის   ბენეფიციარები   პროგრამით   გათვალისწინებული    ღონისძიებების   შესახებ   ინფორმირებული იქნებიან შემდეგი გზით: 1. ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები; 2. მუნიციპალიტეტის რწმუნებულები. მუხლი 10🔗. პროგრამის შეფასება განხორციელებული სოციალური პროგრამის ეფექტურობის დადგენის   მიზნით  2014  წლის დეკემბერში საგარეჯოს მუნიციპალიტეტი არასამთავრობო სექტორთან ერთად ჩაატარებს პროგრამის შეფასებას. შეფასებისათვის ძირითადი განმსაზღვრელი იქნება შემდეგი კრიტერიუმები: 1.  სოციალური დახმარების სხვადასხვა ფორმით მოცული მოსახლეობის   რაოდენობა განსაზღვრული კრიტერიუმის მიხედვით; 2. სამიზნე ჯგუფების ინფორმირებულობა; 3. დახმარების მიღების პროცესის სიმარტივე და ვადები. დანართი №2         საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2014 წლის პროგრამის ბიუჯეტი № პროგრამის დასახელება ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა სოციალური დახმარების მოცულობა ერთ პირზე/ ოჯახზე სულ 1 2 3 4 5 1 ეკონომიურად  და სოციალურად გაჭირვებული ოჯახები 100 129738 2 სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული ამოკვლევების დაფინანსება ღირებულების 50%-ით 500 120000 3 შეზღუდული  შესაძლებლობის მქონე ბავშვები (18 წლამდე) 38 50 50 50 5700 4 უდედმამო ბავშვები (18 წლამდე ასაკის) 3 50 1800 5 უპატრონი მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი 300 1200 დევნილი პირის დაკრძალვის ხარჯები ვ 300 1500 6 ა) სამამულო ომის ვეტერანების სადღესასწაულო დახმარება 23 100 2300 ბ) სამამულო ომის ვეტერანთა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯები 250 5700 7 აიპ ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის  სათნოების სახლის” უფასო სასადილოს დაფინანსება 180000 8 ას წელს გადაცილებული ხანდაზმულებისათვის საჩუქარი 6 150 900